11 ივნისს, თბილისში ესტეთიური აღზრდის ცენტრში ჩატარდა ხალხური სიმღერების რესპუბლიკურ ფესტივალი, სადაც პირველი ადგილი დაიმსახურა ხარაგაულის მოსწავლე–ახალგაზრდობის სახლის ხალხური სიმღერის ანსამბლმა "უბისი" (ხელმძღვანელი თორნიკე ბაკურაძე). ფესტივალს აფასებდა კომპეტენტური ჟიური: ჟიურის თავმჯდომარე: ქორეოგრაფიისა და მუსიკის სტუდიის დირექტორი ნანა ნიორაძე, წევრები: ესტეთიკური აღზრდის ცენტრის თავმჯდომარე ირმა პაპავა, მუსიკოსები – გულიკო ჭადაშვილი და მედეა კერესელიძე. ანსამბლმა ფესტივალზე შესარულა ორი იმერული სიმღერა: "ცა–ფირუზ..." და "მასპინძლისა..." ფესტივალში დაახლოებით ორმოცამდე კოლექტივი მონაწილეობდა. საპრიზო ადგილები შემდეგნაირად განაწილდა: 1) ხარაგაული 2) წყალტუბო 3) ზუგდიდი საუკეთესო შესრულებისთვის ხარაგაულელები მიწვეულ იქნენ ქობულეთობაზე.
აღსანიშნავია, რომ ანსამბლს გასულ წლებში ვასილ კიკნაძე ხელმღვანელობდა და ისინი ოთხი წლის განმავლობაში ამ ფესტივლდან გამარჯვებულები ბრუნდებოდნენ. ახლა მე ვიყავი ვასილის ადგილზე და ამ გარემოებამ დიდი პასუხისმგებლობა დამაკისრა. სექტემბრიდან ვასილ კიკნაძე ისევ უბრუნდება ხალხური სიმღერების ანსამბლს. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო თვითოეულ ბავშვს და ქალბატონ მაია ბლუაშვილს.
ავტორი – თორნიკე ბაკურაძე
|