ხუთშაბათი, 25.04.2024, 10:23
      ხარაგაული და ხარაგაულელები
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
დრო

Tbilisi

კალენდარი
«  იანვარი 2013  »
ორ.სამ.ოთხ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ამინდი ხარაგაულში
ვიზიტორთა ადგილი
შესვლის ფორმა
საკათედრო ტაძარი
?????????
სტატისტიკა

სულ საიტზე: 1
სტუმრები: 1
მომხმარებლები: 0

free counters

ფოტოგალერეა

საჭირო პროგრამები

მთავარი » 2013 » იანვარი » 15 » ისტორიული მონეტა
20:13
ისტორიული მონეტა

 

   რუსეთის იმპერიის მონეტა, რომელიც მოჭრილია 1890 წელს "სურამის " (წიფის) გვირაბის მშენებლობის დასრულების აღსანიშნავად.

გვირაბის მშენებლობა დაიწყო 1886 წელს და დასრულდა 1890 წელს. მშენებლობას ხელმძღვანელობდა პოლონელი ინჟინერი ფერდინანდ რიძევსკი.

გვირაბის საზეიმო გახსნაზე იმყოფებოდა რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე III, რომელსაც ახლდნენ მაღალჩინოსნები პეტერბურგიდან და თბილისიდან. 

იმპერატორის ჩამოსვლასთან დაკავშირებით გვირაბთან ახლოს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ წიფის ტერიტორიაზე დაიდგა ობელისკი, რომელიც დღესაც არსებობს.

"მედლის შუბლზე (წინა ხედზე) გამოსახულია სურამის გვირაბის პორტალი, მისგან გამომავალი ორთქმავლით. ზემოთ მეფე ალექსანდრე მესამის პროფილია, მარჯვნივ და მარცხნივ ქართველი ქალებია ვიოლინოთი ხელში. გარშემო წარწერაა: "სურამის გვირაბის გახსნის აღსანიშნავად, რომელიც დაიწყო 1886 წელს და დამთავრდა 1890 წელს.

მედლის მეორე მხარეს სწერია: "სამუშაოები შესრულებულია გზათა მიმოსვლის სამინისტროს მიერ. სამუშაოთა უფროსი რიძევსკი. გამოკვეთილია აგრეთვე მთელი პირველი დაწყებითი უბნის გზის პროფილი და სადგურები. პუნქტირით ნაჩვენებია ადრე არსებული უღელტეხილის უბანი, რომელიც სურამის ქედზე გადადიოდა. შავი ხაზით მოსჩანს დადაბლებული რკინიგზის ხაზიც".

ამ თავგანწირვის, ამ შემართების
დასტურად, ანდა სულის ვარდებად,
მოჭრეს მედალი როგორც სინათლე
და გამარჯვების აჩირაღდნება.

მოჭრეს მედალი ვით მზის ნატეხი,
ანდა მთის ფიქრი და ცის სამშვენი,
მოჭრეს მედალი დამშვენებული
ყველა მშრომელის გამრჯე მარჯვენით.

ეს იყო იმ დროს დიდების შუქი
და გამარჯვება მართლაც დიადი,
არის მედალი, ანდა სინათლე,
დამარცხებული ანდა წყვდიადი.



აქვე იხილე სტატია  წიფის ობელისკის შესახებ:




ავტორი - გივი კურტანიძე

 

 

 

ნანახია: 2538 | დაამატა: arqiteqtor | ტეგები: წიფა, გვირაბი, ალექსანდრე, გახსნა, მონეტა | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
სოციალური ქსელი

შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 773

ჩხერიმელა

პარტნიორები
ჩხერიმელა

ქართული ფეხბურთი

InterClubGeorgia

Givifilms Studio გივიფილმს სტუდიო

orthodoxy.ge

ფოტო წარსულიდან
ჩხერიმელა
რეკლამა საიტზე
-->
ავტორი გივი კურტანიძე © / Copyright MyCorp © 2024