სამშაბათი, 19.03.2024, 11:43
      ხარაგაული და ხარაგაულელები
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
დრო

Tbilisi

კალენდარი
«  მარტი 2024  »
ორ.სამ.ოთხ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ამინდი ხარაგაულში
ვიზიტორთა ადგილი
შესვლის ფორმა
საკათედრო ტაძარი
?????????
სტატისტიკა

სულ საიტზე: 1
სტუმრები: 1
მომხმარებლები: 0

free counters

ფოტოგალერეა

საჭირო პროგრამები

ხარაგაულში სპორტის გამორჩეული სახეობაა თავისუფალი ჭიდაობა.
 
    ჭიდაობის სკოლის ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი მიუძღვის თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს დამსახურებულ მწრთვნელსა და საერთაშორისო კატეგორიის მსაჯს ანზორ მაღრაძეს.
მისი აღზრდილები დიდ წარმატებებს აღწევდნენ როგორც ეროვნული,ისე საბჭოური და საერთაშორისო მასშტაბით. ანზორ მაღრაძეს თავადაც წარმატებული სპორტული კარიერა ჰქონდა,
რომლის დასრულების შემდეგაც მწრთვნელობას მოჰკიდა ხელი და არაერთი სახელოვანი ფალავანი აღუზარდა რაიონს.
 
სურათზე ნაჩვენებია აღზრდილთა პირველი თაობა 1966 წელი.
 
 
დგანან მარცხნიდან: ანზორ მაღრაძე, მურთაზ აბაშიძე (შემდგომში წარმატებული ფეხბურთელი,თამაშობდა ლენინგრადის ზენიტში,
 ბოლოს კი ხარაგაულის ჩხერიმელაში (იხ. ქვემოთ)) გულადი ვეფხვაძე  (მოსწავლეთა სპარტაკიადის ჩემპიონი), კორნელი ვეფხვაძე, კოტე ლოლაძე,
სხედან მარცხნიდან: ტარიელ თხელიძე (მოსწავლეთა სპარტაკიადის პრიზიორი), ვახტანგ ინასარიძე
(მოსწავლეთა სპარტაკიადის ჩემპიონი), თამაზ მარნაძე.
 
 
1977 წელი.
 
დგანან მარცხნიდან: ანზორ მაღრაძე (მწრთვნელი),ოთარ ებანოიძე (მოსწავლეთა სპარტაკიადის მესამე ადგილის პრიზიორი), 
ნოდარ ებანოიძე (საბჭოთა კავშირის 2–გზის ჩემპიონი),გოგი მაკასარაშვილი (მოსწავლეთა სპარტაკიადის და თბილისის 
საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონი) გიორგი ვეფხვაძე(საქართველოს და საბჭოთა კავშირის ჩამპიონი მოსწავლეთა შორის) 
ტარიელ შავიძე (მეორე მწრთვნელი)
სხედან მარცხნიდან: ბუხუტი ბაჩიტაძე (საქართველოს ჩემპიონი მოსწავლეთა შორის და შემდგომში დიდებს შორის) ბესარიონ 
კვირიკაშვილი (მოსწავლეთა სპარტაკიადის მეორე ადგილის პრიზიორი),ავთანდილ გიორგაძე (საქართველოს ჩემპიონი) ოსმან 
ლიპარტია (მოსწავეთა სპარტაკიადის მესამე ადგილის პრიზიორი)
 
 
ანზორ მაღრაძემ წარმატებული თაობა აღზარდა 90–იან წლებშიც:
 
მამუკა არევაძე – ევროპის ჩემპიონატის ვარცხლის პრიზიორი და არაერთი ტურნირის გამარჯვებული.
მამუკა გურგენიძე – ევროპის შემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი და არაერთი ტურნირის გამარჯვებული.
სხვადასხვა ტურნირზე გამარჯვებულები: რეზო შერგელაშვილი,სულიკო ცაბაძე, ვახტანგ ჭანკვეტაძე,
გიორგი ვეფხვაძე, პეტრე შარიქაძე და სხვები.
 
ახალი თაობაც იმედისმომცემია:
თედო ებანოიძე – საქართველოს ჩემპიონი, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების ვერცხლის და ბრინჯაოს პრიზიორი
გიგა და გიორგი გიგაშვილები – სხვადსასხვა ტურნირების გამარჯვებულები.
 
 
   ხარაგაულელ სპორტსმენთაგან ყველაზე მეტად გამორჩეული,სახელგანთქმული და ტიტულოვანია ლეგენდარული სპორტსმენი, 
1964 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლის პრიზიორი ძიუდოში, 1967 წლის ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს
პრიზიორი ,ევროპის ჩემპიონი და ოქროს მედლის მფლობელი 1962, 64, 65, 66 წლებში, ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედლის 
მფლობელი 1967, 68 წლებში,საბჭოთა კავშირის 10 გზის ჩემპიონი ძიუდოში და სამბოში, საქართველოს აბსოლუტური
ჩემპიონი ქართულ ჭიდაობაში,სპორტის დამსახურებული ოსტატი:
 
  ანზორ კიკნაძე

     

 სურათი მარჯვნივ: 1960-იანი წლები. გიორგი როსტიაშვილი, ანზორ კიკნაძე, ილია ტლაშაძე.
 
 
.ჭიდაობასთან ერთად სპორტის წამყვანი სახეობაა ფეხბურთი. 
 
არჩილ კიკნაძე, თამაზ სახვაძე,მურთაზ აბაშიძე, გრიგოლ ბედიაშვილი – ეს იმ ფეხბურთელების მცირე ჩამონათვალია, რომლებმაც
შორს გაითხვეს სახელი
 
არჩილ კიკნაძე 1915 წელს ხარაგაულში, სოფელ ჩხერში დაიბადა. სწავლობდა თბილისის ინდუსტრიულ ტექნიკუმში,შემდეგ ამიერკავკასიის ინდუსტრიულ ინსტიტუტში. სწორედ ამ უმაღლესი სასწავლებლის ფეხბურთელთა გუნდიდან („ЗИИ") ჩაირიცხა თბილისის „დინამოში", სადაც თამაშობდა 1937-1949 წლებში. საკავშირო ჩემპიონატებში დინამოელთა რიგებში ჩაატარა 152 მატჩი, 1941 წლის დაუსრულებელ ჩემპიონატში - 9 მატჩი. ითვლებოდა იმ პერიოდის საბჭოური ფეხბურთის უძლიერეს მცველად. დროგამოშვებით გახლდათ „დინამოს" კაპიტანი.  

      არჩილ კიკნაძე იყო საკავშირო ჩემპიონატების მე-2 პრიზიორი (1939-1940), მე-3 პრიზიორი (1946-1947), თასის ფინალისტი (1946). მიღწეული წარმატებებისათვის 1948 წელს მიენიჭა სპორტის დამსახურებული ოსტატის წოდება.

სათამაშო კარიერის დასრულების შემდეგ, იყო თბილისის „დინამოს" მწვრთნელი (1952, 1956-1957), 35-ე საფეხბურთო სკოლის უფროსი მწვრთნელი (1950-1953, 1958-1960, 1964-1966), თბილისის „სინათლეს" უფროსი მწვრთნელი (1961-1963).
    მისი ხელმძღვანელობით, საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა 1950 და 1951 წლებში საბჭოთა კავშირის პირველობა მოიგო, 1954 წელს საკავშირო პირველობაზე გაიმარჯვა თბილისის ახალგაზრდული საფეხბურთო სკოლის გუნდმა.
1962 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის წოდება.
   არჩილ კიკნაძეს უდიდესი ღვაწლი მიუძღოდა მიხეილ მესხის, შოთა იამანიძის, ალექსანდრე და სერგო კოტრიკაძეების, თენგიზ მელაშვილის, დოდიკ ხუნდაძისა და სხვა ცნობილი ფეხბურთელების დაოსტატებაში.
არჩილ კიკნაძე, ბორის პაიჭაძის, შოთა შავგულიძის, მიხეილ ბერძენიშვილის, ავთანდილ ღოღობერიძის, გაიოზ ჯეჯელავას და სხვათა მსგავსად, ქართული ფეხბურთის ლეგენდად დარჩა.
 
 
 
 
 
ხარაგაულში 1982 წლიდან არსებობს  საფეხბურთო კლუბი ''ჩხერიმელა'' და "ნორჩი ჩხერიმელა"  
 
ს.კ. ჩხერიმელა 
 
  
 
 
 
ხარაგაულს ცნობილი და საამაყო სპორტსმენები სხვა სახეობებშიც ჰყავს: 
 
მორის სახვაძე (სურათზე მარჯვნივ) და აკაკი მეიფარიანი – ფარიკაობა.
 
 
სერგო ლომიძე – ძალოსნობა.
პლატონ ფოფხაძე და ვაჟა ბლიაძე – მძლეოსნობა.
მადონა წიქარიშვილი – საბჭოთა კავშირის ჩემპიონი მძლეოსნურ სამჭიდში.
გივი აბაშიძე – კალათბურთი.
ბიძინა სამხარაძე – რაგბი.
 

იხილეთ მხიარული სტარტების ფოტოები

 მუნიციპალიტეტში ყოველწლიურად ტარდება სპორტული შეჯიბრებები და ტურნირები სხვადასხვა სახეობებში როგორც სკოლის, ასევე უფროს ასაკში: 
მძლეოსნობა, ჭიდაობა,მკლავჭიდი, ფეხბურთი, ფრენბურთი, კალათბურთი, თოვლის რაგბი და სხვა.
 
2014 წლიდან საფუძველი ჩაეყარა "მხიარულ სტარტებს", ეს ღონისძიება ეხმარება სკოლის მოსწავლეებს ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვაში. 
 
2014 წელს ხარაგაულის ტურიზმის განვითარების ცენტრის ინიციატივით ტარდება სათავგადასავლო"ტურ თამაშები" სკოლამდელი ასაკის
ბავშვებში, შეჯიბრში ხარაგაულის სკოლების გარდა მეზობელი მუნიციპალიტეტების სკოლებიც იღებენ მონაწილეობას. http://www.myvideo.ge/?video_id=2625529
 
 

                      

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახანში, ყოველწლიურად იმართება შეჯიბრი ჟიდაობაში, მკლავჭიდში და ცხენოსნობაში. 

chemikharagauli.com-ის ვიდეო

                    

 

გვერდის ავტორი – გივი კურტანიძე  © 

 

სოციალური ქსელი

შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 773

ჩხერიმელა

პარტნიორები
ჩხერიმელა

ქართული ფეხბურთი

InterClubGeorgia

Givifilms Studio გივიფილმს სტუდიო

orthodoxy.ge

ფოტო წარსულიდან
ჩხერიმელა
რეკლამა საიტზე
-->
ავტორი გივი კურტანიძე © / Copyright MyCorp © 2024