ხუთშაბათი, 25.04.2024, 04:59
      ხარაგაული და ხარაგაულელები
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
დრო

Tbilisi

კალენდარი
«  მარტი 2021  »
ორ.სამ.ოთხ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ამინდი ხარაგაულში
ვიზიტორთა ადგილი
შესვლის ფორმა
საკათედრო ტაძარი
?????????
სტატისტიკა

სულ საიტზე: 1
სტუმრები: 1
მომხმარებლები: 0

free counters

ფოტოგალერეა

საჭირო პროგრამები

მთავარი » 2021 » მარტი » 10 » ნატერფალები - წმინდა მამა სიმონი (სიმონ მჭედლიძე)
21:47
ნატერფალები - წმინდა მამა სიმონი (სიმონ მჭედლიძე)

  ✠ ამჯერად, წმინდა მამა სიმონის (სიმონ მჭედლიძე) შესახებ მოგითხრობთ, რომელმაც ქველმოქმედებით აღსავსე თავისი მოღვაწეობის პერიოდში, ხარაგაულშიც დატოვა კეთილი კვალი. 

  ✠ სიმონ მჭედლიძე, 1924 წლის 31 აგვისტოს (მარიამობას), ბოლშევიკური ხელისუფლების ბრძანებით, ანტისაბჭოთა მოღვაწეობის ბრალდებით დააკავეს სხვა, ოთხ სასულიერო პირთან (ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი ნაზარი ლეჟავა, მღვდელი გერმანე ჯაჯანიძე, მღვდელი იეროთეოზ ნიკოლაძე, დიაკვანი ბესარიონ კუხიანიძე) ერთად. ისინი სოფელ როდინოულის ეკლესიის კურთხევის დროს (აღნიშნულ ეკლესიაში თეატრი იყო მოწყობილი, მოხდა მისი აღდგენა და მიმდინარეობდა ხელახლად კურთხევა) შეიპყრეს, გათოკეს და საპყრობილეში წაიყვანეს. სადაც ერთი თვის მანძილზე აწამედბნენ. ბოლოს კი ქუთაისთან ასახლოს, საფიჩხიის ტყეში წაიყვანეს, ნაწამები სასულიერო პირები დახვრიტეს, შემდეგ კი ტყვიანასროლებსა და ჯერაც ცოცხლებს მიწა მიაყარეს.

  ✠ სწორედ, არაადამიანური წამების დროს ეკითხებოდნენ თურმე წმინდანად შერაცხულ მამა სიმონს: "გტკივა სიმონ"? "გაუძლებ სიმონ? "აღიარე სიმონ?" "არა სიმონ"? "აბა ახლა რას იტყვი სიმონ"? თუმცა, წმინდა მამა, წამების მიმართ უდიდეს გამძლეობასა და სულიერ სიმტკიცეს იჩენდა. თავად, მაწამებლები განცვიფრებულან მისი ვაჟკაცური ამტანობით და შემდგომში მათგანვე გამოსულა და ხალხში გავრცელებულა ხმა აღნიშნული პიროვნების და სიტყვა "სიმონ"-ის შესახებ. რის შედეგადაც, ეს სიტყვა გამძლეობის, ვაჟკაცობისა და ამტანობის ეპითეტად ქცეულა, თუმცა დროის გასვლასთან ერთად, მნიშვნელობა შეეცვალა და დღემდე, სხვა მნიშვნელობის გამომხატველი სლენგის სახით მოაღწია.

  ✠ სიმონ მჭედლიძე, 1913-1915 წლებში იყო ყოველთვიური საღმრთისმეტყველო-ფილოსოფიური, პოლიტიკური და ლიტერატურული კრებულის "განთიადის" დამაარსებელი და რედაქტორი. დააარსა საკუთარი სტამბა ქუთაისში სახელწოდებით - „იმერეთის სარწმუნოებრივ-განმანათლებელი ძმობა“, ბეჭდავდა სხვადასხვა სასულიერო და საერო გამოცემებს, 1908-1916 წლებში იყო "სარწმუნოებრივ ზნეობრივ საზოგადოებრივი" გაზეთის "შინაური საქმეები" რედაქტორი.

✠ სიმონ მჭედლიძეს, ქალაქ ქუთაისში, საკუთარ სახლში ჰქონდა გახსნილი მოსამზადებელი კურსები ახალგაზრდებისათვის, სასულიერო სასწავლებელში ჩასაბარებლად. თავად იყო 13 შვილის მამა.

✠ ამავე პერიოდში, ის მსახურობდა შორაპნის მაზრის საეკლესიო სკოლების ზედამხედველად. 1918 წელს, სოფელ ლაშეში, გ. აბაშიძესთან (რეჟისორ ოთარ აბაშიძის მამა) და ლაშის სხვა ადგილობრივებთან ერთად ააშენა ორსართულიანი, ქვის შენობა, რომელშიც დაარსა ლაშე-ღვერკის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებელი. აღნიშნულ სასწავლებელს ის სიცოცხლის ბოლომდე წინამძღოლობდა.

✠ 2018 წლის 11 ოქტომბერს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაშეში საზეიმოდ აღინიშნა საჯარო სკოლის ასი წლის იუბილე. ამ დღიდან, ოფიციალურად, სკოლას კვლავ ატარებს წმინდა მღვდელმოწამე - სიმონ მჭედლიძის სახელს.

✠ წმინდა მამა, სიმონი (სიმონ მჭედლიძე) 1995 წელს საქართველოს საპატრიარქომ წმინდანად შერაცხა.

სტატიის ავტორი - გივი კურტანიძე
#ნატერფალები 

ნანახია: 597 | დაამატა: arqiteqtor | ტეგები: სიმონ მჭედლიძე. ნატერფალები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
სოციალური ქსელი

შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 773

ჩხერიმელა

პარტნიორები
ჩხერიმელა

ქართული ფეხბურთი

InterClubGeorgia

Givifilms Studio გივიფილმს სტუდიო

orthodoxy.ge

ფოტო წარსულიდან
ჩხერიმელა
რეკლამა საიტზე
-->
ავტორი გივი კურტანიძე © / Copyright MyCorp © 2024