ხუთშაბათი, 18.04.2024, 03:42
      ხარაგაული და ხარაგაულელები
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
დრო

Tbilisi

ამინდი ხარაგაულში
ვიზიტორთა ადგილი
შესვლის ფორმა
საკათედრო ტაძარი
?????????
სტატისტიკა

სულ საიტზე: 1
სტუმრები: 1
მომხმარებლები: 0

free counters

სექციის კატეგორიები
ფეხბურთი [25]
"ჩხერიმელა"
ფოტოგალერეა

საჭირო პროგრამები

მთავარი » სტატიები » ფეხბურთი

ჩხერიმელა – ადელი (ბათუმი) 11.05.10
   დღეს 11 მაისს 17 საათზე,ხარაგაულის სოსო აბაშიძის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მეორე ლიგის დასავლეთ რეგიონალლიგის XXV ტურის მატჩი გაიმართა ხარაგაულის ''ჩხერიმელასა'' და ბათუმის ''ადელს'' შორის.  
მატჩს 250 მდე გულშემატკივარი დაესწრო.
     ამ გუნდების პირველი დაპირისპირება პირველ წრეში,ბათუმში 2009 წლის 21 ოქტომბერს გაიმართა და მატჩი მასპინძლების გამარჯვებით დასრულდა ანგარიშით 1-0 
     დღევანდელი მატჩში ფეხბურთელებს ყველანაირი პირობა ჰქონდათ იმისათვის,რომ სანახაობრივი თამაში ეჩვენებინათ,ამ ყველაფერს კარგმა ამინდმა შეუწყო ხელი. 
     აღსანიშნავია გულშემატკივრის თავგამოდებული აქტიურობა და ქომაგობა.
 
    
 
     თამაში ურთიერთდაზვერვით დაიწყო,ბურთმა მოედნის ცენტრში რემოდენიმე წუთი დაჰყო.
    ერთ ერთ მომენტში ჩხერიმელას საჯარიმოს მისადგომებთან ჩაკიდებულ ბურთს თავი კარგად დაჰკრა ბათუმელმა ფეხბურთელმა და წინ გამოსულ მეკარეს თავს ზემოდან გადაუგდო, მერკვილიშვილმა ბურთს ვეღარ მიუსწრო და მისი კარიდან გამოტანა მოუხდა 0-1 
     გაშვებულმა გოლმა ჩხერიმელა დააბნია და კიდევ გაეპარათ სახიფათო შეტევა,რომ არა მოედნის ცუდი საფარი,მეკარესთან პირისპირ დარჩენილ სტუმართა თავდამსხმელი აუცილებლად ორამდე გაზრდიდა ანგარიშს.
     მცირე არეულობის შემდეგ ჩხერიმელამ მოახერხა თამაშის დალაგება და ნელ–ნელა ადელის კარსაც დაემუქრა,ტერიტორიულ უპირატესობასაც დაეუფლა და სტუმრებს სახიფათო ჩაწოდებებით და კუთხურებით ავიწროვებდა. ტაიმის 44 წუთზე ერთ–ერთ შეტევას ანგარიშის გამათანაბრებელი გოლი მოჰყვა: საჯარიმოში შეჭრილმა ჩხერიმელას ფორვარდმა ჯაბა ავალიშვილმა კარში ძლიერად დაარტყა,ბურთი მცველს მოხვდა და მიმართულება შეიცვალა, მაგრამ მაინც კარისკენ წავიდა და მეკარემ მისი აღება ვერ მოახერხა 1-1.
     ტაიმი ასევე დასრულდა.
     მეორე ტაიმი ისევ ბათუმელებმა დაიწყეს აქტიურად,რამოდენიმეჯერ დაარტყეს კიდეც კარში,მაგრამ მერკვილიშვილი მოწოდების სიმაღლეზე იყო.
     გულშემატკივრის ორგანიზებული შეძახილებით და მხარდაჭერით წაქეზებულმა ჩხერიმელამ ისევ მოიპოვა უპირატესობა,გუნდის მეცხრე ნომერმა ლაშა ცხადაძემ რამოდენიმე რეალური საგოლე მომანტი ვერ გამოიყენა,კარგი ჩაწოდების შემდეგ თავური ააცილა ავალიშვილმა,
    გამოირჩეოდნენ დაჩი კოსტავა და ვახტანგ ჭაჭიაშვილი,თამაზ ნადირაზე,გიორგი მეტრეველი და დაცვის ბურჯი გიორგი ხურციძე.
      მეორე ტაიმის შეაწელში ერთი არსანიშნავი ფაქტი მოხდა: ადელის შემადგენლობაში შეცვლაზე კოტ დ'ივუარელი ფეხბურთელი – ფოფანა გორო დიე შემოვიდა.
 
     
 
     შავკანიანის შემოსვლამ ტრიბუნებზე მხიარულობე გამოიწვია და დაძაბული გულშემატკივარი გაახალისა. საგულისხმოა ,რომ ფოფანა პირველი შავკანიანი ადამიანია, ვინც ხარაგაულის სტადიონზე ბურთის სათამაშოდ გამოვიდა.
 
     
 
      ისევ ჩხერიმელას შეტევები გრძელდებოდაა,კიდევ ერთჯერ აღმოჩნდა ლაშა ცხადაძე მეკარესთან პირისპირ,მაგრამ ძლიერად დარტყმული ბათუმელთა გოლკიპერს მოარტყა.        
     ამ მომენტიდან რამოდენიმე წუთში,როდესაც ბურთით ჩხერიმელას მცველები იყვნენ,ადელმა პრესინგს მიმართა,მცველებმა ბურთი მეკარეს დაუბრუნეს,მეკარემ დასწრებაზე ძლიერად დაარტყა,ბურთი ბათუმელთა თავდამსხმელს მოხვდა და საპირისპირო მიმართულებით წასული ჩხერიმელას კარში ჩაეშვა 1-2 
      ასეთი გოლის შემდეგ მასპინძლები დაიბნენ და აირივნენ,გუნდის თამაში დაიშალა და უპირატესობა ბათუმელებმა იგდეს ხელთ,მათ შეუტიეს,ჩხერიმელა ბურთის მოგერიებასაც ვერ ახერხებდა. ერთ–ერთი ჩაწოდების დროს,მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ზანგმა ფეხბურთელმა თითქმის ცარიელ კარში 5 მეტრიდან ბურთი ხარიხას მოარტყა,ხარიხამ ბურთი ისევ ადელის სხვა თავდამსხმელს დაუბრუნა,თუმცა საბედნიეროდ მისი დარტყმული კარს ასცდა.
       ამ მომენტმა ჩხერიმელა გამოაფხიზლა,მათ ირწმუნეს,რომ თამაში არ იყო წაგებული, გამოცოცხლდა დადუმებული ტრიბუნაც და მატჩი ისევ ჩვეულ კალაპოტში ჩადგა, ჩხერიმელამ უპირატესობა მოიპოვა,ბათუმელებმა უკან დაიწიეს და ანგარიშის ჩენარჩუნებაზე გააკეთეს აქცენტი,თავდადებამ შედები გამოიღო,მეტოქის საჯარიმოს მისადგომებთან დაბანაკებული მასპინძლები მწვავედ უტევდნენ,ბურთი საჯარიმოში შეიტანეს,მატჩის ანტიგმირობის კანდიდატ ლაშა ცხადაძის მისამართით გაკეთდა გადაცემა,მცველთა გარემოცვაში მოქცეულმა ცხადაძემ კარში დაარტყა და 13-15 მეტრის მანძილიდან ულამაზესი დარტყმით ბურთს კარის ცხრიანში მიუჩინა ადგილი და მატჩის გმირადაც იქცა 2-2 
 
 
     
 
       ამ გოლმა ფრთები შეასხა ჩხერიმელას,მატჩის ბოლო წუთებზე შტურმო მოაწყვეს ადელის კართან. აღსანიშნავია რამოდენიმე სახიფათო კუთხური და ჯაბა ავალიშვილის საჯარიმო დარტყმა 25-27 მეტრიდან,რომელიც თავგანწირული ნახტომით მოიგერია ზღვისპირელმა მეკარემ.
       საბოლოოდ მატჩი ფრედ დასრულდა,მაყურებელს ორივე გუნდმა მშვენიერი საფეხბურთო საღამო აჩუქა.
      მსგავსი სანახაობრივი თამაში ბევრ შემთხვევაში მაღალ ლიგებსაც კი შეშურდაბოდათ
.

                      
ჩხერიმელა 2-2 ადელი
 
 
 

 
   მომდევნო მატჩს ჩხერიმელა 25 მაისს წალენჯიხაში ადგილობრივ ''სქურთან'' გამართავს,პირველ წრეში ეს გუნდები ხარაგაულში შეხვდნენ და სქური 2-0 დამარცხდა.
      
 
 
 
       
 
სტატიის ავტორი გივი კურტანიძე ©

    
კატეგორია: ფეხბურთი | დაამატა: arqiteqtor (11.05.2010)
ნანახია: 1954 | კომენტარი: 2 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 2
0  
2 arqiteqtor   (17.05.2010 20:41) [Материал]
მარიკო მაინც არ ამხელ რომელი ხარ ხო?!


0  
1 marik_ooo   (13.05.2010 22:23) [Материал]
au ra aris ra naxaven am angarishs da arc kais daweren arc cuds.ra gtirt ha????
me ra moclili var???wignebs vurtyav tavs.........tqvit rame an kai an cudi
martla mabrazebt ra.............

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
სოციალური ქსელი

შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 773

ჩხერიმელა

პარტნიორები
ჩხერიმელა

ქართული ფეხბურთი

InterClubGeorgia

Givifilms Studio გივიფილმს სტუდიო

orthodoxy.ge

ფოტო წარსულიდან
ჩხერიმელა
რეკლამა საიტზე
-->
ავტორი გივი კურტანიძე © / Copyright MyCorp © 2024