საქართველოს დამსახურებული არტისტი ოთარ კონსტანტინეს ძე აბაშიძე დაიბადა 1923 წლის 23 ივლისს ხარაგაულის რიონის სოფელ ლაშეში. 1941 წლიდან იწყება მისი მოღვაწეობა კულტურის სფეროში. იგი სხვადასხვა დროს იყო თეატრის მსახიობი, სამხატვრო ხელმძღვანელი, კულტურისა და დასვენების პარკის დირექტორი, კულტურის განყოფილების გამგე. 1961 წლიდან 1967 წლამდე აბაშიძე იყო სახალხო თეატრის რეჟისორი. 1965 წელს ოთარ აბაშიძეს მიენიჭა საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტის წოდება.
ოთარ აბაშიძის რეჟისორობით ხარაგაულის თეატრის სცენაზე დაიდგა შემდეგი პიესები: კ.ბუაჩიძის "მკაცრი ქალიშვილები", ნ. ანანიაშვილის და დ. როსტომაშვილის "პროფესია", ე. რანეტის "გზააბნეული შვილი", ნ.არეშიძის "შენ ჩემი შვილი არა ხარ", მ.გოგიაშვილის და ვ.პატარაიას "კომედიების საღამო", ს. მთვარაძის "სახსოვარი", ლ.მილორავას "კერპჯიუტა", ც.სოლოდარის "ერთი დღე აგარაკზე" და სხვა.
ოთარ აბაშიძე გარდაიცვალა 1996 წლის 20 ივლისს. დაკრძალულია დაბა ხარაგაულში.
ხარაგაულის სახალხო თეატრს მინიჭებული აქვს ოთარ აბაშიძის სახელი, რომელსაც დღესაც სიამაყით ატარებს.
ავტორი – გივი კურტანიძე.
წყარო: ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრის გვერდი ფეისბუქზე
|