ხუთშაბათი, 28.03.2024, 19:41
      ხარაგაული და ხარაგაულელები
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
დრო

Tbilisi

კალენდარი
«  დეკემბერი 2010  »
ორ.სამ.ოთხ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ამინდი ხარაგაულში
ვიზიტორთა ადგილი
შესვლის ფორმა
საკათედრო ტაძარი
?????????
სტატისტიკა

სულ საიტზე: 1
სტუმრები: 1
მომხმარებლები: 0

free counters

ფოტოგალერეა

საჭირო პროგრამები

მთავარი » 2010 » დეკემბერი » 19 » საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ქრისტეფორე III ციცქიშვილი
22:43
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ქრისტეფორე III ციცქიშვილი
მისი უწმიდესობა და უნეტარესობა ქრისტეფორე III (ერისკაცობაში ქრისტეფორე მურმანის ძე ციცქიშვილი) დაიბადა 1873 წლის 27 მარტს, სოფ. ვერტყვიჭალაში (ხარაგაულის რაიონი) მღვდლის ოჯახში.  
    1882-1886 წლებში სწავლობდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში, 1887-1893 წლებში _ თბილისის სასულიერო სემინარიაში.
    1895 წლის 1 აპრილს აკურთხეს მღვდლად და განაწესეს კასპიისპირეთის ოლქში _ დაბა მიხაილოვკაში. 1896 წელს დაინშნა გორის მაზრის სოფელ ხიდისთავის "წედისის” წმინდა გიორგის ეკლესიის წინამძღვრად.
    1897 წლის 7 ივნისს გადაყვანილ იქნა იტრიის ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის წინამძღვრად. 
    1899 წლის 6 მაისს დაჯილდოვდა საგვერდულით. იმავე წლის 7 დეკემბერს აირჩიეს გორის მაზრის VII ოლქის მთავარხუცესად.
    1904 წლის 26 ივლისს დაინიშნა გორის მაზრის სამრევლო-საეკლესიო სკოლების ზედამხედველად.  1905 წლის 6 მაისს დაჯილდოვდა კამოლავკით. იგი იყო თავმჯდომარე 
    1905 წელს თბილისში გამართული ქართველი სამღვდელოების ყრილობისა, რომელმაც მიიღო მიმართვა რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ II-ის მიმართ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შესახებ.  $CUT$ 
    1905 წლის სექტემბერში დაინიშნა ავლაბრის პროგიმნაზიის მასწავლებლად (1905-1918), იქვე ქართული ენის მასწავლებლად(1918-1921). 
    1915 წლის 6 მაისს დაჯილდოვდა სამჯერადი ოქროს ჯვრით. 1918-1920 წლებში მსახურობდა მოძღვრად მეხუთე პოლკში, 1920-1921 წლებში _ ნაბატევის სამრევლოში.
    1921 წლიდან იყო ჯერ თბილისის ალექსანდრე ნეველის სამხედრო ტაძრის, ხოლო შემდეგ _ ვერის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი. 
    1922 წლის 18 მარტს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ამბროსიმ აკურთხა ეპისკოპოსად და განაწესა ურბნისის ეპარქიის მმართველად. 
    1922 წლის 28 მაისიდან ასრულებდა კათოლიკოს პატრიარქის ქორეპისკოპოსის მოვალეობას.

                                 

    1922 წლის 13 იანვარს საქართველოს "ჩეკას” განკარგულებით ანტისაბჭოური მემორანდუმის შედგენისა და გენუის საერთაშორისო კონფერენციაზე გაგზავნის გამო დაპატიმრებულ იქნა უწმინდესი და უნეტარესი ამბროსი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკათალიკოსო საბჭოს წევრების უმრავლესობა. ეპისკოპოსი ქრისტეფორე 1922 წლის 13 იანვრიდან 1925 წლის 8 მარტამდე ასრულებდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოვალეობას.

    პატრიარქ ამბროსის დაპატიმრების შემდეგ საქართველოს ეკლესიის დროებითმა მმართველობამ ურბნელ ეპისკოპოსის ქრისტეფორეს სახელით საბჭოთა ხელისუფლებას მიმართ ასეთი განცხადება გააკეთა – "ვაცხადებთ, რომ ვართ საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მოქალაქენი და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წევრნი, რომელნიც ვაღიარებთ მუშურ-გლეხურ კომუნისტურ ხელისუფლებას, ვემორჩილებით მას, არ ვაწარმოებთ მთავრობის საწინააღმდეგო მუშაობას”.
იგი გამოდიოდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის განახლებისა და რეფორმების მომხრედ, აკრიტიკებდა უწმინდესი ამბროსის კურსს, რომელიც ბოლშევიკურ ხელისუფლებას უწოდებდა საოკუპაციოს და მზად იყო ხელისუფლებასთან ლოიალობისა და თანამშრომლობისათვის. მან ქუთათელ ეპისკოპოს დავით კაჭახიძესთან ერთად მოითხოვა პატრიარქ ამბროსის გადადგომა.

   პატრიარქის ლოცვა-კურთხევის გარეშე 1926 წლის დეკემბერში მოიწვია ქუთაისის საეკლესიო კრება, შექმნა საქართველოს ეკლესიის დროებითი მმართველობა. კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი, ფაქტობრივად, ჩამოშორდა ეკლესიის მართვას.
     1927 წლის 21-27 ივნისს თბილისში ჩატარებულმა IV საეკლესიო კრებამ ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ქრისტეფორე სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქად აირჩია. ახლად არჩეულმა პატრიარქმა საბჭოთა ხელისუფლება ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესების გამომხატველ ხელისუფლებად გამოაცხადა და იმედოვნებდა, რომ შეაჩერებდა ბოლშევიკური ხელისუფლების ანტირელიგიურ კამპანიას, მაგრამ ასე არ მოხდა. პირიქით, კიდევ უფრო გაძლიერდა სასულიერო პირებზე ზეწოლა, ეკლესია-მონასტრების ადმინისტრაციული წესით დახურვა, სასულიერო პირების რეპრესიები. ასეთ ვითარებაში იგი 1930 წლის 15 ოქტომბერს იძულებული გახდა, დაჰპირისპირებოდა ბოლშევიკურ ხელისუფლებას და ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეს, ფილიპე მახარაძეს მისწერა:

   "საქართველოს საკათალიკოსო სინოდის დავალებით პატივისცემით წარმოგიდგენთ ამ განცხადებას, რომლითაც ჩვენ მივიქცევთ საქართველოს ცაკის ყურადღებას რომ მთავრობის დეკრეტები და განკარგულებები ეკლესიის შესახებ არ სრულდება. ა) ბევრს ანტირელიგიური პროპაგანდა გაგებული აქვს როგორც მორწმუნეთა, ეკლესიის და სამღვდელოების შეუზღუდველი დევნა. ბ) დაუსჯელად მიმდინარეობს ეკლესიების ძარცვა, მისი ქონების მითვისება, ხელოვნური ხანძრებით შენობათა განადგურება. გ) ეპისკოპოსებს არ აძლევენ ნებას ეპარქიებში მოგზაურობისა და წირვა ლოცვის ჩატარების. დ) კიდევ უფრო გაიზარდა სასულიერო პირთა საშემოსავლო გადასახადები… ჩვენ მოგახსენებთ, რომ დღეს წარმოებული შევიწროებანი საქართველოს ეკლესიის უდრის მის მოსპობას. რაც არ უნდა იყოს სასურველი არავისათვის” (სტილი დაცულია).

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაუსაძლის მდგომარეობაზე მიუთითებდა 1931 წლის 28 აპრილის მიმართვა ხელისუფლებისადმი, რომელიც კათოლიკოს პატრიარქ ქრისტეფორე III-ის მიერაა შედგენილი: _ "მე მაქვს წარმოდგენილი დეკლარაციები ჩემი შემოსავლისა 1929-30 წლებში, მაგრამ იმდენი გადასახადი შემომაწერეს, რასაც ვერ გადავიხდი… ფინაგენტმა აღწერა ჩემი ბინა, ნივთები… ვთხოვ თბილისის აღმასკომს, მოახდინოს განკარგულება, სრულიად მომეხსნას გადასახადები, როგორც მცირე შემოსავლიანს და მძიმედ დასნეულებულს.” კათოლიკოს პატრიარქი ქრისტეფორე III აღესრულა 1932 წლის 10 იანვარს… დაკრძალულია სიონის საპატრიარქო ტაძარში.

ლიტერატურა: სერგო ვარდოსანიძე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 1917-1952 წწ.





ნანახია: 1715 | დაამატა: arqiteqtor | ტეგები: საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ქრი | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
სოციალური ქსელი

შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 773

ჩხერიმელა

პარტნიორები
ჩხერიმელა

ქართული ფეხბურთი

InterClubGeorgia

Givifilms Studio გივიფილმს სტუდიო

orthodoxy.ge

ფოტო წარსულიდან
ჩხერიმელა
რეკლამა საიტზე
-->
ავტორი გივი კურტანიძე © / Copyright MyCorp © 2024