პარასკევი, 19.04.2024, 15:09
      ხარაგაული და ხარაგაულელები
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
დრო

Tbilisi

კალენდარი
«  მაისი 2012  »
ორ.სამ.ოთხ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ამინდი ხარაგაულში
ვიზიტორთა ადგილი
შესვლის ფორმა
საკათედრო ტაძარი
?????????
სტატისტიკა

სულ საიტზე: 1
სტუმრები: 1
მომხმარებლები: 0

free counters

ფოტოგალერეა

საჭირო პროგრამები

მთავარი » 2012 » მაისი » 9 » 9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა
11:57
9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა

   9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა. 1945 წლის 8 მაისს ვერმახტის კაპიტულაციის შემდეგ ევროპაში მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, 9 მაისი კი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.  

  მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში გერმანია, იტალია და იაპონია აწარმოებდნენ დამპყრობლურ  ომებს მსოფლიოს მრავალი ქვეყნის წინააღმდეგ. მათი მთავარი მოწინააღმდეგეები იყვნენ  საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და ჩინეთის რესპუბლიკა,  რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტის დარღვევის შემდეგ საბჭოთა კავშირი და იაპონიის პერლ-ჰარბორზე თავდასხმის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატები. 
 
 
   ომმა იმსხვერპლა 60 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე, მათ შორის 20 მილიონამდე მშვიდობიანი მოსახლის. ომის სულისკვეთება გაჟღენთილი იყო მძლავრი იდეოლოგიზმით. ამან ურიცხვი სამხედრო დანაშაული და მშვიდობიან მოსახლეობაზე სისტემატიური ძალადობა გამოიწვია, რომელიც გენოციდშიც კი გადაიზარდა.
 
    მეორე მსოფლიო ომი ევროპაში იყო გერმანიის მიერ წამოწყებული დამპყრობლური და გამანადგურებელი ომი აღმოსავლეთში "საარსებო გარემოს” მოპოვების მიზნით. გერმანიის საგარეო პოლიტიკის სავარაუდო სქემის ძირითად კომპონენტებს შეადგენდა კავშირი იტალიასა და იაპონიასთან; ბრძოლა გერმანიისთვის გამანადგურებელი შედეგების მომტან ე. წ. "ებრაულ მსოფლიო შეთქმულების” წინააღმდეგ; გერმანიის საბოლოო მიზანი იყო მსოფლიოში გაბატონებული პოზიციის მოპოვება. 
 
   მეორე მსოფლიო ომი ევროპაში გერმანიამ დაიწყო 1939 წლის 1-ელ სექტემბერს, 4 საათსა და 45 წუთზე ვერმახტის პოლონეთზე თავდასხმით. თავდასხმის გამართლების მიზნით გერმანულმა მხარემ მოაწყო რამდენიმე ინციდენტი. ყველაზე ცნობილი მათ შორის იყო პოლონურ სამხედრო ფორმებში გამოწყობილი "სს”-ის წევრების თავდასხმა 31 აგვისტოს რადიოსადგურ გლაივიცზე, რომლის დროსაც მათ პოლონურ ენაზე ეთერში გადასცეს პოლონეთის მიერ გერმანიისადმი ომის გამოცხადების ცნობა. 
 
   1941 წლის 22 ივნისის დილას კი ვერმახტის 149 დივიზიამ (მათ შორის ყველა გერმანული სატანკო სა მოტორიზებული ძალები) გადალახა სსრკ-ის საზღვრები. 2 დივიზია შეტევას აწარმოებდა ფინეთიდან, 8 სტაციონირებული იყო ნორვეგიაში, 1 – დანიაში, 38 დივიზია დასავლეთ ფრონტზე მოქმედებდა, 2 იბრძოდა ჩრდილოეთ აფრიკაში და 7 – ბალკანეთზე. მიხედავად ოპერატიული ინფორმაციისა, წითელი არმიის საშუალო და დაბალი რანგის სარდლობა გერმანელთა თავდასხმას მოუმზადებელი შეხვდა. უამრავი საბჭოთა მებრძოლი სსრკ-ის საზღვრის გასწვრივ რაიმე სერიოზული წინააღმდეგობის გაწევის გარეშე დანებდა მარშით მიმავალ გერმანელებს.
 
     1942 წლის 19 ნოემბერს დაიწყო საბჭოთა ჯარების კონტრშეტევა სტალინგრადთან (სტალინგრადის ბრძოლა 1942-1943). 1943 წელს კურსკთან ბრძოლებში (კურსკის ბრძოლა 1943)ფაშისტური გერმანიის ჯარების განადგურების შედეგად მოხდა ძირითადი გარდატეხა მეორე მსოფლიო ომის მსველობაში. ფაშისტური გერმანია იძულებული გახდა გადასულიყო სტრატეგიულ თავდაცვაზე. საბჭოთა არმიამ დაიწყო ფართო შეტევა მთელ ფრონტზე. 1943 ზაფხულსა და შემოდგომაზე გაათავისუფლეს დონბასი და მარცხენა ნაპირის უკრაინა, გადალახეს დნეპრი და დაიწყო ბელორუსიისგათავისუფლება. 1942 შემოდგომიდან ერთგვარად გააქტიურდა დიდი ბრიტანეთი და აშშ-ის სამხედრო მოქმედება. 1942 ოქრომბრის ბოლოს დაიწყო ინგლისის მე-8 არმიის (სარდალი გენერალიმონტგომერი) შეტევა ჩრდილოეთ აფრიკაში. ელ-ალამაინის ბრძოლაში (1942 წლის 23 ოქტომბერი-4 ნოემბერი) გამარჯვების შემდეგ ინგლისის ჯარები 3 თვის განმავლობაში უტევდნენ გენერალ-ფელდმარშალ რომელის ჯარებს აფრიკის ჩრდილოეთ სანაპიროს გასწცრივ და გავიდნენ ტუნისის სამხრეთ საზღვართან. 1942 წლის 8 ნოემბერს დაიწყო ამერიკა-ინგლისის საექსპედიციო ძალების (150 ათ.) გადასხმა საფრანგეთის ჩრდილოეთ აფრიკაში. მალე მოკავშირეებმა დაიკავეს მაროკოალჟირი, შევიდნენ ტუნისში. 1943 ზაფხულში მოკავშირეთა ჯარებმა დაიკავეს კუნძული სიცილია. სექტემბერს გადასხეს საზღვაო დესანტები აპენინის ნახევარ კუნძულზე (იტალიის კამპანია 1943-1945). საბჭოთა არმიის გამარჯვებები ხელს უწყობდა ევროპის ხალხთა ანტიფაშისტური ბრძოლის აღმავლობას. 
 
     1945 წლის თებერვალ-აპრილის I ნახევარში გაანადგურეს მტრის მსხვილი დაჯგუფებები აღმოსავლეთ პომერანიასა და სილეზიაში, გაათავისუფლეს ბალტიის ზღვის სანაპირო დანციგიდან ოდერამდე. გერმანიის წინააღმდეგ მოქმედების კოორდინაციისათვის და ევროპაში ომის შემდეგ წესრიგის დამყარების საკითხებთან დაკავშირებით 1945 წლის 4-11 თებერვალს იალტაში შედგა სსრკ-ის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ხელმძღვანელთა კონფერენცია (ყირიმის კონფერენცია 1945). 

     ფაშისტური გერმანიის წინააღმდეგობის უკანასკნელი ცენტრი ბერლინი იყო. 16 აპრილს დაიწყო გრანდიოზული ბერლინის ოპერაცია (1945). ჰიტლერისთვითმკვლელობის შემდეგ (30 აპრილი) ადმირალ დენიცის მეთაურობით შეიქმნა მთავრობა, რომელიც წითელი არმიის წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელებას ცდილობდა. 6-11 მაისს საბჭოთა არმიებმა ჩაატარეს პრაღის ოპერაცია (1945). ფართო ფრონტით შეტევის შედეგად საბჭოთა შეიარაღებულმა ძალებმა დაასრულეს ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთის ევროპის ქვეყნების გათავისუფლება. 4 მაისს ხელმოწერილ იქნა აქტი გერმანელთა ჯარების დანებების შესახებ ნიდერლანდში, ჩრდილოეთ-დასავლეთ გერმანიაში, შლეზვიგ-ჰოლშტაინსა და დანიაში. 5 მაისს დანებდნენ ფაშისტური ჯარები სამხრეთ და დასავლეთ ავსტრიაში, ბავარიაში, ტიროლში და სხვა რაიონებში. 8 მაისს, შუაღამისას საბჭოთა ჯარების მიერ დაკავებული კარლსჰორსტის გარეუბანში გერმანიის უმაღლესი მთავარსარდლობის წარმომადგენლებმა ფელდმარშალ ვ. კაიტელის მეთაურობით ხელი მოაწერეს აქტს ფაშისტური გერმანიის შეიარეღებული ძალების უსიტყვო კაპიტულაციის შესახებ. უსიტყვო კაპიტულაცია საბჭოთა მთავრობის დავალებით მიიღო საბჭოთა კავშირის მარშალმა გ. ჟუკოვმა აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის წარმომადგენლებთან ერთად. ხოლო 9 მაისს აბჭოთა ჯარებმა გაანთავისუფლეს ქალაქი  პრაღა.        

    აგრესიულ სახელმწიფოთა კოალიციიდან, რომელმაც მეორე მსოფლიო ომი გააჩაღა, 1945 მაისში ბრძოლას მხოლოდ იაპონია განაგრძობდა. 17 ივლისიდან - 2 აგვისტომდე შედგა სსრკ-ის (დელეგაციის მეთაური ი. სტალინი), აშშ-ის (დელეგაციის მეთაური ჰ. ტრუმენი) და დიდი ბრიტანეთის (დელეგაციის მეთაური უ. ჩერჩილი, 28 ივლისიდან - კ. ეტლი) მთავრობათა მეთაურების პოტსდამის კონფერენცია 1945 (1945), მიიღეს გადაწყვეტილება გერმანიის დემილიტარიზაციის , დენაციფიკაციისა და დემოკრატიული გარდაქმნის შესახებ. დიდი ბრიტანეთის, აშშ-ისა და ჩინეთის მთავრობებმა წაუყენეს იაპონიას კაპიტულაციის კონკრეტული პირობები, რომლებიც იაპონიის მთავრობამ უარყო, სსრკ-მა, რომელმაც 1945 აპრილში მოახდინა სსრკ-იაპონიის ნეიტრალიტეტის შესახებ პაქტის დენონსირება, დაადასტურა მზადყოფნა ჩაბმულიყო ომში იაპონიის წინააღმდეგ.

 

    6 აგვისტოსა და 9 აგვისტოს აშშ-მა ატომური ბომბები ჩამოაგდო ჰიროსიმასა და ნაგასაკიში, რის შედეგადაც დაიხოცა და დასახიჩრდა 1/4 მლნ-მდე მშვიდობიანი მცხოვრები. 8 აგვისტოს სსრკ-მა ომი გამოუცხადა იაპონიას. 9 აგვისტოს საბჭოთა შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს საომარი მოქმედება მანჯურიაში განლაგებული იაპონელთა კვანტუნის არმიის (1,2 მლნ. კაცი) წინააღმდეგ. 10 აგვისტოს იაპონიის წინააღმდეგ ომში ჩაება მონღოლეთის სახალხო რესპუბლიკაც. საბჭოთა ჯარებმა სწრაფი შეტევით მოკლე დროში გაანადგურეს კვანტუნის არმია და გაათავისუფლეს ჩრდილოეთ-აღმოსავლეთის ჩინეთის ნაწილი, ჩრდილოეთ კორეა, კუნძული სახალინი და კურილის კუნძულები. გათავისუფლებული მანჯურია ეკონომიკურად ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული რაიონი, გადაიქცა ჩინეთის რევ. ძალების საიმედო სამხედრო-სტრატეგიულ პლაცდარმად. სსრკ-ის ომში ჩაბმამ და კვანტუნის არმიის განადგურებამ დააჩქარა იაპონიის უსიტყვო კაპიტულაცია, რომლითაც 1945 წლის 2 სექტემბერს დასრულდა მეორე მსოფლიო ომი.

     მეორე მსოფლიო ომმა უდიდესი გავლენა იქონია კაცობრიობის ბედზე. გერმანია, იტალია და იაპონია გამოეთიშნენ მსოფლიოს, როგორც ძლიერი სახელმწიფოები. ევროპაში გადამწყვეტი როლი აშშ-ს და მსოფლიოში ახლად გაბატონებულ სსრკ-ს ჰქონდათ მას შემდეგ, რაც 1940 გერმანიამ საფრანგეთი დაიპყრო, ხოლო დიდი ბრიტანეთი უძლური იყო, დაემარცხებინა გერმანია.

ნანახია: 5337 | დაამატა: arqiteqtor | ტეგები: ფაშიზმი, მაისი, გარამჯვება, ვეტერანი | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
სოციალური ქსელი

შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 773

ჩხერიმელა

პარტნიორები
ჩხერიმელა

ქართული ფეხბურთი

InterClubGeorgia

Givifilms Studio გივიფილმს სტუდიო

orthodoxy.ge

ფოტო წარსულიდან
ჩხერიმელა
რეკლამა საიტზე
-->
ავტორი გივი კურტანიძე © / Copyright MyCorp © 2024