ხარაგაულის კულტურის და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით, ხარაგაულში ჩამოყალიბდა ინტელექტკლუბი. 2022 წლის 19 სექტემბერს სტარტი აიღო ,,რა? სად? როდის?“ შემოდგომის სერიამ.
თამაშები იმართება დაბა ხარაგაულის კინოთეტრის შენობაში, მრგვალ მაგიდასთან, პოპულარული თამაშის ,,რა? სად? როდის?“ პრინციპით. ყოველ ორშაბათს, საღამოს 8 საათზე. დასწრება თავისუფალია.
პროექტის მხარდამჭერები არიან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია, სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი და ფოტო-ვიდეო სალონი ხარაგაულში. სარედაქციო კოლეგია - მამუკა ჭიპაშვილი და იზა ვეფხვაძე, ბატონი წამყვანი: მამუკა ჭიპაშვილი.
პირველ ჩემპიონატში ჩაერთო ოთხი გუნდი: დავით კიკნაძის ექვსეული, დავით ჩადუნელის ექვსეული, თამარ წიწილაშვილის ექვსეული და გივი კურტანიძის ექვსეული.
19 სექტემბერი - დავით კიკნაძის ექვსეული 6:4
26 სექტემბერი - დავით ჩადუნელის ექვსეული 6:2
3 ოქტომბერი- თამარ წიწილაშვილის ექვსეული 4:6
10 ოქტომბერი - გივი კურტანიძის ექვსეული. 6:0
17 ოქტომბერი: შემოდგომის სერიის ფინალი. (ფინალში ითამაშებს ის გუნდი, რომელიც საუკეთესო შედეგს აჩვენებს ანგარიშის მიხედვით)
ჩემპიონატის გამარჯვებული დაჯილდოვდება სპონსორების მიერ დაწესებული საჩუქრებით და გადაეცემა ბროლოის ბუ.
ჩემპიონატს აქვს ტრადიციული სახე და გაიმართება რეგულარულად.
|