პარასკევი, 19.04.2024, 11:06
      ხარაგაული და ხარაგაულელები
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
დრო

Tbilisi

ამინდი ხარაგაულში
ვიზიტორთა ადგილი
შესვლის ფორმა
საკათედრო ტაძარი
?????????
სტატისტიკა

სულ საიტზე: 1
სტუმრები: 1
მომხმარებლები: 0

free counters

სექციის კატეგორიები
ფეხბურთი [25]
"ჩხერიმელა"
ფოტოგალერეა

საჭირო პროგრამები

მთავარი » სტატიები » ფეხბურთი

ჩხერიმელა – საირმე 01.05.2010
   1 მაისს 17 საათზე,ხარაგაულის სოსო აბაშიძის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მეორე ლიგის დასავლეთ რეგიონალლიგის XXII ტურის მატჩი გაიმართა ხარაგაულის ''ჩხერიმელასა'' და ბარდათის ''საირმეს'' შორის.  
მატჩს 200 მდე გულშემატკივარი ესწრებოდა.
 
   ამ გუნდების პირველი დაპირისპირება პირველ წრეში ბაღდათში  2009 წლის 7 ოქტომბერს გაიმართა და მატჩი ჩხერიმელას გამარჯვებით დასრულდა ანგარიშით 1-2.
 
       
 
    დღევანდელი მატჩი კი სტუმართა აქტიურობით დაიწყო და ამის შედეგად ანგარიშიც მალევე გაიხსნა,საირმეს ფეხბურთელმა თავური დარტყმით დალაშქრა მასპინძელთა კარი.
    ჩხერიმელა გონს ცოტა გვიან მოეგო,მანამდე კი ისევ სტუმრები უტევდნენ და რამოდენიმეჯერ ანგარიშის გაზრდის შანსიც ჰქონდათ.
    პირველი ტაიმის მეორე ნახევრიდან ჩხერიმელამ თამაში დაალაგა და მეტოქის ნახევარზე დამკვიდრდა,საირმე კი კონტრშეტევების ხარჯზე ცდილობდა მერკვილიშვილის კარის მეორედ აღებას.
    ხარაგაულელები მწვავედ უტევდნენ,მაგრამ გადამწყვეტ ფაზაში ვეღარ ახერხებდნენ ზუსტ თამაშს,ზოგიერთ მომენტში ბურთის სათანადოდ დამუშავებაში ფეხბურთელებს მოედნის უვარგისი საფარი უშლიდა ხელს.
    ბაღდადელების კართან არაერთი კუთხურის და სახიფათო საჯარიმოს განეიტრალების შემდეგ პითველი ტაიმიც დასრულდა.აღსანიშნავია საირმეს მეკარის (გუნდის კაპიტნის) კარგი თამაში.
    მეორე ტაიმი ისევ ხარაგაულელებმა დაიწყეს აქტიურად,მთავარმა მწრთვნელმა ენდელაძემ ცვლილებებს მიმართა და გუნდის შეტევითი პოტენციალი გააძლიერა,გუნდმაც შეუტია.
საპასუხოდ საირმეც ხშირად გადადიოდა მეტოქის ნახევარზე და საკმაოდ მწვავედაც.
    სტუმართა კართან კიდევ რამოდენიმე სახიფათო მომენტის შემდეგ 75 წუთზე მასპინძელთა გუნდის უდავო ლიდერმა,კაპიტანმა ჯაბა ავალიშვილმა თავისი შანსი გამოიყენა და ანგარიში გაათანაბრა.
    შეტევა ლაშა ცხადაძის საჯარიმოში შეჭრით დაიწყო,მან მცველი ჩამოიშორა და გამჭოლი გადაცემა გაუკეთა ავალიშვილს,გუნდის საუკეთესო ბომბარდირმა თანაგუნდელს გარჯა დაუფასა და ახლო მანძილიდან ბურთი ბადეში გაახვია.
    ანგარიშის გათანაბრებას მაყურებელთა მხრიდან უდიდესი აჟიოტაჟი მოჰყვა, ფეხბურთელებმაც ირწმუნეს,რომ თამაშის გადარჩენა შეიძლებოდა და შედეგად საირმეს კართან ''ჩამოცხა''
     ჩხერიმელამ 15 წუთიანი შტურმი მოაწყო ბაღდათელების საჯარიმოზე,აღსანიშნავია სტუმრების დაცვის თავდადებული თამაში.გეგონებოდა რაიმე ტიტულისთვის იბრძვიანო ისე გაშმაგებით უტევდნენ დამხვდურნი და ისე გაშმაგებით იცავდნენ თავს მომხვდურნი.
     მატჩის ბოლო აკორდი  ჩაწოდებულ ბურთზე ჩხერიმელას ფეხბურთელის მიერ თავური დარტყმა იყო,როდესაც ბურთი რამოდენიმე სანტიმეტრით ასცდა სტუმართა ცარიელ კარს.
     საბოლოოდ საირმეს ფეხბურთელების თავდადებისა და შემტევთა დაბალსაშემსრულებლო დონის უდროო დროს გამოვლინების გათვალისწინებით მატჩი ფრედ დასრულდა. 
 
                        ჩხერიმელა 1-1 საირმე 
 
   
     უნდა აღინიშნოს სტუმართა მეკარის კიდევ ერთი წვლილი ამ მატჩში,იმასთან ერთად,რომ კარგად იცავდა თავის კარს, მთელი მატჩის მანძილზე მიზანმიმართულად ცდილობდა დროის გაყვანას და საბოლოოდ მთელი თამაშის მანძილზე მინიმუმ ხუთ  წუთზე მეტი გაიყვანა ბურთის გასწორებაში და კარიდან თავისუფალი დარტყმის გვიან შესრულებაში.
     როგორც წესი ამ დროს მსაჯმა აუცილაბლად უნდა დააჩქარებინოს მეკარეს ბურთის თამაშში შეყვანა და განმეორების შემთხვევაში კი უნდა გააფრთხილოს კიდეც ყვითლით ,მაგრამ დრევანდელ არბიტრს ეს ასე არ გაუკეთებია,ან შესაძლოა არ იცოდა,რომ ასე უნდა ექნა.
 
    მომდევნო მატჩს ჩხერიმელა 5 მაისს სტუმრად წყალტუბოში ''სამგურალთან''გამართავს.
მატჩი მეტად პრინციპულია სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე.
    
კატეგორია: ფეხბურთი | დაამატა: misisarqiteqtor (02.05.2010)
ნანახია: 1714 | ტეგები: საირმე, ხარაგაული, ბაღდათი, ჩხერიმელა | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
სოციალური ქსელი

შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 773

ჩხერიმელა

პარტნიორები
ჩხერიმელა

ქართული ფეხბურთი

InterClubGeorgia

Givifilms Studio გივიფილმს სტუდიო

orthodoxy.ge

ფოტო წარსულიდან
ჩხერიმელა
რეკლამა საიტზე
-->
ავტორი გივი კურტანიძე © / Copyright MyCorp © 2024