ხარაგაულში მრავალპროფილიანი, 15 საწოლიანი საავადმყოფოს მშენებლობა დაიწყო. ახალი საავადმყოფოს მშენებლობა სახელშეკულებო ვადით 2016 წლის ივლისის ბოლოს დასრულდება.
როგორც საიტი kharagauli.ge იტყობინება, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის, კობა ლურსმანაშვილის ინფორმაციით სამშენებლო სამუშაოები ჯანდაცვის სამინისტრომ კომპანია „მშენებელ 2004"–ს დაუკვეთა და უახლოეს დღეებში დაიწყება, რაც ჯამში 1 600 000 ლარი დაჯდება.