საქართველოს სახალხო არტისტი იური სიმონის ძე კაკულია იყო ხარაგაულის მკვიდრი პირველი შემოქმედებითი ნათლობა მან ხარაგაულის სახალხო თეატრში მიიღო. იგი სრულიად ახალგაზრდა გაერთიანდა ხარაგაულის სცენისმოყვარეთა წრეში, სადაც შეიყვარა თეატრი. სწავლა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში, შემდეგ მოსკოვში. არდადეგების პერიოდში ის არ წყვეტდა კავშირს ხარაგაულის თეატრთან, რომელსაც თავის გამოცდილებას უზიარებდა.
1955 წელს ხარაგაულის სცენაზე იური კაკულიას რეჟისორობით დაიდგა გ. ქელბაქიანის ,,ახალგაზრდა მასწავლებელი''. ( მხატვარი-ხუროშვილი, მუს. გამფორმებელი- მ. ჩირინაშვილი) მონაწილეობდნენ: გივი ბუაჩიძე, ნორა ჩოლოყაშვილი, ჯენი ქოქოსაძე, გივი ლომსაძე და სხვები. დადგმას ძალიან დიდი რეზონანსი და წარმატება ხვდა წილად.
ხარაგაულის შემდეგ კაკულია მოღვაწეობდა მარჯანიშვილის სახელმწიფო დრამატული თეატრში, სადაც მისი რეჟისორობით დაიდგა ჯერომ სელინჯერის "თამაში ჭვავის ყანაში", ოთარ ჩხეიძის "ვისია ვისი", იან ოტჩენაშეკის "რომეო, ჯულიეტა და წყვდიადი" და სხვა.
რუსთავის სახელმწიფო დრამატულ თეატრის სცენაზე მან დადგა ოტია იოსელიანის "ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი". ვიდეო: https://youtu.be/1-ukAJSZ1vI
იური კაკულია სხვადასხვა წლებში ასევე მოღვაწეობდა თბილისის ახმეტელის თეატრში და ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელმწიფო თეატრში.
1996 წელს იური კაკულია საქართველოს პრეზიდენტის მიერ დაჯილდოვდა ღირსების ორდენით ქართული თეატრალური ხელოვნების განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის.
იური კაკულიას მეუღლე იყო თბილისში ცნობილი ექიმ–გინეკოლოგი ლენა სიმონის ასული ბუაჩიძე წარმოშობით ხარაგაულის სოფელ ფარცხნალიდან. მათ ჰყავთ ორი შვილი სიმონი და მერი კაკულიები, ხოლო ბატონი იურის შვილიშვილი სოფო კაკულია ქართულმა საზოგადოებამ მომღერლის ამპლუაში გაიცნო.
იური კაკულია მეუღლესთან ერთად, ფოტო გივი სიმონის ძე ბუაჩიძის საოჯახო ალბომიდან.
ტექსტი შედგენილია ირინე ჩხეიძის და გივი კურტანიძის მიერ შეგროვილი ინფორმაციის მიხედვით.
|