19 მაისს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ხარაგაულელებს საჩუქარი მიუძღვნა:მისი ინიციატივით არც მეტი და არც ნაკლები ჩვენს კინოთეატრის სცენაზე მღეროდნენ ვახტანგ ტატიშვილი, გურამ ჯაში, ზურა დიოჯაშვილი და ზურა კობეშავიძე.
საქვეყნოდ ცნობილმა მომღერლებმა ხარაგაულელებისთვის თავანთი პოპულარული სიმღერები შეასრულეს, ვახტანგ ტატიშვილმა თავისი ცნობილი ხუმრობებით გაართო დამსწრე საზოგადოება. კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა, კმაყოფილი დარჩა მისული მაყურებელი. იმედია ასეთი კონცერტები მომავალშიც გაიმართება ჩვენთან.