დღეს 23 მარტს ხარაგაულში გაიმართა დასავლეთ რეგიონალლიგის კალენდარული მატჩი ხარაგაულის ჩხერიმელასა და ბათუმის დინამო 2–ს შორის.
მატჩი 15 საათზე დაიწყო და მას 250–მდე გულშემატკივარი დაესწრო.
ჩხერიმელა 2-2 დინამო 2(ბათუმი)
ანგარიში პირველი ტაიმის დასაწყისში ხარაგაულელებმა გახსნეს, გოლი ხარაგაულელთა მეათე ნომრის თამაზ ნადირაშვილის ანგარიშზეა.
სტუმრები მალევე მოეგნენ გონს:ჯერ ხარაბაძემ ანგარიში გაათანაბრა,შემდეგ კი ულამაზესი საჯარიმო დარტყმით გოგიტიძემ მეორე გოლო გაიტანა ჩხერიმელას კარში.
მეორე ტაიმი ორმხრივი შეტევებით დაიწყო,თუმც სამართლიანად უნა აღინიშნოს,რომ შეხვედრის არბიტრი ორივე გუნდის მიმართ რბილად რომ ვთქვათ – ბევრს სცოდავდა.
ორივე კართან იქმნებოდა სახიფათო მომენტები,მაგრამ შედეგი მხოლოდ ჩხერიმელას ერთ ერთმა შეტევამ გამოიღო და ხარაგაულელებმა,კერძოდ ჩხადაძემ ანგარიში გაათანაბრა.
ცხადაძის გოლის შემდეგ ორივე გუნდს ჰქონდა დაწინაურების არაერთი შანსი,მაგრამ საბოლოოდ მატჩი ფრედ 2-2 დასრულდა.
თამაშის დროს მატჩის მთავარი არბიტრის ქმედებებმა გულშემატკივართა დიდი აღელვება გამოიწვია.
|