28 აგვისტოს მართლმადიდებლური ეკლესია ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს. ლაშის ვანის ეკლესია სწორედ ღვთისმშობლის სახელობისაა.
ლეგენდის მიხედვით ვანის ღვთისმშობლის ეკლესიიდან წყლით წამობრძანებული ხატი სწორედ აქ გაჩერებულა. ახალი ტაძარიც სწორედ აქ აუშენებიათ IXX საუკუნის დასაწყისში აბაშიძეთა ციხის ნანგრევი ქვებით.
დროთა განმავლობაში ტაძარს სახურავი დაუზიანდა, წყალმა კედლებიც დაშალა და რამოდენიმე მხარეს ჩამოშალა.
2010 წელს დაიწყო ტაძრის აღდგენა და ამჟამად ძირითადი სამუშაოები დასრულებულია, შენობას გაუკეთდა ახალი საძირკველი, იმავე ქვებით აშენდა კედლები, ბაზილიკა გადაიხურა და რაც მთავარია სრულად შენარჩუნდა ტაძრის ისტორიული სახე.
რეკონსტრუქციამდე:
რეკონსტრუქციის შემდეგ:
წლევანდელი მარიამობა უამრავმა მომლოცველმა სწორედ ამ ტაძარში მოილოცა. გთავაზობთ ფოტომასალას:
ავტორი – გივი კურტანიძე
|