ყველაზე მაღალი ადგილი ფიფას რეიტინგში: 1 (1993 წლის ნოემბერი, 2007 წლის თებერვალი, 2007 წლის აპრილი - 2007 წლის ივნისი)
ყველაზე დაბალი ადგილი ფიფას რეიტინგში: 16(1998 წლის აპრილი)
ტიტულები: მსოფლიოს ჩემპიონი: 1934, 1938, 1982, 2006 წ.
მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის მედალი: 1970, 1994 წ.
მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი:1990 წ.
ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალი: 1968 წ.
ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალი: 2000 .
ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული: 1936 .
ლეგენდები: ჯუზეპე მეაცა, სანდრო მაცოლა, რობერტო ბაჯო, ფრანკო ბარეზი, მარკო ტარდელი, ბრუნო კონტი, ფრანჩესკო გრაციანი, ჯუზეპე ბერგომი, პაოლო მალდინი, პაoლო როსი, ლუიჯი რივა, გაეტანო შირეა, ალესანდრო ალტობელი, ჯანლუკა ვიალი, ვალტერ ძენგა, ჯანფრანკო ძოლა, დინო ძოფი, სანდრო მაცოლა, ჯანლუკა პალიუკა, რობერტო დონადონი, სალვატორე სკილაჩი,ალესანდრო დელ პიერო, ფრანჩესკო ტოტი, ალესანდრო ნესტა, კრისტიან ვიერი, ფილიპო ინძაგი და სხვები.
ისტორია იტალის საფეხბურთო ნაკრებმა პირველი ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა 1910 წლის 15 მაისს საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებთან და დაამარცხა მეტოქე ანგარიშით 6-2. 1924 წლის 6 აპრილს კი უნგრეთის ნაკრებთან იტალია დამარცხდა 7-1. ეს არის ნაკრების ყველაზე დიდი ანგარიშით მარცხი, 1948 წლის 2 აგვისტოს, ინგლისში , ქალაქ ბრეთფორდში დაფიქსირდა "აძურას" ყველაზე დიდი ანგარიშით გამარჯვება 9-0 ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებთან.
1934 წელი
1934 წლის რიგით მეორე მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლის შესარჩევად 1932 წელს ფიფას კონგრესს შვედეთის დედაქალაქმა სტოკჰოლმმა უმასპინძლა.
ტურნირის მასპინძლობაზე პრეტენზიას უნგრეთი,შვედეთი,იტალია და ესპანეთი აცხადებდნენ. ფიფას მაშინდელ ხელმძღვანელობას,არჩევნის იტალიაზე შეჩერება არ გასჭირვებია,იმის გამო,რომ სხვა პრეტენდენტებისგან განსხვავებით, იტალია ჩემპიონატის შეხვედრების ჩატარებას რამოდენიმე ქალაქში აპირებდა. იტალიის ფეხბურთის ფედერაციას ხელს უწყობდა ამ ქვეყნის მაშინდელი ფაშისტი დიდტატორი ბენიტო(დუჩე) მუსოლინი,რომლის ძალისხმევითაც არჩევანი საბოლოოდ იტალიაზე შეჩერდა.
იმის გამო,რომ 1934 წლის ჩემპიონატზე 16 გუნდზე მეტს სურდა გამოსვლა, საჭირო გახდა შესარჩევი ტურნირის ჩატარება.შესარჩევ მატჩებში მონაწილეოდბა მასპინძელი იტალიაც,რომელმაც მეტოქე საბერძნეთი პირველ მატჩში 4-0 დაამარცხა.განმეორებითი მატჩი კი ბერძნების უარის გამო აღარ გამართულა.
ჩემპიონატი ოლიმპიური სისტემით წარიმართა. აღსანიშნავია,რომ ყველა შეხვედრა ერთდროულად იმართებოდა სხვადასხვა ქალაქში და გადაიცემოდა მათი პირდაპირი რადიორეპორტაჟი ევროპის 13 ქვეყანაში.
იტალიის ნაკრებს 1934–1938 წლების მსოფლიო ჩემპიონატებზე ვიტორიო პოცო წრთვნიდა.
ეს ერთადერთი მწვრთნელია რომელსაც 2-ჯერ ზედიზედ აქვს მოპოვებული მსოფლიოს ჩემპიონის მედალი, ეს მიღწევა დღემდე არავის გაუუმჯობესებია.
მერვედფინალში იტალიამ ამერიკა დაამარცხა ანგარიშით 7-1 ამ თამაშის წინ მუსოლინიმ იტალიის ოლიმპიური კომიტეტის თავკაც ჯორჯო ვაკარიოს განიცხადა: –"იტალიამ მსოფლიო ჩემპიონატი უნდა მოიგოს'' –"დიახ,შესანიშნავი იქნებოდა" უპასუხა ვაკარიომ. ნუსოლინი ასეთმა პასუხმა ძალიან გააბრაზა და მიუგო: –"თქვენ ვერ გამიგეთ გენერალო,იტალიამ მსოფლიო ჩემპიონატი აუცილებლად უნდა მოიგოს!"
მოეთხედფინალში იტალია ესპანეთს შეხვდა და ფრედ 1-1 ეთამაშა. გუნდები მეორე დღეს ისევ წარსდგნენ ერთმანეთის წინაშე.ამ მატჩში ერთადერთი გოლი ''ამბროზიანა ინტერის ფორვარდმა ჯუზეპე მეაცამ გაიტანა ესპანეთის კარში და იტალია ნახევარფინალში გავიდა.
ნახევარფინალში იტალიამ ავსტრია დაამარცხა 1-0 ფინალი 1934 წლის 10 ივნისს რომში, ფაშისტური პარტიის სახელობის სტადიონზე გაიმართა. ერთმანეთის წინააღმდეგ მასპინძელი იტალია და ჩეხოსლოვაკია წარსდგნენ.
ანგარიში სტუმრებმა 71–ე წუთზე გახსნეს, იტალიამ 76–ზე გაათანაბრა. ძირითადი დრო 1-1 დასრულდა. დამატებით ტაიმში, მე–5 წუთზე იტალიამ გამარჯვების გოლი გაიტანა. გოლის ავტორი სკიავიო – მეაცას პასით.
1938 წელი
1938 წლის რიგით მესამე მსოფლიო ჩემპიონატი საფრანგეთში გაიმართა. ფიფას გადაწყვეტილებით ტურნირის მასპინძელი საფრანგეთი და მსოფლიო ჩემპიონი იტალია შესარჩევი ტურნირის გარეშე მოხვდნენ ფინალურ ეტაპზე. მერვედფინალში იტალია ნორვეგიას შეხვდა. ძირითადი დრო 1-1 დასრულდა. დამატებითში ''აძურამ'' გამარჯვების გოლი გაიტანა: 2-1 მეოთხედფინალში მოქმედი მსოფლიო ჩემპიონების მეტოქე მასპინძელი საფრანგეთი იყო. მატჩი იტალიამ აშკარა უპირატესობით მოიგო ანგარიშით 3-1. ნახევარფინალში იტალიის მეტოქე ტურნირის ერთ–ერთი ფავორიტი ბრაზილია იყო. იტალიამ მათი ბარიერიც დაძლია დაამარცხა რა "სელესაო" ანგარიშით 2-1. ფინალში იტალიის წინაშე უნგრეთი წარსდგა. მატჩის წინ,გასახდელში, იტალიის ნაკრების მწრთვნელმა პოცომ ფეხბურთელებს ბენიტო მუსოლინის ელვა–დეპეშა წაუკითხა: "გამარჯვება ან სიკვდილი" ასეთი წინადადებით მიმართავდე "დუჩე" "სკუადრა აძურა"–ს ფეხბურთელებს.
1990 წლის რიგით მე-14 ჩემპიონატს იტალიამ უმასპინძლა.
http://en.wikipedia.org/wiki/1990_FIFA_World_Cup
1934 წლის შემდეგ იტალიამ მეორედ უმასპინძლა მსოფლიო საფეხბურთო მოვლენას. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ თავიდან ფიფას ტურნირის ჩატარება საბჭოთა კავშირში ჰქონდა გადაწყვეტილი, რამოდენიმე მატჩი ცხადია თბილისიც უმასპინძლებდა, მაგრამ ...
მაგრამ მოხდა ისე,რომ გარკვეულ ობიექტურ მიზეზთა გამო ფეხბურთის უმაღლესმა ორგანომ ჩათვალა,რომ საბჭოეთი არ იმსახურებდა ასეთ პატივს.
ალტერნატიულ ვარიანტად იტალია განიხილეს და სწორედ მათ ხვდათ მსოფლიოს უძლიერესი გუნდების საკუთარ მოედანზე მასპინძლობის პატივი. აპენინელებმა შესანიშნავად გაართვეს თავი ტურნირის საორგანიზაციო საკითხებს.
ულამაზესი სანახაობა იყო ჩემპიონატის გახსნის და დახურვის საზეიმო ცერემონიალი.იტალიელებმა მრავალი ინოვაცია შესთავაზეს მონაწილე ქვეყნებს და ტურნირის მაყურებლებს.
მასპინძელი "სკუადრა აძურა" ჩემპიონატის ფავორიტად მოიაზრებოდა. ქვეჯგუფში ავსტრიის,ჩეხოსლოვაკიის და ამერიკის ნაკრებებთან მოხვდა. მათ კგუფურ ეტაპზე სამივე მატჩი მოიგეს.
იტალია 1-0 ავსტრია იტალია 1-0 ა.შ.შ. იტალია 2-0 ჩეხოსლოვაკია
მერვედფინალში იტალიამ ურუგვაი დაამარცხა 2-0 სკილაჩისა და ალდო სერენას გოლებით.
მეოთხედფინალში მასპინძლებმა ირლანდია იმსხვერპლეს ანგარიშით 1-0 სკილაჩის გოლით.
ჩემპიონატის ნახევარფინალამდე იტალიას გოლი არ გაუშვია. ნაკრების გოლკიპერმა ვალტერ ძენგამ მსოფლიო ჩამპიონატებზე დღემდე მოუხსნელი რეკორდი დაამყარა: მან 518 წუთის მანძილზე საკუთარი კარი მშრალად შეინახა.
ნახევარფინალში იტალიას მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი - დიეგო მარადონას არგენტინა დაუპირისპირდა. იტალია ამჯერადაც სალვატორე სკილაჩიმ დააწინაურა მე–17 წუთზე 1-0. კლაუდიო კანიჯამ 67 –ზე გაათანაბრა 1-1. საქმე პენალტების სერიამდე მივიდა,სადაც არგენტინამ თავისი გოლკიპერის გოეკოეჩეას ბრწყინვალე თამაშის წყალობით გიმარჯვა და ფინალში გავიდა.
მესამე ადგილისთვის მატჩში იტალია ინგლისს დაუპირისპირდა მასპინძლებმა ნრიტანელები 2-1 დაამარცხეს. გოლები რობერტო ბაჯომ და სალვატორე სკილაჩიმ გაიტანეს. სტუმართაგან ერთადერთი გოლი დევიდ პლატმა შეაგდო.
იტალიის ნაკრებმა მესამე ადგილი გაიფორმა, ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი კი სალვატორე სკილაჩი გახდა 6 გოლით.
ჩემპიონობა გერმანელებმა იზეიმეს. მათ ფინალში არგენტინას მოუგეს 1-0 ანდრეას ბრემეს ერთადერთი გოლის (პენ) წყალობით.
1994
1994 წლის რიგით -15 ჩემპიონატს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უმასპინძლა..
იტალია აქაც ფავორიტის სტატუსით ჩავიდა. ისინი ჯგუფში ირლანდიის,ნორვეგიისა და მექსიკის ნაკრებებთან მოხვდნენ. საქმე ისე წარიმართა,რომ ყველა გუნდმა 4-4 ქულა დააგროვა. იტალიელები ჯგუფიდან მესამე ადგილით გავიდნენ. არიგო საკის შეგირდებმა ნორვეგიას აჯობეს მეტი გატანილი გოლის წყალობით.
ირლანდია 1-0 იტალია იტალია 1-0 ნორვეგია იტალია 1-1 მექსიკა
მერვედფინალში გასულ იტალიას ისევ დიდი ძალისხმევა დასჭირდა, მათი მეტოქე ნიგერია იყო. აფრიკელებს მალდინის უხეშმა შეცდომამ ანგარიშის გახსნის საშუალება მისცა. კერძოდ ეს ემანუელ ამუნიკემ გააკეთა.ამასთან იტალიელები მოედანზე 10 კაცით დარჩნენ,მოედნიდან არბიტრმა ჯანფრანკო ძოლა გააძევა. თუმცა მატჩის 88–ე წუთზე რობერტო ბაჯომ ანგარიში გაათანაბრა.დამატებით დროში იმავე ბაჯომ ამჯერად პენალტი გაიტანა ნიგერიელთა კარში.
მეოთხედფინალში იტალიამ ესპანეთი დაამარცხა 2-1. გამარჯვების გოლი ისევ რობერტო ბაჯომ გაიტანა 88–ე წუთზე. მანამდე კი ჯერ დინო ბაჯომ დააწინაურა"აძურა",შემდეგ კი ესპანელმა კამინერომ ანგარიში გაათანაბრა.
ნახევარფინალში იტალიამ საკმაოდ ძლიერი ბულგარეთი დაამარცხა ისევ იმავე ანგარიშით 2-1. რობერტო ბაჯომ ისევ დუბლი შეასრულა. ბულგარელთაგან ერთი გოლი მათმა საუკეთესო მოთამაშემ ხრისტო სტოიჩკოვმა გაიტანა.
ფინალში იტალიელთა მეტოქე ბრაზილია იყო.მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო ფრედ 0-0 დასრულდა. პენალტების სერია კი უკედ სამხრეთ ამერიკელებმა შეასრულეს და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მეოთხედ მოიპოვეს.
2006 წელი.
2006 წლის რიგით მე-18 ჩემპიონატი გერმანიაში ჩატარდა.
იტალია ჯგუფში განის,ა.შ.შ–ს და ჩეხეთის ეროვნულ ნაკრებებთან მოხვდა. აქ იტალიამ დამაჯერებლად ითამაშა: პირველ მატჩში "აძურამ" განა დაამარცხა ანდრეა პირლოს და ვინჩენცო იაკინტას გოლების წყალობით. მეორე მატჩში,როდესაც იტალია ა.შ.შ.–ს ნაკრებს ალბერტო ჯილარდინოს გოლით 1-0 უგებდა,კრისტიან ძაკარდომ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და თავის გოლკიპერს ამ ტურნირზე უშუალოდ სათამაშო ეპიზოდიდან ერთადერთი გოლი გაუტანა.მატჩი ფრედ 1-1 დასრულდა. მესამე ტურში იტალიამ ჩეხეთსაც მოუგო ისევ 2-0 მარკო მატერაცისა და ფილიპო ინძაგის გოლებით.
მერვედფინალში იტალიის მეტოქე ავსტრალია იყო.იტალიელებმა დამატებით წუთებამდე ვერ შეძლეს მწვანე კონტინენტელთა კარის აღება. დამატებით დროში კი გამარჯვების გოლი ფრანჩესკო ტოტიმ გაიტანა თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან მას შემდეგ,რაც ავსტრალიელებმა ფაბიო გროსო შეაჩერეს საჯარიმოში თამაშის წესის დარღვევით. 1-0.
მეოთხედფინალში იტალიამ საკმაოდ იოლად დაამარცხა უკრაინა ანგარიშით 3-0. გოლები ჯანლუკა ძამვროტას და ლუკა ტონის (დუბლი) ანგარიშზეა.
ნახევარფინალში იტალიელთა მეტოქე მასპინძელი გერმანია იყო.ეს გუნდები 1982 წლის ფინალის შემდეგ პირველად შეხვდნენ ერთმანეთს მსოფლიო ჩემპიონატზე.
ამ მატჩში იტალიის მწრთვნელმა მარჩელო ლიპიმ თავის ვიზავის იურგენ კლინსმანს აშკარად აჯობა და შედეგად "სკუადრა აძურა"–მ მასპინძლები ფინალს მიღმა დატოვა. მატჩის ძირითადი დრო ფრედ 0-0 დასრულდა.,ხოლო მეორე დამატებითი ტაიმის 119 და 120 წუთებზე ფაბიო გროსოს (ანდრეა პირლოს პასით)და ალესანდრო დელ პიეროს გოლებით მასპინძლები 2-0 დამარცხდნენ.
ფინალი 2006 წლის 9 ივლისს გაიმართა,რომლისკენ მიმავალი გზაც იტალიის მსგავსად წარმატებით განვლო საფრანგეთის ნაკრებმა.
ანგარიში ზინედინ ზიდანმა საპენალტო ნიშნულიდან გახსნა, საპასუხო გოლი კი ფრანგთა კარში მარკო მატერაციმ გაიტანა თავური დარტყმით ანდრეა პირლოს ჩამოწოდებული კუთხურის შემდეგ.
ამის შემდეგ ანგარიში აღარ შეცვლილა. დამატებითი დროის 110 წუთზე მსაჯმა მოედნიდან ზიდანი გააძევა,რომელიც მატერაცის პროვოკაციას წამოეგო და მას მკერდში თავი ჩაარტყა.
ასე დაასრულა თავისი კარიერა პლანეტის ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა.
"საფეხბურთო ლატარიაში" იტალიელებს გაუმართლათ. მათ ფრანგებისგან განსხვავებით (დევიდ ტრეზეგე–ხარიხა)ყველა დარტყმა ზუსტად შეასრულეს: პირლო, მატერაცი, დე როსი, დელ პიერო, და ბოლოს ფაბიო გროსოს დარტყმამ იტალიას მსოფლიოს ჩემპიონობა მეოთხედ მოუტანა.
იტალიის ჩამპიონობაში ლომის წილი დაიდეს მცველებმა – კაპიტანმა ფაბიო კანავარომ,მარკო მატერაციმ,ფაბიო გროსომ და ჯანლუკა ძამბროტამ.
2006 წლის ფოფასა და "ფრანს ფუტბოლი"–ს რჩეული სწორედ იტალიის ნაკრების კაპიტანი კანავარო გახდა
2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატი
გუნდის შემადგენლობა: ჯანლუიჯი ბუფონი,ფედერიკო მარკეტი,მორგან დე სანკტისი,
ფაბიო კანავარო,ჯორჯიო კიელინი,ჯანლუკა ძამბროტა,ლეონარდო ბონუჩი,სალვატორე ბოკეტი,დომენიკო კრიშიტო.
დანიელე დე როსი,ანდრეა პირლო,ჯენარო გატუზო,ანჯელო პალომბო
ალბერტო ჯილარდინო,ვიჩენცო იაკვინტა,ანტონიო დი ნატალე, ფაბიო კვალიარელა, ჯამპაოლო პაცინი
მწრთვნელი – მარჩელო ლიპი.
მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი იტალიის ნაკრები F ჯგუფში პარაგვაის,სლოვაკეთის და ახალი ზელანდიის გუნდებთან მოხვდა. იტალია 1-1 პარაგვაი,იტალია 1-1 აზ. ზლანდია,იტალია 2-3 სლოვაკეთი.
გუნდმა ვერ აჩვენა სასურველი შედეგი და ნაადრევად დაემშვიდობა მსოფლიო ჩემპიონატს.
ევროპის ჩემპიონატი
1968 წელი.
მათი მეტოქე ფინალში იუგოსლავია იყო.
მატჩი აქაც ფრედ 1-1 დასრულდა. იუგოსლაველებმა ჯაიჩმით გაიტანეს და იტალიელთაგან დომენგინიმ გაათანაბრა.
არსებული წესის თანახმად,იმ შემთხვევაში თუ ფრედ დამთავრებულ მატჩში გოლები იყო გასული წილისყრა არ იმართებოდა და საჭირო გახდა განმეორებითი მატჩის დანიშვნა,სადაც იტალიამ 2-0 გაიმარჯვა ლუიჯი რივასა და ანასტაზის გოლების წყალობით
იტალია 1968 წელს გახდა ევროპის ჩემპიონი
2000 წელი.
2000 წელს იტალია ისევ გავიდა ევროპის ჩემპიონატის ფინალში, სადაც 93-ე წუთამდე საფრანგეთს 1:0 ამარცხებდა მარკო დელვეკიოს გოლის წყალობით, მაგრამ თამაშის მიწურულს ფრანგმა ვილტორდმა მოახერხა მატჩის დამატებით დროში გადაყვანა, სადაც უკვე დევიდ ტრეზეგემ ოქროს გოლი გაუტანა "სკუადრა აძურას"
ფინალამდე იტალიამ შემდეგი გზა განვლო:
ჯგუფური ეტაპი:
იტალია 2-1 თურქეთი,იტალია 2-0 ბელგია,იტალია 2-1 შვედეთი
მეოთხედფინალი იტალია 2-1 რუმინეთი
ნახევარფინალი იტალია 0-0 (3-1 პენ.) ჰოლანდია
იტალიის ნაკრების თასები:
გულშემატკივარი იტალიის ნაკრებს მთელს მსოფლიოში ჰყავს გულშემატკივართა არმია.მათ შორს საქართველოშიც.
იტალიის ნაკრები დღეს:
ჩაგდებული მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ,2006 წლის მუნდიალის ტრიუმფატორმა მარჩელო ლიპიმ ნაკრები დატოვა.
აძურაში კი ფიორენტინას დამრიგებელი – ჩეზარე პრანდელი დაინიშნა.
პრანდელიმ პირველივე მატჩებში გუნდში ანტონიო კასანო დააბრუნა. ასევე შანსი მისცა გაიტალიელებულ ბრაზილიელებს: ამაურისა და ტიაგო მოტას.
პრანდელის სურვილისამებრს სკუადრა აძურაში პირველი შავკანიანი ფეხბურთელი გამოჩნდა. იტალიის პირველი ნაკრების მაისური განური წარმოშობის ზანგმა "იტალიელმა" მარიო ბალოტელიმ მოირგო.
სტატიის ავტორი – გივი კურტანიძე