17 ოქტომბერს, ხარაგაულის კინოთეატრში გაიმართა რა? სად? როდის? შემოდგომის სერიის ფინალი.
ფინალში ითამაშა შესარჩევ ეტაპზე საუკეთესო შედეგის მქონე გივი კურტანიძის ექვსეულმა და გაიმარჯვა ანგარიშით 6:4
გუნდმა, ხარაგაულელი მაყურებლების მიერ გაგზავნილ შეკითხვებს უპასუხა.
სექტორში "სტუმარი", მოწვეული იყო საქართველოს ელიტარული ინტელექტკლუბის ბატონი წამყვანი - გიორგი მოსიძე, რომელმაც, პირდაპირი ჩართვის რეჟიმში, შეკითხვა დაუსვა მოაზროვნეებს.
თამაშის შემდეგ, გამოვლინდა ხარაგაულის ინტელექტკლუბის პირველი ბროლის ბუს მფლობელი - გივი კურტანიძის ექვსეულის წევრი თამარ ფცქიალაძე.
გამარჯვებული გუნდი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია-Kharagauli Municipality Hall 500 ლარით დააჯილდოვა, ინტელექტუალური თამაშების სპონსორმა - "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა" გუნდს 100 ლიტრი საწვავით გადასცა, ხოლო ინტელექტკლუბის მხარდამჭერმა "ფოტო-ვიდეო სალონი ხარაგაულში" ფინალური ექვსეული საკუთარი ნაწარმით: სახელობითი ჭიქებით დაასაჩუქრა.
რა? სად? როდის" დიდებში იანვრის ბოლოს გაგრძელდება, მანამდე კი სერიაში საჯარო სკოლის მოსწავლეები მიიღებენ მონაწილეობას.
ღონისძიების ორგანიზატორია ხარაგაულის კულტურის და ხელოვნების ცენტრი
გივი კურტანიძის ექვსეულის გამარჯვება ანგარიშით 6:4
სრული ვიდეო, შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://youtu.be/MNBk3G4Mw5o
#შემოდგომის_სერიის_ფინალი
#ხარაგაულის_ინლეტექტკლუბი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია-Kharagauli Municipality Hall
|