პარასკევი, 03.05.2024, 22:59
      ხარაგაული და ხარაგაულელები
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
დრო

Tbilisi

კალენდარი
«  ოქტომბერი 2010  »
ორ.სამ.ოთხ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ამინდი ხარაგაულში
ვიზიტორთა ადგილი
შესვლის ფორმა
საკათედრო ტაძარი
?????????
სტატისტიკა

სულ საიტზე: 1
სტუმრები: 1
მომხმარებლები: 0

free counters

ფოტოგალერეა

საჭირო პროგრამები

მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 3 » ს.კ. გაგრას პრესატაშე ხარაგაულის ღირსების წინააღმდეგ
22:28
ს.კ. გაგრას პრესატაშე ხარაგაულის ღირსების წინააღმდეგ
   ქართულ სპორტულ საიტ Goli.Ge-ზე გამოქვეყნდა სტატია ჩხერიმელაზე  სათაურით: მიშა აფხაზავა: `ხარაგაულის ხელმძღვანელობა და გულშემატკივრები მსაჯს ერთ ხმაში აგინებდნენ`
   როგორც სტატიიდან ირკვევა,აღნიშნული საიტი დაუკავშირდა საფეხბურთო კლუბ გაგრას პრეზიდენტს,ბესიკ ჩიხრაძეს.მან განაცხადა,რომ ამ ინციდენტზე საქმის ყურში არ არის და მიუთითა დაკავშირებოდნენ მისი კლუბის მწრთვნელს და პრეს–ატაშეს.

საიტი დაუკავშირდა საფეხბურთო კლუბ გაგრას პრეს–ატაშეს – მიხეილ აფხაზავას.

ინტერვიუი საიტიდან Goli.Ge

სტატიის ბმული: http://goli.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=36&info_id=1573

  აფხაზავას ინტერვიუ ასევე გამოქვეყნდა საიტზე Fanebi.com. ბმული:

http://fanebi.com/article/georgia/interview/13212/

   სადაც აფხაზავა ხაზს უსვამს ხარაგაულელთა მეკარის მიერ ჩადენილ საქციელს,ხოლო იმაზე რათქმაუნდა არაფერს ამბობს,რომ უცხოელმა ლეგიონერმა ჩხერიმელას გოლკიპერს ქართულად შეაგინა. იხსენებს მომენტებს,თითქოს გაგრას კიდევ არ დაუდეს ერთ ეპიზოდში პენალტი და რათქმაუნდა არაფერს ამბობს მათ კართან მომხდარ სადავო მომენტზე,როცა ჩხერიმელელი ჭაჭიაშვილი მეკარის საჯარიმოში წააქციეს.
მიიჩნევს,რომ მატჩი 17:06-ზე დაიწყო და 17:54–ზე დამთავრდა,რეალურად კი იქ შეკრებილი ასობით ადამიანი ამბობს,რომ სტადიონზე მყოფთაგან ბევრმა დაინიშნა მეორე ტაიმის დაწყების დრო 
17:02 (!)

  საიტ goli.ge-ზე აფხაზავას მიერ ბინძური ბრალდებების პასუხად ხარაგაულელი გულშემატკივრის სახელით მინდა მივმართო ზემოთხსენებულ პიროვნებას:

 

ბატონო მიხეილ – თქვენ პირადად გქონიათ თუ არა როდესმე შეხება ხარაგაულთან? იცნობთ აქაურ ხალხს? აქაურ მენტალიტეტს? აქაურ კულტურას და ტრადიციებს? გაგიგიათ თუ არა რომ ხარაგაული იმერეთის კარიბჭეა აღმოსავლეთიდან და სტუმართმოყვარეობის ერთ–ერთი ეტალონია მთელს საქართველოში?
რატომ წერთ,რომ ცოდოა ის,ვინც ხარაგაულში ჩამოვა ფეხბურთის სათამაშოდ? მაგით რა გინდათ თქვათ, რომ აქ გიჟები და ჩამორჩენილები ცხოვრობენ? თუ საშიში ხალხია,რომლებიც ტყუილუბრალოდ შერბიან სტადიონზე და მსაჯებს სცემენ?
იცით თუ არა,რომ ხარაგაული საქართველოში ერთ–ერთი უდიდესი კულტურის კერაა. გაზრდილი ყავს ისეთი ხალხი,როგორებიც არიან:
სრულიად საქართველოსკათოლიკოს პატრიარქები: ქრისტეფორე III (ციცქიშივილი) და დავით V (დევდარიანი),
რეზო თაბუკაშვილი,ვასილ ამაშუკელი(პირველი ქართველი კინოდოკუმანტალისტი),იური კაკულია,ელგუჯა ამაშუკელი(მოქანდაკე),დევი აბაშიძე,ანზორ კიკნაძე (სპორტის დამსახურებული ოსტატი,მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი),თამაზ სახვაძე (თბილისის დინამოში თამაშობდა 50-იან წლებში და გუნდის ვიცე–კაპიტანიც იყო), ხარაგაულს ჰყავს 6 საბჭოთა კავშირის გმირი,ხარაგაულის ცხრა შვილი შეეწირა აფხაზეთის დაცემას,ხარაგაულში მოღვაწეობდა გალაკტოინი,იგი 1910-11 წლებში სოფ.ფარცხნალის სკოლაში ასწავლიდა, ხარაგაულმა საქართველოს ორმოცამდე პროფესორი და რვაასამდე მეცნიერერი აჩუქა. ასევე აქედან არიან მეცნიერებათა აკდემიის წევრ კორესპონდენები ევგენი ხარაძის,არჩილ ხარაძის და თამარ დეკანოსიძის თაოსნობით. (იმედია იმდენად ერიუდირებული ადამიანი ბრძანდებით,რომ აქ ჩამოთვლილთაგან ყველას შესახებ გაგიგიათ)
ზემოტაც აღვნიშნეთ,რომ ჩვენი რაიონი მთელ საქართველოში განთქმულია უდიდესი სტუმართმოყვარეობით.
ასე,რომ თქვენს მიერ ჩამოყალიბებული სტერეოტიპის ხალხი,ვერანაირად ვერ იქნებიან ასეთი დიდი ტრადიციების რაიონის მაცხოვრებლები და ეგ ყველაფერი არარეალურია.

რაც შეეხება მომხდარს ფაქტს,რათქმაუნდა ასეთი ფაქტი არაა მისასალმებელი და ნამდვილად დასაგმობია,არ უნდა ხდებოდეს მაყურებლის სტადიონზე შემორბენა და მსაჯზე შეურაცხყოფის მიყენება.თუმცა გასათვალისწინებელია ისიც,რომ ქართველები ტემპერამენტიანი და პატივმოყვარე ხალხი ვართ,გვიყვარს ჩვენი კუთხე, ჩვენი კუთხის ნებისმიერი წარმომადგენლის დიდი გულშემატკივარი და დამცველი ვართ.

ხარაგაულელები კი ვცხოვრობთ პატარა დაბაში,სადაც ყველა დიდი სიხარულით ხვდება ნებისმიერ სიახლეს, ნებისმიერ სანახაობას,
ჩვენ დიდი დრადიციები გაგავაჩნია სპორტის ნომერ პირველი სახეობა–ფეხბურთში.
ათწლიანი შესვენების შემდეგ როგორც იქნა ხარაგაულში ფეხბურთი დაბრუნდა. ჩვენი გუნდი 1983 წლიდან არსებობს (იხ. სტატია "ჩხერიმელას” ისტორია ამავე საიტზე) ისტორიის მანძილზე გუნდი არაერთჯერ შეხვედრია ქალაქ გაგრის გუნდს სოხუმის დაცემამდე და ყოველთვის დასამახსოვრებელი თამაშები ჰქონდა გაგრელებთან.

ჩხერიმელა ყოველთვის ტრაბახობდა ერთგული გულშემატკივრით. ეს დღესაც ასეა, ხალხი სულმოუთქმელად ელოდება კვირის ამ ერთ დღეს როდესაც მატჩი იმართება და გულანთებული მიდის სტადიონისკენ,რათა თავის საყვარელ გუნდს უქომაგოს და გვერდში დაუდგეს.
აქედან გამომდინარე ბუნებრივია როდესაც ის რაიმე სახით თავისი გუნდის ჩაგვრას ხედავს მწვავე რეაქცია აქვს ამის გამო.

როდესაც 1000 ადამიანი მთელი მატჩის მსვლელობის მანძილზე ხედავს,რომ არბიტრი მკვეთრად მათი გუნდის წინააღმდეგაა განწყობილი და მის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებს იღებს,ვნებათაღილვა პიკს აღწევს,როდესაც ხედავს,რომ მატჩისათვის განკუთვნილი დრო უკვე ამოწურულია და მსაჯი კიდევ რამოდენიმე წუთს არ ამთავრებს თამაშს,იმ ოთხი წუთის მანზილზე ისეთი უარყოფითი მუხტი გროვდება,რომ გასაკვირია მართლა ყველა როგორ არ გადაეშვა მსაჯისკენ,მაგრამ თვითოეულმა მათგანმა შეძლო საკუთარი თავის მოთოკვა და იმის გათვალისწინებით,რომ აღელვებული ადამიანი ზედმეტად ემოციურია,ისღა დარცენოდა სტადიონს გარედან დაეძახა მსაჯისთვის რაღაც რითაც გულის მოიოხებდა.
ასე,რომ ტყუილად და არაფრის გამო ვერავინ ვერავის ვერ ააღელვებს და წყობიდან ვერ გამოიყვანს.არც არავინ არავის დაუწყებს ცემატყეპას ასეთ შემთხვევაში,თუ ის ამას მართლაც არ იმსახურებს.
თქვენ წერთ,რომ მსაჯმა მატჩი ერთი წუთით ადრე სპეციალურად დაამთავრა,რადგან სტადიონზე სიტუაცია ძალიან დაძაბული იყო.
მაშინ ჩვენ გეკითხებით:
–რატომ იმ გადამეტებული სამი წუთის მანძილზე – როდესაც დამსწრე პუბლიკა მართლაც უაღრესად იყო აღელვებული და მთელი ის დრო გაიძახოდა "დრო უკვე დიდი ხანია გადაცდა და დაამთავრეო”? – არ დაამთავრა მსაჯმა თამაში?!
–ან რატო დაამთავრა ერთი წუთით ადრე სწორედ მაშინ როდესაც ჩხერიმელამ თამაში ცენტრიდან განაახლა? იქნებ იმ ერთ წუთში რომელიმე გუნდს გამარჯვების გოლი გაჰქონდა?
სწორედ გასული გოლიდან იმწამსვე დამთავრებულმა თამაშმა აივანა პიკში მაყურებლის მღელვარება და ნათლად გაუსვა ხაზი იმას,რომ სინამდვილეში თამაში გაგრას გოლამდე იყო?

რატომ ხართ დაინტერესებული ასე ძალიან ჩვენი კლუბის დასჯით,რატო აღნიშნავთ სიამაყით,რომ ფედერაციას აუცილებლად მიაწვდით მასალებს და რატო გამოთქვავთ ასეთნაირი აღტაცებით იმედს,რომ შესაბამის ზომებს მიიღებენ ჩვენს მიმართ?

მერე რა,რომ არ გვაქვს ჯერჯერობით აწყობილი ყველა რგოლი და ვერ მოვახერხეთ თავიდან ბოლომდე მატჩის გადაღება,არ გაგვაჩნია საპირისპიროს ვიდეომტკიცებულება? ამით ისედაც ჩვენ ვზარალდებით და თქვენ კიდევ სახელი უნდა შეგვიბღალოთ და თქვენი მასალები ვერაგულად გამოიყენოთ ჩვენს წინააღმდეგ? წეროთ,რომ აქ პოლიცია ერია საქმეში და ჩვენი რაიონის ხელმძღვანელობაზე ბინძური ტყუილები მოიგონოთ?
თუმცა ჩვენ გაგვაჩნია უამრავი თვეთმხილველი,რომლის აზრიც აუცილებლად უნდა მოისმინოს ფეხბურთის ფედერაციამ.

აბა დავფიქრდეთ,რეალურად რომ ეგრე ყოფილიყო, ჩვენს ხელმძღვანელობას და პოლიციას ეგ ეკადრებინა,რაზეც თვენ მათ ხელს ადებთ,ნუთუ ასე დაიცავდნენ და პოლიციის კოლონით გამოაცილებდნენ გვანცელაძეს და მის დამქაშებს? მაგ ლოგიკით ხალხს არ მიუგდებდნენ პირიქით?

ეგ ფაქტი,რომ რეალურად მომხდარიყო,დარწმუნებულნი ვართ აუცილებლად გადაიღებდით ვიდეომასალას (თუნდაც ტელეფონის კამერით),თუ როგორ იგინება გამგებელი ან როგორ შეჰყავს პოლიციის უფროსს მსაჯი ცალკე ოთახში და მაგასაც საიტზე გამოჭიმავდით,მაგრამ არ გაქვთ მაგისი მტკიცებულობა, იმიტომ,რომ მანდ ეგეთი არაფერი არ არ მომხდარა, ასევე ამის მოწმეცაა იქ მყოფი ასეულობით გულშემატკივარი.
თორე ყველა დამერწმუნოს ეგ რომ მომხდარიყო გადაღებული იქნებოდა და უკვე სათანადო ადგილზე ჩატანილი.

რატო გვიკეთებთ ანტირეკლამას და ამბობთ,რომ "ვაი იმას ვინც აქ ჩამოვა”? მაგით თქვენ რა გემატებათ? მითუმეტეს ამბობთ,რომ აქ აღარ მოგიწევთ თამაში და არ ჩამოხვალთ არასდროს,თუმცა იმედია ისევ შევხვდებით აქ და გაგაცნობთ ჩვენს სტუმართმოყვარე და ქრისტიანულ ტრადიციებს. ხოლო ამის მერე იმედია შეგრცხვებათ თქვენი ნამოქმედარის.

ჩვენ თბილად გავაცილეთ გაგრას ფეხბურთელები და აბლოდისმენტები არ დაბიშურეთ მათ მიმართ – რატო ამას არ აღნიშნავთ არსად თქვენს ინტერვიუში?

რატომ გინდათ მუნიციპალიტეტის მაცხოვრებელი 30 000 ადამიანის კუთვნილ საფეხბურთო გუნდზე სანქციები დააწესებინოთ და ხარაგაული ფეხბურთის გარეშე დატოვოთ?

ჩვენი –ჩხერიმელას ფანკლუბის– მოთხოვნაა საჯარო ბოდიში მოიხადოს მიხეილ აფხაზავამ მის მიერ ხარაგაულზე და ხარაგაულელებზე გავრცელებული ცილისწამებების გამო.

ასევე ჩვენი თხოვნაა ფეხბურთის ფედერაციასთან ობიექტურად გამოიძიოს მომხდარი ფაქტები და არ დაეყრდნოს ცალი მხარის მიერ წარმოდგენილ ცრუ არგუმენტებს,მოისმინოს ჩვენი მტკიცებულებები და სათანადო სანქციები გამოუტანოს მატჩის არბიტრს – გვანცელაძეს

რათქმაუნდა ჩვენც გაგვაჩნია ჩვენი ფაქტები,რომლებიც გამოხატავს მატჩის არბიტრების და ასევე გაგრას რამოდენიმე მოთამაშის მხრიდან ისეთ ქმედებებს,რომლებიც ნამდვილად არ შეესაბამება არანაის წესებს.

ასევე ჩვენ კიდევ ერთჯერ ვგმობთ იმ ფაქტს,რომელიც მატჩის შემდეგ მსაჯის ფიზიკურ შეურაცხყოფაში გამოიხატა და ვაცხადებთ,რომ მომავალში ასეთი ფაქტი აღარ გამეორდება,თუმცა ეს იმას არ ნიშნავს,რომ აქ ვინც ჩამოვა რასაც უნდა იმას გააკეთებს და ჩვენ ყველაფერზე თვალებს დავხუჭავთ.

ს.კ. ჩხერიმელას გულშემატკივართა კლუბი


სტატიის წყარო –  http://chkherimela.fanebi.com

                             

ნანახია: 1354 | დაამატა: arqiteqtor | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
სოციალური ქსელი

შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 773

ჩხერიმელა

პარტნიორები
ჩხერიმელა

ქართული ფეხბურთი

InterClubGeorgia

Givifilms Studio გივიფილმს სტუდიო

orthodoxy.ge

ფოტო წარსულიდან
ჩხერიმელა
რეკლამა საიტზე
-->
ავტორი გივი კურტანიძე © / Copyright MyCorp © 2024