ქართული ლიგის 2022 წლის შემოდგომის სეზონში ხარაგაულის იუმორისტული გუნდი "ჭირიმე" წარმატებით ჩაერთო.
2022 წლის 2 ოქტომბერს, დებიუტანტმა "ჭირიმემ" მონაწილეობა მიიღო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე და მეოთხედფინალში გადავიდა, გუნდის შემადგენლობაში არიან ხარაგაულელები: გიორგი მაქაძე, გიორგი ჭიპაშვილი, ბექა ხიჯაკაძე, დავით ჭიპაშვილი და დავით ჭყოიძე. (ხელმძღვანელი მამუკა ჭიპაშვილი)
შეგახსენებთ, რომ ქართული ლიგა არის იუმორისტული ფესტივალი, რომელიც იმართება თბილისში "მხიარულთა და საზრიანთა კონკურსის" ფორმატში. მასში მონაწილეობენ გუნდები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან.
|