ხარაგაულის მდიდარ კულტურის ტრადიციები წარმატებით აგრძელებს ფოლკლორული ანსამბლი ,,ოდილა", ანსამბლი 1988 წელს მომღერამა სულიკო ციმაკურიძემ ჩამოაყალიბა. ის თავად იყო ანსამბლის ლოტბარი. თავდაპირველად ანსამბლში ცხრა კაცი მღეროდა, შემდეგ ექვსნი იყვნენ. მათი რეპერტუარის უმეტესობა თავად სულიკოს მიერ აღდგენილი იმერული სიმღერებისგან შედგებოდა, ანსამბლმა იმოგზაურა უკრაინაში, ბალტიისპირეთში და რუსეთში."ოდილას" ჩანაწერები ინახება საქართველოს რადიოს ოქროს ფონდში. 2006 წელს ჩაწერეს კომპაქტ დისკი, რომელიც შვეიცარიაში გამოიცა. სულიკო ციმაკურიძე გარდაიცვალა 2012 წლის 13 იანვარს.
მისი გარდაცვალების შემდეგ ანსამბლის ხელმძღვანელი არის იუზა ბერაძე, ანსამბლში ხუთი წევრისგან შედგება: ომარ კახიძე, ლევან შარიქაძე, სოსო ავალიშვილი, დიმიტრი გიორგაძე და იუზა ბერაძე. ანსამბლო დღესაც აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა ფოლკლორულ ღონისძიებაში საქართველოს მასშტაბით.
ანსამბლ "ოდილას" გამოსვლა "ნიჭიერში". 2015 წლის შემოდგომის სეზონი. გადაცემა ეთერში გავიდა 30 ნოემბერს. ნიჭიერიმოიწონეთ და გააზიარეთ ვიდეო, გავამხნევოთ ღირსეული ხარაგაულელები.