ჩხერიმელა - ტორპედო 2008 2 19.04.2010 - ფეხბურთი - ჩემპიონატი - ხარაგაული და ხარაგაულელები
პარასკევი, 09.12.2016, 16:33
      ხარაგაული და ხარაგაულელები
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
დრო

Tbilisi

ამინდი ხარაგაულში
ვიზიტორთა ადგილი
შესვლის ფორმა
საკათედრო ტაძარი
?????????
სტატისტიკა

სულ საიტზე: 1
სტუმრები: 1
მომხმარებლები: 0

free counters

სექციის კატეგორიები
ფეხბურთი [25]
"ჩხერიმელა"
ფოტოგალერეა

საჭირო პროგრამები

მთავარი » სტატიები » ფეხბურთი

ჩხერიმელა - ტორპედო 2008 2 19.04.2010
   დღეს 20 აპრილს 16 საათზე,ხარაგაულის სოსო აბაშიძის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა მეორე ლიგის 21-ე ტურის მატჩი ხარაგაულის ჩხერიმელასა და ქუთაისის ტორპედო 2008–ს შორის.
 
             
 
            
 
    მატჩის მოწინააღმდეგის ორმხრივი დაზვერვით დაიწყო,ქუთაისელები გრძელი გადაცემებით ცდილობდნენ მეკარესთან პირისპირ დაეტოვებინათ თავიანთი თავდამსხმელი,მაგრამ აქედან მათ არაფერი არ გამოსდიოდათ. ტაიმის მეორე ნახევრიდან ნელ–ნელა ჩხერიმელას სათამაშო უპირატესობა გამოიკვეთა ,მათ რამოდენიმე რეალური მომენტი გაატანეს ქარს.
 
 
   
   აღსანიშნავია ტაიმის მიწურულს ჯაბა ავალიშვილის სახიფათო თავური დარტყმა,რომელიც ქუთათურთა მეკარემ ნახტომში მოიგერია.
    მეორე ტაიმი ისევ ხარაგაულელთა უპირატესობით დაიწყო,ისევ ჩამოცხა ტორპედოს საჯარიმოში,ერთ–ერთ ეპიზოდში ისევ გუნდის კაპიტანს ჰქონდა გოლის გატანის რეალური შანსი,ავალიშვილი კოსტავამ გაიყვანა კარგი პასით დასარტყმელ პიზიციაზე,მაგრამ ისევ სტუმართა მეკარე იყო მოწოდების სიმაღლეზე.
    ორიოდ წუთში ქუთაისელთა კარისაკენ ახლო მანძილიდან ჯარიმიდან დარტყმული ბურთი ცოცხალ კედელში მდგომ მცველს ხელზე მოხვდა,მაგრამ მსაჯის სასტვენი დუმდა.
    ამ დროისათვის ქუთაისელები კონტრშეტევებით ცდილობდნენ ხარაგაულელთა კარისკენ შეტევას,მაგრამ არაფერი გამოსდიოდათ.
    მაჩის 63 წუთზე მასირებული შეტევის დროს,ტორპედოს მცველმა თავისი გუნდის საჯარიმოში ჯაბა ავალიშვილის წინააღმდეგ თამაშის წესები დაარღვია, მსაჯმა  თერთმეტმეტრიანი დანიშნა. პენლის ნიშნულთან თავად დაზარალებული მივიდა და გამოზომილი დარტყმით ანგარიშიც გახსნა 1-0
     გაშვებული გოლის შემდეგ მაყურებელი ქუთაისელთა გააქტიურებას ელოდა,მათაც შეუტიეს,მაგრამ გოლი ისევ საკუთარ კარში მიიღეს:
      რამოდენიმესვლიანი კომბინაციის შემდეგ ცხადაძემ კარგად და ძლიერად დაარტყა,ბურთი კარის ძელმა მიოგერია,დამატებაზე ჭაჭიაშვილმა დაასწრო ყველას და 68 წუთზე მეორე გოლი გაიტანა ქუთაისელთა კარში. 2-0
 
 
 
      მეორე გაშვებული გოლის შემდეგ ტორპედოს დაეტყო,რომ ის მატჩის გადარჩენას ვეღარ შეძლებდა. მათ რამოდენიმეჯერ ფლანგიდან მოაწოდეს სახიფატოდ,მაგრამ ფხიზლად იყვნენ ჩხერიმელას მცველები.
       სტუმრებს დარლა დაეტყოთ,რითაც ხარაგაულელები სარგებლობდნენ და ისევ მწვავედ უტევდნენ მეტოქის კარს,რამდენიმე კარგი ტარტყმაც განახორციელეს,მაგრამ ბურთი კარს აცდა.
       მატჩის ბოლო წუთებზე სტუმრებს პრესტიჟის გოლის გატანის შანსი ჰქონდათ,მაგრამ ახლო მანძილიდან თავით დარტყმული მერკვილიშვილის ნადავლი გახდა.
       უნდა აღინიშნოს,რომ ამ მომენტის გარდა ქუთაისელებს კარის ჩარჩოში არ დაურტყამთ, მხოლოდ რამოდენიმე მათი დარტყმა აცდა ჩხერიმელას კარს.
       მატჩი მასპინძლებმა მშვიდად მიიყვანეს დამსახურებულ გამარჯვებამდე.
 
              ჩხერიმელა 2-0 ტორპედო 2008 2
            ავალიშვილი 64' (პენ)
                                ჭაჭიაშვილი 68'
 
                  
       ამ მოგებით გუნდმა დააგროვა 34 ქულა და დღევანდელ სტუმრებს სატურნირი ცხრილში ადგილი გაუცვალა.ქუთაისელებს 33 ქულა აქვთ. ჩხერიმელა ცხრილის მეოთხე საფეხურზე იმყოფება.
               


კატეგორია: ფეხბურთი | დაამატა: misisarqiteqtor (20.04.2010)
ნანახია: 557 | კომენტარი: 5 | ტეგები: ტორპედო 2008, ჩხერიმელა | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 5
0   Spam
5 arqiteqtor   (23.04.2010 14:16)
პრეტენზიებს ვერ ავცდით

0   Spam
4 vaa   (23.04.2010 01:03)
daaxloebit mainc daweret xolme ramdeni xalxi eswreba, simbolurad :)

+1   Spam
3 marik_ooo   (21.04.2010 22:20)
au magari tamashi iyo,gansakutrebit gaformeba momewona.gamosworebis gzaze dganan. amatma iqneb gvishvelon.me visiamovne.ise amdeni xalxi jer ar yofila da albat amanac ganapiroba.

0   Spam
2 arqiteqtor   (21.04.2010 02:21)
კარგი თამაში მოვიგეთ.


0   Spam
1 nutu   (21.04.2010 00:38)
sg kai tamashi iyo, sg bichebs !

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
სოციალური ქსელი

შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 742

ჩხერიმელა

პარტნიორები
ჩხერიმელა

ქართული ფეხბურთი

InterClubGeorgia

Givifilms Studio გივიფილმს სტუდიო

orthodoxy.ge

ფოტო წარსულიდან
ჩხერიმელა
რეკლამა საიტზე
-->
ავტორი გივი კურტანიძე © / Copyright MyCorp © 2016