დღეს წმინდა მართლმადიდებლური ეკლესია მაცხოვრის ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. დღევანდელ დღეს ყველა მოქმედ ტაძარში იკურთხება წყალი,რომელიც განსაკუთრებულ თვისებებს იძენს, არის უხრწნელი, მისი მიღებით ჯანმრთელობას იმტკიცებენ მორწმუნენი იკურნებინ სნეულნი.
დღეს ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიაშიც მოხდა წყლის კურთხევა. მამა ფილიპემ წირვასთან ერთად დიდი აიაზმა ჩაატარა და მორწმუნეებს ნაკურთხი წყალი გადაუნაწილა.
სხვა დანარჩენი ამ დღესასწაულის შესახებ იხილე ვიდეოში:
ავტორი – გივი კურტანიძე
|