1695 წელს 20 წლის ვახტანგმა, ხარაგაულში, მცირე ტაძარში დაიწერა ჯვარი. ჩერქეზთა ბატონის ასულის თავდაპირველი სახელი უცნობია, შემდგომ კი რუსუდან დედოფლად იწოდება. ისტორიულ წყაროებში რუსუდანი სათნო და ღირსეულ დედოფლად მოიხსენიება, რომელიც ყოველთვის მხარში ედგა მეფეს.
ხარაგაულში ვახტანგს რამოდენიმეწლიანი იძულებითი ყოფნა მოუხდა, რადგანაც თავს არიდებდა ერეკლე I–ისა ისა და მისი მომხრეებისგან მოსალოდნელ უსიამოვნებებს. ხარაგაულშივე შეეძინა ახალგაზრდა წყვილს უფლისწული ბაქარი.
წყარო: "საქართველოს ილუსტრირებული ისტორია, ტომი 5 "ვახტანგ VI"
© გამომცემლობა პალიტრა L 2015 წ.
ვახტანგისა და რუსუდანის ჯვრისწერა. (აღებულია იმავე წიგნიდან)
|