როგორც ჩვენი საიტის მეშვეობით გატყობინებდით, 8 ივნისს დასრულდა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მეორე ლიგის დასავლეთ ზონის 2009-10 სეზონის გათამაშება.
ჩემპიონატში,სადაც 15 გუნდი მონაწილეობდა, გამარჯვება ბათუმის საფეხბურთო კლუბმა ''ადელმა'' მოიპოვა,ბათუმელები მთელი სეზონის მანძილზე ერთპიროვნულად ლიდერობდნენ ჩემპიონატს და საბოლოოდ დამსახურებულად აღზევდნენ პირველ ლიგაში.
ჩემპიონატის სატურნირო ცხრილის საბოლოო მდგომარეობა კი ასეთია:
ხონის ''იმერეთმა'' ბოლო მატჩში სტუმრად ''ჩხერიმელა''-ს კონკურენტი ჩოხატაურის ''ბახმარო'' დაამარცხა 1-2 და მდევარ ''სამგურალს'' გასწრების საშუალება არ მისცა,თავის მხრივ წყალტუბოელებმა ბათუმის ''დონამო 2''დაამარცხეს 3-0,მაგრამ საბოლოოდ ისევ მესამე ადგილზე დარჩნენ,მეოთხე ადგილი კი როგორც იცით ქართულ ფეხბურთში 15 წლიანი იძულებითი შესვენების შემდეგ დაბრუნებულმა ხარაგაულის ''ჩხერიმელა''-მ დაიკავა. მათ ბოლო მატჩში ''გურია 2'' დაამარცხეს ანგარიშით 7-0.
2010 წლის შემოდგიმიდან ახალი სეზონი დაიწყება,წარმატებების მომტანი ყოფილიყოს ჩვენი გუნდისთვის ახალი სეზონი.
კიდევ ერთჯერ მადლობა ყველა მესვეურს,ვინც ხარაგაულში ფეხბურთი დააბრუნა,მადლობა ფეხბურთელებს კარგი სეზონისთვის და მადლობა გულშემატკივარს ერთგული ქომაგობისთვის.