შაბათი, 20.04.2024, 08:34
      ხარაგაული და ხარაგაულელები
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
დრო

Tbilisi

კალენდარი
«  ოქტომბერი 2010  »
ორ.სამ.ოთხ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ამინდი ხარაგაულში
ვიზიტორთა ადგილი
შესვლის ფორმა
საკათედრო ტაძარი
?????????
სტატისტიკა

სულ საიტზე: 1
სტუმრები: 1
მომხმარებლები: 0

free counters

ფოტოგალერეა

საჭირო პროგრამები

მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 25 » სიმინდის წარმოების ხელშემწყობი პროგრამა
09:34
სიმინდის წარმოების ხელშემწყობი პროგრამა

    დღეს იმერეთში სიმინდის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა დაიწყო. სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი და სახელმწიფო რწმუნებული_გუბერნატორი ლაშა მაქაცარია სამტრედიასა და ხარაგაულში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებსა და სოფლების გამგებლებს შეხვდნენ და სიმინდის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა გააცნეს. პროგრამის მიზანია სიმინდის საჰექტარო მოსავლიანობის ზრდის ხელშეწყობა და წარმოების განვითარება საქართველოში. იგი ითვალისწინებს მაღალხარისხიანი, სერტიფიცირებული სიმინდის ჰიბრიდული ტიპის სათესლე მასალის გაცემას პირდაპირი ანგარიშსწორებით ან შვიდი თვის განვადებით. დარიგდა სპეციალური ბუკლეტები და ანკეტები რომლის შევსების შესაძლებლობა ნებისმიერ მსურველს ექნება და ყველა დარეგისტრირებული მაქსიმალურად დაკმაყოფილდება.

  როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა განაცხადა ახალი ჰიბრიდული ჯიშის სიმინდი გვალვაგამძლე და მარალპროდუქტიულია, ხოლო მოსავლის აღების შემდეგ არამარტო აღმოიფხვრება სიმინდის დეფიციტის პრობლემა, არამედ საქართველო მის ექსპორტირებასაც შეძლებს.

  "იმერეთში ძირითადად გვაქვს სამი მიმართულება, ეს არის სათბურები, მეცხოველეობა და მარცვლეული კულტურების განვითარება, ვინაიდან სათბურებისა და მეცხოველეობის პრობლემები მეტნაკლებად აღმოფხვრილია, მაქსიმალური მხარდაჭერა სჭირდება მარცვლეული კულტურის განვითარებას. ჩვენ ყველანაირად შევუწყობთ ხელს ყოველ დაინტერესებულ პირს, ეს პროგრამა მიტანილი იქნება ყოველ მოსახლემდე" _ განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა ლაშა მაქაცარიამ.

                      

                                                                                          წყარო – http://imereti.ge


         


        

 
დაწვრილებითი ინფორმაცია იხილე საიტზე – http://www.simindi.ge/



ავტორი – გივი კურტანიძე
ნანახია: 2319 | დაამატა: arqiteqtor | ტეგები: გუბერნატორი, სიმინდი, კვეზერელი, მაქაცარია | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
სოციალური ქსელი

შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 773

ჩხერიმელა

პარტნიორები
ჩხერიმელა

ქართული ფეხბურთი

InterClubGeorgia

Givifilms Studio გივიფილმს სტუდიო

orthodoxy.ge

ფოტო წარსულიდან
ჩხერიმელა
რეკლამა საიტზე
-->
ავტორი გივი კურტანიძე © / Copyright MyCorp © 2024