პარასკევი, 19.04.2024, 04:59
      ხარაგაული და ხარაგაულელები
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
დრო

Tbilisi

კალენდარი
«  ივნისი 2012  »
ორ.სამ.ოთხ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
ამინდი ხარაგაულში
ვიზიტორთა ადგილი
შესვლის ფორმა
საკათედრო ტაძარი
?????????
სტატისტიკა

სულ საიტზე: 1
სტუმრები: 1
მომხმარებლები: 0

free counters

ფოტოგალერეა

საჭირო პროგრამები

მთავარი » 2012 » ივნისი » 30 » და დარჩა ლეგენდად...
12:59
და დარჩა ლეგენდად...
    45 წელი შესრულდა ცნობილი ქართველი ფეხბურთელისა და მწვრთნელის - არჩილ კიკნაძის გარდაცვალებიდან.
    იგი 1915 წელს ხარაგაულში, სოფელ ჩხერში დაიბადა. სწავლობდა თბილისის ინდუსტრიულ ტექნიკუმში,შემდეგ ამიერკავკასიის ინდუსტრიულ ინსტიტუტში. სწორედ ამ უმაღლესი სასწავლებლის ფეხბურთელთა გუნდიდან („ЗИИ") ჩაირიცხა თბილისის „დინამოში", სადაც თამაშობდა 1937-1949 წლებში. საკავშირო ჩემპიონატებში დინამოელთა რიგებში ჩაატარა 152 მატჩი, 1941 წლის დაუსრულებელ ჩემპიონატში - 9 მატჩი. ითვლებოდა იმ პერიოდის საბჭოური ფეხბურთის უძლიერეს მცველად. დროგამოშვებით გახლდათ „დინამოს" კაპიტანი.  
      არჩილ კიკნაძე იყო საკავშირო ჩემპიონატების მე-2 პრიზიორი (1939-1940), მე-3 პრიზიორი (1946-1947), თასის ფინალისტი (1946). მიღწეული წარმატებებისათვის 1948 წელს მიენიჭა სპორტის დამსახურებული ოსტატის წოდება.
სათამაშო კარიერის დასრულების შემდეგ, იყო თბილისის „დინამოს" მწვრთნელი (1952, 1956-1957), 35-ე საფეხბურთო სკოლის უფროსი მწვრთნელი (1950-1953, 1958-1960, 1964-1966), თბილისის „სინათლეს" უფროსი მწვრთნელი (1961-1963).
    მისი ხელმძღვანელობით, საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა 1950 და 1951 წლებში საბჭოთა კავშირის პირველობა მოიგო, 1954 წელს საკავშირო პირველობაზე გაიმარჯვა თბილისის ახალგაზრდული საფეხბურთო სკოლის გუნდმა.
1962 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის წოდება.
   არჩილ კიკნაძეს უდიდესი ღვაწლი მიუძღოდა მიხეილ მესხის, შოთა იამანიძის, ალექსანდრე და სერგო კოტრიკაძეების, თენგიზ მელაშვილის, დოდიკ ხუნდაძისა და სხვა ცნობილი ფეხბურთელების დაოსტატებაში.
არჩილ კიკნაძე, ბორის პაიჭაძის, შოთა შავგულიძის, მიხეილ ბერძენიშვილის, ავთანდილ ღოღობერიძის, გაიოზ ჯეჯელავას და სხვათა მსგავსად, ქართული ფეხბურთის ლეგენდად დარჩა.

წყარო – worldsport.ge ავტორი იუზა კაციტაძე 


 
 
 


სიახლის ავტორი – გივი კურტანიძე

ნანახია: 1706 | დაამატა: arqiteqtor | ტეგები: არჩილ, ფეხბურთი, კიკნაძე | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
სოციალური ქსელი

შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 773

ჩხერიმელა

პარტნიორები
ჩხერიმელა

ქართული ფეხბურთი

InterClubGeorgia

Givifilms Studio გივიფილმს სტუდიო

orthodoxy.ge

ფოტო წარსულიდან
ჩხერიმელა
რეკლამა საიტზე
-->
ავტორი გივი კურტანიძე © / Copyright MyCorp © 2024