1 მარტს ხარაგაულის კინოთეატრში გაიმართა აფხაზეთსა და სამაჩაბლოს ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება მემორიალი.
ღონისძიებაზე მონაწილეებმა გაიხსენეს ხარაგაულის რაიონიდან გმირულად დაღუპულთა სახელები და მათ ლექსები და სიმღერები მიუძღვნეს. დასასრულს ხარაგაულელმა რეზერვისტებმა შეასრულეს სიმღერა:"ორფოლოში თენდება". მოგეხსენებათ ეს მუსიკალური კომპოზიცია დაწერილია თვითონ რეზერვისტების მიერ და დიდი პოპულარობითაც სარგებლობს.