პარასკევი, 29.03.2024, 15:42
      ხარაგაული და ხარაგაულელები
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
დრო

Tbilisi

კალენდარი
«  თებერვალი 2018  »
ორ.სამ.ოთხ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728
ამინდი ხარაგაულში
ვიზიტორთა ადგილი
შესვლის ფორმა
საკათედრო ტაძარი
?????????
სტატისტიკა

სულ საიტზე: 1
სტუმრები: 1
მომხმარებლები: 0

free counters

ფოტოგალერეა

საჭირო პროგრამები

მთავარი » 2018 » თებერვალი » 4 » ხარაგაულელი დავით მაღრაძე მსოფლიო მნიშვნელობის აღმოჩენის სათავეებთან
19:43
ხარაგაულელი დავით მაღრაძე მსოფლიო მნიშვნელობის აღმოჩენის სათავეებთან

 ის ფაქტი, რომ ყველაზე ძველი ღვინო ნაპოვნია საქართველოში და მეღვინეობა საქართველოდან გავრცელდა, უკვე ახალი ამბავი აღარაა და მთელმა მსოფლიო ორგანიზაციებმა მეცნიერულ დონეზე დაადასტურეს.

მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ამ მეცნიერული კვლევის ერთ-ერთი მთავარი წამომწყებია საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის მევენახეობის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, პროფესორი დავით მაღრაძე, რომელიც არის ხარაგაულელი, ბატონ ნოე მაღრაძისა და ქალბატონ ნელი შარიქაძის შვილი (ქალბატონი ნელის ბევრი იცნობს, ის არის ფილოლოგი, ის ქართულ ენას და ლიტერატურას ასწავლის ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ხარაგაულის სასულიერო გინმაზიაში)

 

2014 წლიდან სწორედ ბატონი დავითი ხელმძრვანელობდა პროექტს ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევა, რომელშიც ქართველ მეცნიერებთან ერთად, პენსილვანიის, მონპელიეს, მილანის, კოპენჰაგენის, ტორონტოს უნივერსიტეტების, ისრაელის ვაისმანის ინსტიტუტისა და მონპელიეს აგრარული კვლევების ეროვნული ინსტიტუტის (INRA) თანამშრომლები მონაწილეობენ.

 

 პროექტის ფარგლებში პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორის პატრიკ მაკგოვერნის ხელმძღვანელობით ჩატარებული ბიომოლეკულარული კვლევების შედეგად მარნეულის რაიონში მდებარე ნეოლითის პერიოდის გადაჭრილი გორის და შულავერის გორის არქეოლოგიურ ძეგლზე უკანასკნელი პერიოდის გათხრების დროს აღმოჩენილი თიხის ჭურჭლის კედლებზე ღვინისათვის დამახასიათებელი ორგანული მჟავების (ღვინის მჟავა, ვაშლმჟავა, ქარვამჟავა და ლიმონმჟავა) არსებობა დადასტურდა, რაც Vitis vinifera- ვაზის ჯიშისგან დამზადებული ღვინის მარკერია. საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერების ელისო ყვავაძისა და ნანა რუსიშვილის მიერ მუზეუმში ჩატარებულმა პალეობოტანიკურმა კვლევებმა ცხადყო, რომ ადრეული ნეოლითის ხანაში ამ რეგიონში ვაზის კულტურა ფართოდ იყო გავრცელებული. მილანის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ოსვალდო ფაილას ხელმძღვანელობით აღადგინეს ძვ. . აღ. VI ათასწლეულის კლიმატი და დაადასტურეს, რომ ქვემო ქართლში 8000 წლის წინ ვაზის კულტივირებისთვის შესაბამისი პირობები იყო. ისრაელის ვაისმანის ინსტიტუტში ელიზაბეტა ბოარეტოს ხელმძღვანელობით განხორციელებული ლაბორატორიული კვლევების შედეგად C14-ის დათარიღების მეთოდით ნიმუშების ასაკი განისაზღვრა ძვ. . აღ. 6000-5800 წლებით, რაც 600 წლით უფრო ძველია, ვიდრე აქამდე უძველესად მიჩნეული ღვინის კვალი ზაგროსის მთიანეთიდან (ირანი).

 

მსოფლიოს წამყვანმა სამეცნიერო წრეებმა აღიარეს, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა, რომ მეღვინეობის უძველესი კვალი სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე იქნა აღმოჩენილი, საიდანაც ის მთელ მსოფლიოში გავრცელდა. საქართველოს მეღვინეობის 8000 წლოვანი უწყვეტი ტრადიცია აქვს.

 

წყარო: © საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

ნანახია: 9217 | დაამატა: arqiteqtor | ტეგები: მაღრაძე, დავით მაღრაძე, ღვინო | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
სოციალური ქსელი

შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 773

ჩხერიმელა

პარტნიორები
ჩხერიმელა

ქართული ფეხბურთი

InterClubGeorgia

Givifilms Studio გივიფილმს სტუდიო

orthodoxy.ge

ფოტო წარსულიდან
ჩხერიმელა
რეკლამა საიტზე
-->
ავტორი გივი კურტანიძე © / Copyright MyCorp © 2024