ყოველი წლის 28 ივლისს, კახორობის დღესასწაული ხარაგაულის მუნუციპალიტეტის სოფელ ფარცხნალში, კახორის წმ. გიორგის სალოცავზე აღინიშნება.
ამ დღეს აქ უამრავი მომლოცავი ჩამოდის, ზოგი ფეხით და ზოგიც მანქანით მიუყვება წმინდა ადგილისაკენ მიმავალ გზას. ადგილი კი ნამდვილად წმინდაა, არაერთი სასწაულის და მსწრაფლშემწეობის მომსწრენი ყოფილან აქ ასული მორწმუნენი.
სალოცავის სახელწოდების შესახებ ლეგენდა შემდეგს მოგვითხრობს: თამარ მეფეს ორი კახელისთვის წმინდა ქვები გაუტანებია, თუმცა ისინი გზად ამ მთაზე გადასულან და დაღუპულან. შემდეგ ამ ადგილზე ხალხს ეკლესია აუშენებია და ადგილის სახელიც ამ ორ კახელს (კახ–ორი) უკავშირდებაო.
თქმულება ასევე მოგვითხრობს, რომ ეკლესიის მშენებლობისას ხალხს "ჯაჭვი" გაუკეთებიათ და ხელიდან ხელში აწვდიდნენ სამშენებლო მასალას რათა მთამდე აეტანათ.
XX საუკუნის 20-30 წლებში, იმერეთში უმოგზაურია გიორგი ბოჭორიძეს და უნახავს კახორის ეკლესია, მისი ჩანაწერები დაწვრილებით ინფორმაციას გვაწვდის ეკლესიის მაშინდელი მდგომარეობის შესახებ.
ეკლესია ბოლო პერიოდში აღადგინეს, წლების მანძილზე კი ხალხს აქ მხოლოდ იმ ეკლესიისგან შემორჩენილი საძირკველის ნაშთი ხვდებოდათ, რომელიც 30-იან წლებში კომუნისტებმა ააფეთქეს და მიწასთან გაასწორეს.
ამავე დღეს, 28 ივლისს სოფელ ფარცხნალის კვირიკეს და ივლიტას სახეობის ეკლესიაში აღინიშნება "კვირიკობის" დღესასწაული წმიდა მოწამე კვირიკე და მისი დედის ივლიტას სახსენებლად.
გთავაზობთ 2011 წლის კახორობის ამსახველ ფოტომასალას:
ავტორი – გივი კურტანიძე
|