პარასკევი, 29.03.2024, 15:48
      ხარაგაული და ხარაგაულელები
მოგესალმები სტუმარი | RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: arqiteqtor, nutu  
ფორუმი ხარაგაული » ფორუმი » ხარაგაული და ხარაგაულელები » ლექსები, რომელიც გვიყვარს
ლექსები, რომელიც გვიყვარს
ჩხერიმელათარიღი: შაბათი, 26.03.2011, 04:39 | შეტყობინება # 1
პასიური
ჯგუფი: მომხმარებლები
შეტყობინებები: 3
ჯილდოები: 1
რეპუტაცია: 0
სტატუსი: გასულია
ხელი არ მახლოთ, ფეხშიშველა დამტოვეთ ხნულში,
აქ მინდა მოვკვდე, მიწად ჩავყვე სიმინდის მარცვალს,
სისხლის მაჭარი ავბედითად თუხთუხებს გულში,
ცა თვალში მაყრის ნაღვერდალში არეულ ნაცარს.
რიჟრაჟის სხივი დაშაშრული პეშვებით შევსვი,
მივეცი წარსულს, რაც გამაჩნდა,ჯერ კიდევ გუშინ,
აქ სველ წვივებზე ოჯალეშის მეხვევა ფესვი,
ხელი არ მახლოთ,გევედრებით,დამტოვეთ ხნულში.

მანანა ფრუიძე

დამატებულია (26.03.2011, 04:36)
---------------------------------------------
კაწალ-კუწალების ფერი ესიზმრებათ ბორცვებს,
მწვანე იმედები თოვლზე გაყინული წიწვის,
შენი მონატრება ახლა აღარაფერს მომცემს,
მაგრამ გადამარჩენს ნახვა საქართველოს მიწის.

უკვე ვეღარ ვუძლებ შეთხზულ ღიმილსა და კოცნებს,
წაშლა მომდომნია შუბლზე დაწერილი ბედის,
შენი მონატრება ახლა აღარაფერს მომცემს,
მაგრამ გადამარჩენს ნახვა მობერებულ დედის.

მზერა ეფერება სადღაც გადანახულ ლოცვებს,
დილის გათენება გრძნობებს მითოშავს და მაზრის,
შენი მონატრება ახლა აღარაფერს მომცემს,
მაგრამ გადამარჩენს ნახვა სვეტიცხოვლის ტაძრის.

სისხლის გაგიჟება ალბათ დამიფლითავს ხორცებს,
სული არეული ნისლად დაედება თბილისს,
შენი მონატრება ახლა აღარაფერს მომცემს,
მაგრამ გადამარჩენს ნახვა ერთადერთი შვილის.

კაწალ-კუწალების ფერი ესიზმრებათ ბორცვებს,
მწვანე იმედები თოვლზე გაყინული წიწვის,
შენი მონატრება ახლა აღარაფერს მომცემს,
მაგრამ გადამარჩენს ნახვა საქართველოს მიწის.

დამატებულია (26.03.2011, 04:39)
---------------------------------------------
შენ
ისეთი სიკვდილით მოგიკვდები,
კლდენი ჩამორეცხონ ცრემლებმა,
შორიდან მოგიარონ მორიდებით,
სიტყვა ვერ შეგბედონ მდევრებმა.
ხვამლი და მთაშავა ჩამოზვავდეს,
მამულეთს გაჰქონდეს გოდება,
ქარაფებს გადავლებულ ამორძალზე,
უხმოდ გისამძიმრონ ლოდებმა.
ახლად გამოჩორკნილ სატივეზე,
ვეფინო უშენობით დაღლილი,
ბებერი რიონის ნაპირებზე,
ტკივილი დაყმუოდეს ძაღლივით.
დევკაცნი მიტატებდნენ მორიდებით,
მძიმედ მიითვლიდნენ ნაბიჯებს...
ისეთი სიკვდილით მოგიკვდები,
შენში უჩემობა გაგიჟდეს.

მანანა ფრუიძე

 
ფორუმი ხარაგაული » ფორუმი » ხარაგაული და ხარაგაულელები » ლექსები, რომელიც გვიყვარს
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

ავტორი გივი კურტანიძე © / Copyright MyCorp © 2024