მთავარი » 2012»მაისი»26 » 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე
12:07
26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე
26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეს ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღესასწაულია, რომელიც 1918 წლიდან იღებს სათავეს.
1917 წლის რუსეთში მომხდარ ბურჟუაზიულ რევოლუციას მონარქიის დამხობა და იმპერიის დაშლა მოჰყვა. საქართველოში ამავე პერიოდში შეიქმნა ეროვნული საბჭო, რომელიც, ფაქტობრივად, ქვეყანას მართავდა. ეროვნული საბჭოს დადგენილების 1918 წლის 26 მაიის საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა, რომლის თავმჯდომარედ აირჩიეს ნოე ჟორდანია.
1921 წლის თებერვალში საქართველოში საბჭოთა წითელი არმია შემოიჭრა და ქვეყნის ანექსირება მოახდინა. ხელისუფლება იძულებული იყო ემიგრაციაში წასულიყო. ქვეყანაში დიქტატორული რეჟიმი დამყარდა.
დამოუკიდებლობის აღდგენის მიზნით 1989 წლის აპრილში თბილისში მშვიდობიანი მანიფესტაციები ეწყობოდა. მშვიდობიანი მიტინგი 9 აპრილს სასტიკად დაარბია საბჭოთა არმიამ, რასაც სამოქალაქო მსხვერპლი მოჰყვა.
1991 წლის 31 მარტს ჩატარდა საყოველთაო რეფერენდუმი. საქართველოს მოსახლეობის ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ქვეყანამ დამოუკიდებელი რესპუბლიკის სტატუსი დაიბრუნა. ამავე წლის 9 აპრილს დამოუკიდებელი საბჭოს პირველ სესიაზე საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი შევიდა ძალაში. ხოლო 26 მაისს ჩატარდა პირველი საპრეზიდენტო არჩევნები და ქვეყნის ხელისუფლებაში მოვიდა დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია.
1991 წლიდან მოყოლებული 26 მაისს ქვეყნის მოსახლეობას საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.
წყარო – tbilisi.gov.ge
დამფუძნებელი კრების სხდომა. ტფილისი, 1918 წ. ბ. კოზაკის ფოტოსაქართველოს ეროვნული საბჭოს წევრები, თბილისი, 26 მაისი, 1918 წ.
საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი, 1918 წელი
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის რუქა, დროშა და გერბი 1918 წელი
საბჭოთა რუსეთის საოკუპაციო წითელიარმია თბილისში 1921 წლის 25 თებერვალს.
ნოე ჟორდანია ზვიად გამსახურდია
საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი, 1991 წლის 9 აპრილი
საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება 26 მაისი 1918, საქართველოს ოკუპაცია რუსეთის მიერ 25 თებერვალი 1921
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს 9 აპრილი 1991
გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. გაუმარჯოს ჩვენს სახელმწიფოს!