ხუთშაბათი, 28.03.2024, 21:42
      ხარაგაული და ხარაგაულელები
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
დრო

Tbilisi

კალენდარი
«  ოქტომბერი 2022  »
ორ.სამ.ოთხ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ამინდი ხარაგაულში
ვიზიტორთა ადგილი
შესვლის ფორმა
საკათედრო ტაძარი
?????????
სტატისტიკა

სულ საიტზე: 1
სტუმრები: 1
მომხმარებლები: 0

free counters

ფოტოგალერეა

საჭირო პროგრამები

მთავარი » 2022 » ოქტომბერი » 3 » დაბა ხარაგაულში 80 წლის წინანდელი ქვაფენილი აღმოჩნდა (2022 წ)
10:56
დაბა ხარაგაულში 80 წლის წინანდელი ქვაფენილი აღმოჩნდა (2022 წ)

დაბა ხარაგაულში, 2022 წლის აგვისტო-სექტემბერში მიმდინარეობდა ასფალტის რეაბილიტაციის სამუშაოები, სამუშაოების მიმდინარეობისას, როდესაც ასფალტის ქვედა ფენები აიღეს, გამოჩნდა ქვაფენილის ნაშთი.

ისტორიიდან ვიცით, რომ ხარაგაულმა, დაბის სტატუსი 1944 წელს მიიღო, მანამდე კი ე.წ. საბოქაულოს ცენტრს წარმოადგენდა და სოფლის სტატუსი ჰქონდა.

ისტორიული დოკუმენტი იმიასც მოგვითხრობს, რომ სწორედ მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდიდან დაიწყო დაბა ხარაგოულის განაშენიანება, რის შემდეგაც წარსულს ჩაბარდა ხის ქოხმახები, დაიწყო ცენტრალური ქუჩის მოწყობის სამუშაოები.

ქუჩას, მაშინ ლენინის სახელი ერქვა, იწყებოდა რკინიგზის სადგურიდან, შემდგომ დღევანდელი მერიის მიმდებარედ უერთდებოდა ორჯონიკიძის (დღევანდელი 9 აპრილი) ქუჩას და ახლანდელი ტაქსების გაჩერების მოედნიდან კვლავ დღევანდელ მდებარეობას უბრუნდებოდა, ხოლო იმ ადგილზე, სადაც ახლა კინოთეატრი, ძველი საბაგირო და ორსართულიანი საცხოვრებელი სახლებია, მდინარე ჩხერიმელა მიედინებოდა.

ასფალტის დაგებაც, როგორც ჩანს მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდიდან დაიწყო, მანამდე კი ქუჩები ქვაფენილით იყო მოკირწყლული. აქედან გამომდინარე, აღმოჩენილი ქვაფენილი 80 წლის წინანდელია. ამას ადასტურებს უხუცესი ხარაგაულელი პედაგოგი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე იური ბუაჩიძე.

ქვაფენილი აღმოჩნდა სოლომონ მეფის ქუჩის რამოდენიმე ადგილზე.

XX საუკუნის 20-30-იან წლებში დაბადებულებს ახსოვთ ის პერიოდი, როდესაც დაბა ხარაგაულის ქუჩები ქვაფენილით იყო მოკირწყლული, თუმცა, ჩემთვის ეს ძალიან საინტერესო აღმოჩენაა.

აი, ასეთ საინტერესო ფაქტს ინახავდა ასფალტის ძველი ფენა, რომელიც დღეს აღარ არსებობს და მისი ადგილი ახალმა ასფალტმა დაიკავა.

ტექსტს კითხულობს: გივი კურტანიძე

გადაღება: მარიკა ხარატიშვილი

ხარაგაული 2022 წ.

ხარაგაული და ხარაგაულელები და  

ნანახია: 134 | დაამატა: arqiteqtor | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
სოციალური ქსელი

შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 773

ჩხერიმელა

პარტნიორები
ჩხერიმელა

ქართული ფეხბურთი

InterClubGeorgia

Givifilms Studio გივიფილმს სტუდიო

orthodoxy.ge

ფოტო წარსულიდან
ჩხერიმელა
რეკლამა საიტზე
-->
ავტორი გივი კურტანიძე © / Copyright MyCorp © 2024