2011 წლის ოლიმპიადის მესამე ტურში 18 ხარაგაულელი მოსწავლე გადავიდა:
აქედან 12 მათგანი ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზიის მეათე კლასის მოსწავლეა, მათ ისტორიაში 7 და გეოგრაფიაში 11, ანუ საერთო ჯამში 18 მანდატი მოიპოვეს.
ეს ფაქტი რეკორდული მაჩვენებელია, რადგან საქართველოს მასშტაბით ეს არის ერთადერთი სკოლა, რომელსაც ყავს ამ რაოდენობის გამარჯვებული ერთი კლასიდან.
ხარაგაულის მეორე საჯარო სკოლიდან გამარჯვებულია 1 მოსწავლე ისტორიის მანდატით
ხარაგაულის მესამე საჯარო სკოლიდან 2 მოსწავლე (ისტორიასა და გეოგრაფიაში)
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მოლითის საჯარო სკოლიდან 1 მოსწავლე (ისტორიაში)
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიცხის საჯარო სკოლიდან 1 მოსწავლე (გეოგრაფიაში)