პარასკევი, 07.02.2025, 17:35
      ხარაგაული და ხარაგაულელები
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
დრო

Tbilisi

კალენდარი
«  სექტემბერი 2024  »
ორ.სამ.ოთხ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
ამინდი ხარაგაულში
ვიზიტორთა ადგილი
შესვლის ფორმა
საკათედრო ტაძარი
?????????
სტატისტიკა

სულ საიტზე: 1
სტუმრები: 1
მომხმარებლები: 0

free counters

ფოტოგალერეა

საჭირო პროგრამები

მთავარი » 2024 » სექტემბერი » 28 » მაქსუდ ალიხანოვ ავარსკის კვალი ხარაგაულში
12:32
მაქსუდ ალიხანოვ ავარსკის კვალი ხარაგაულში

გთავაზობთ მომდევნო სტატიას რუბრიკიდან "ნატერფალები", რომელიც ეძღვნება იმ ადამიანებს, ვინც რაიმე სახით კვალი დატოვა ხარაგაულზე.

 მაქსუდ ალიხანოვ ავარსკის კვალი ხარაგაულში

1905 წლის იანვრიდან 1907 წლის ივნისამდე რუსეთის იმპერიაში რევოლუციის მცდელობას ჰქონდა ადგილი და მოვლენებიც შესაბამისად მიმდინარეობდა. არეულობა ძირითადად მეფის, თავადაზნაურობისა და მმართველი მჩაგვრელი კლასის წინააღმდეგ იყო მიმართული. იგი მოიცავდა მუშათა გაფიცვებს , გლეხთა არეულობას და სამხედრო ამბოხებებს. რევოლუციის მცდელობას ფონად უძღვოდა საერთაშორისო დამცირება, რომელიც მოჰყვა რუსეთის დამარცხებას რუსეთ-იაპონიის ომში.

აჯანყებულთა დაუმორჩილებლობის ფონზე ახალი რესპუბლიკები შეიქმნა იმპერიის სხვადასხვა მხარეში, მათ შორი საქართველოშიც. ჩვენთვის კი საინტერესოა ამავე პერიოდში აღმოცენებული ყვირილა-ბელაგორის რესპუბლიკა, რომელმაც სხვა დანარჩენის მსგავსად ძალიან ცოტა ხნით იარსება.

სოფელი ხარაგაული იმ პერიოდში შორაპნის მაზრაში შედიოდა, მაზრა კი ქუთაისის გუბერნიას ეკუთვნოდა. ქუთაისის გუბერნიაში, რევოლუციას ხელმძღვანელობდნენ მესამე დასის საფუძველზე ჩამოყალიბებული სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციები, მიუხედავად იმისა, რომ ხარაგაული მაზრის, ყველაზე ღარიბ ნაწილად ითვლებოდა, აქ მაინც მომძლავრდნენ სოციალ-დემოკრატიული იდეების მხარდამჭერი ჯგუფები. ჯგუფების ერთ-ერთი ხელმღვანელი იყო პედაგოგი ნოე (სამოელ) ბუაჩიძე.

ჯგუფებში თავს იყრიდნენ რევოლუციონერები მეზობელი ქალაქებიდან (ზესტაფონი, საჩხერე, ჭიათურა, ხაშური), 1905 წლის 17 დეკემბერს, აქტივისტების მიერ წაქეზებულ გლეხებს განუიარაღებიათ სამი ასეული საიმპერატორო პოლკი როგორც წიფაში, ასევე ხანდებში, დაუკავებიათ მეფის ნაცვლის აგარაკი ლიკანში და ამ წარმატების შემდებ დაკავებულ ტეროტორიაზე ერთხმად გამოუცხადებიათ „ყვირილა-ბელაგორის რესპუბლიკა“.
რუსეთის იმპერია ცხადია აქტიურად ცდილობდა რევოლუციის მცდელობების ჩახშობას და აჯანყებულტა დაშოშმინებას, საქართველოში რევოლუციის წინააღმდეგ ფეხზე დადგა მეფის ადმინისტრაციის მთელი აპარატი...

იმხანად, კავკასიაში სისასტიკით ცნობილი გახლდათ რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-ლეიტენანტი, მაქსუდ ალიხანოვ-ავარელი (ავარსკი) რომელიც წარმოშობით ავარიიდან, იგივე ხუნძეთიდან იყო (ხუნძეთი - დაღესტნის ყველაზე მრავალრიცხოვანი ხალხი), 1848 წელს დაბადებულ გენერალს, განათლება ტიფლისის მე-2 სათავადაზნაურო გიმნაზიაში და კონსტანტინეს მე-2 სამხედრო სასწავლებელში ჰქონდა მიღებული, მონაწილეობდა ლაშქრობებში - შუა აზიაში, ჩინეთში და ავღანეთში, იბრძოდა რუსეთ-ოსმალეთის ომში. 1905 წლის დეკემბერში ის მივლენილი იყო ერევნის გუბერნიაში, სომეხ-თათართა დაპირისპირების დასაშოშმინებლად. მას, სომხები მუსლიმების ღიად მფარველობაში ადანაშაულებდნენ. იმავე წლის დეკემბერში ის დაინიშნა თბილისის დროებით გუბერნატორად, ხოლო 1906 წლის იანვარში, მღელვარების აღსაკვეთად მოავლინეს ქუთაისის დროებით გენერალ-გუბერნატორად.

მხეცური სისასტიკთ ცნობილმა ალიხანოვ-ავრსკიმ 1906 წლის ზამთარში გადაწვა და გაანადგურა დასავლეთ საქართველოს მრავალი სოფელი და ქალაქი, მათ შორის იყო „ყვირილა-ბელაგორის თვითგამოცხადებული რესპუბლიკა, სოფელი ხარაგაული და მისი ახლომახლო დასახლებები.

ხარაგაული ცეცხლს მიეცა, განადგურდა ორკლასიანი სკოლის შენობა, დაიწვა ბიბლიოთეკა, დუქნები და საცხოვრებელი სახლები, არ დაინდეს ხარაგაულის საბლაღოჩინო ოლქის (მაშინდელი რელიგიური დანაყოფი) ბლაღოჩინი - ერმალოზ ვეფხვაძეც, რომელიც დაადანაშაულეს რევოლუციონერების შეკრებების მასპინძლობაში და მისი სახლიც გადაწვეს, არ არის შემორჩენილი ცნობები რომანოზ დეკანოსიძის მიერ აგებული სკოლასა და სამლოცველოზე, რომელიც საბედნიეროდ გადაურჩა მტერს.

საერთო ჯამში მართლაც რომ წაილეკა და ცეცხლის ალში გაეხვა ჩხერიმელას ხეობა. რევოლუციის მცდელობის სასტიკად ჩახშობის შემდეგ, იმპერიის ძალოვანებმა სოციალ-დემოკრატი აქტივისტები დაიჭირეს და ციმბირში გადაასახლეს. ხარაგაულს კი წლები დასჭირდა იმისათვის, რომ მოეშუშებინა დარბევისაგან მიყენებული იარები.

 სოციალ-დემოკრატებმა ალიხანოვ-ავარსკის სასიკვდილო განაჩენი დასავლეთ საქართველოს დარბევის შემდეგ გამოუტანეს. ქუთაისის გუბერნიის შემდეგ ის ყარსში მოღვაწეობდა კაზაკთა დივიზიის უფროსად, 1906 წელს ქუთაისში მას თავს აფრასიონ მერკვილაძის რაზმელები დაესხნენ, მაგრამ მაშინ ალიხანოვი გადარჩა, თუმცა მძიმედ დაიჭრა. ალიხანოვ-ავარსკი მაინც ვერ გადაურჩა სასიკვდილო განაჩენს, ის 1907 წლის 7 ივლისს გურულმა ტერორისტმა ვანო ალიხანაშვილმა (მეტსახელად ხუნხუზა) მოჰკლა სომხეთის ქალაქ ალექსანდროპოლში (იგივე ლენინაკანი, ახლა გიუმრი), კვალის არევის მიზნით კი საქმე ქართველებმა ისე შეფუთეს, რომ თითქოს გენერალი არა მათ, არამედ სომეხმა დაშნაკებმა გამოასალმეს სიცოცხლეს.

ასეთი ქარტეხილი დაატყდა თავს ჩვენს დასახლებას გასული საუკუნის დასაწყისში, რაც მის შემოქმედს არ შერჩა და საკმაოდ ძვირადაც დაუჯდა...

ფოტოზე, გენერალი მაქსუდ ალიხანოვ-ავარსკი ყვირილას რკინიგზის სადგურზე 1906 წელს. ციფრული ფოტომატიანე

სტატიის ავტორი გივი კურტანიძე.

27 სექტემბერი 2024 წ.

#ნატერფალები

ნანახია: 68 | დაამატა: arqiteqtor | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
სოციალური ქსელი

შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 774

ჩხერიმელა

პარტნიორები
ჩხერიმელა

ქართული ფეხბურთი

InterClubGeorgia

Givifilms Studio გივიფილმს სტუდიო

orthodoxy.ge

ფოტო წარსულიდან
ჩხერიმელა
რეკლამა საიტზე
-->
ავტორი გივი კურტანიძე © / Copyright MyCorp © 2025