დაბა ხარაგაულის დაარსება ჩვენ ქვეყანაში სარკინიგზო მოძრაობის შემოსვლასთანაა დაკავშირებული.
დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს სარკინიგზო ტრანსპორტით დაკავშირების იდეა XIX საუკუნის 30-ან წლებში გაჩნდა, რკინიგზის მშენებლობა კი 1965 წელს 1 მაისიდან დაიწყო.
1871 წელს ფოთი-ყვირილას (ახლანდელი ზესტაფონი) მონაკვეთზე გაიხსნა სარკინიგზო მოძრაობა.
1872 წლის 11 ოქტომბერს გაზეთი "კავკაზი" წერდა: "სახელმწიფო კომისიამ, რომელმაც გასინჯა რკინიგზა, აღმოჩნდა, რომ სურამის უღელტეხილზე მატარებლებმა შეიძლება იმოძრაონ მხოლოდ დღისით, სამვაგონიანი შემადგენლობით თვითოეულმა, ხოლო სიჩქარე არ უნდა აღემატებოდეს საათში 12 ვერსს".
უკვე 1872 წლელს გაიხსნა თბილისი-ფოთის სარკინიგზო ხაზი, ხოლო ხარაგაულის ტერიტორიაზე რკინიგზის სადგური აშენდა. ამ მოვლენამ ხელი შეუწყო ხარაგაულის, როგორც ადნიმისტრაციული ცენტრის ჩამოყალიბებას.
"სურამის უღელტეხილი რთული უბანი იყო სარკინიგზო მიმოსვლისათვის, რამაც დღის წესრიგში დააყენა გვირაბის გაყვანის საკითხი" - წერს თამაზ ლაცაბიძე.
1890 წლის 16 სექტემბერს დასრულდა წიფის ორლიანდაგიანი გვირაბის მშენებლობა, რომელიც იმ დროისათვის უნიკალურ ნაგებობათა რიცხვს მიეკუთვნება.
1923 წელს მოხდა სურამის უღელტეხილის ელექტროფიკაციასთან და ექსპლოატაციაში შემოვიდა „ჯენერალ ელექტრიკის“ ფირმის „ს-10“ სერიის ელმავლები.
1932 წლის 16 აგვისტოს, — საბჭოთა კავშირში პირველად — სურამის უღელტეხილზე პირველმა ელმავალმა გაიარა.
დღეს საქართველოს რკინიგზა შავი და კასპიის ზღვებს შორის მდებარე ევრაზიის სატრანსპორტო არტერიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს, რომელიც უმოკლესი გზით აკავშირებს ევროპასა და ცენტრალურ აზიას, ხოლო ხარაგაულის ტერიტორია თავისი წიფის გვირაბით ამ არტერიის მნიშვნელოვანი ნაწილია.
2013 წლიდან დაიწყო აღნიშნული მონაკვეთის მოდერნიზაციის პროექტი, რამაც ხელი უნდა შეუწყოს სარკინიგზო ტრანსპორტის კიდევ უფრო სწრაფად და უსაფრთხოდ გადაადგილებას. სამუშაოებს ასრულებს "ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს მუდმივმოქმედი ფილიალი."
ავტორი – გივი კურტანიძე
იხილე სურათები
|