მრავალწლიანი ლოდინის შემდეგ როგორც იქნა ხარაგაულში ამბულატორიის მშენებლობა დაიწყო და მალე დასრულდება კიდეც. გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრი შენდება პატარა ხარაგაულში, გაიოზ დევდარიანის ქუჩაზე (ყოფილი გაზკანტორის მიმდებარე ტერიტორიაზე)
მშენებლობის დამკვეთი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროა, ხოლო სამუშაოებს აწარმოებს სამშენებლო კომპანია „აი-სი-ი-ეს“
შენობის მასალად გამოყენებულია ასაწყობი კონსტრუქცია ე.წ. "სენდვიჩ პანელი" (იხ. სურათები) რომელიც გამოირჩევა თბომედეგობითა და 50 წლიანი ექსპლუატაციის გარანტიით. მშენებლობის დასრულებას მარტის ბოლოსთვის ვარაუდობენ, რის შემდეგაც მალევე აღიჭურვება ტექნიკა დანადგარებით, და გაიხსნება კიდეც.
'
(გივი კურტანიძის ფოტოები)
|