ხუთშაბათი, 25.04.2024, 23:40
      ხარაგაული და ხარაგაულელები
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
დრო

Tbilisi

კალენდარი
«  ოქტომბერი 2010  »
ორ.სამ.ოთხ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ამინდი ხარაგაულში
ვიზიტორთა ადგილი
შესვლის ფორმა
საკათედრო ტაძარი
?????????
სტატისტიკა

სულ საიტზე: 1
სტუმრები: 1
მომხმარებლები: 0

free counters

ფოტოგალერეა

საჭირო პროგრამები

მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 1 » ს.კ. “ჩხერიმელას” გულშემატკივრების მიმართვა სფფ. სამსაჯო კომიტეტს
11:20
ს.კ. “ჩხერიმელას” გულშემატკივრების მიმართვა სფფ. სამსაჯო კომიტეტს
30 სექტემბერს,ხარაგაულის სოსო აბაშიძის სახელობის სტადიონზე გამართული ჩხერიმელა – გაგრას მატჩის არბიტრის მიერ დამატებული 7 (!) წუთი საბოლოოდ საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის,რომ ჩხერიმელას კარში გოლი გასულიყო.
ხარაგაულის "ჩხერიმელას” გულშემატკივრები მივმართავთ სფფ–ს სამსაჯო – სადამკვირვებლო განყოფილებას და სამსაჯო კომიტეტს მოახდინონ ამ მატჩზე დაფიქსირებული ინციდენტების გამოძიება და სათანადოდ დასაჯოს მატჩის არბიტრი თორნიკე გვანცელაძე.
სამწუხაროდ მატჩის სრული ვიდეოჩანაწერი "ჩხერიმელას” არ გააჩნია,მატჩს სრულად იღებდა საფეხბურთო კლუბ გაგრას ოპერატორი.(იმედია ფირს არ დაამონტაჟებენ და სრულ ვერსიას მიაწდიან სათანადო კომისიას)
მინდა ვთხოვო სათანადო ინსტანციას,განიხილინ აღნიშნულის ფირი და მოახდინონ გამოძიება პენალტის დანიშვნასთან დაკავშირებულ სადავო მომენტზე და თუ რამდენი წუთი გადააჭარბა არბიტრმა ოფიციალურად დამატებულ სამ წუთს.
სადავო მომენტების აღწერა:
35′: "გაგრა” მარჯვენა ფლანგიდან ახორციელებს შეტევას.მათი ფეხბურთელი საჯარიმოში შედის,ორთაბრძოლის დროს მცველმა ვარდნაში ბურთის გადაგდება მოახერხა,შემდეგ შემტევსაც მოარტყა ფეხი,რომელიც (თვითმხილველთა თქმით) ამ დროს უკვე მოედნის გარეთ იმყოფებოდა,მსაჯმა ეს ყველაფერი საჯარიმოს შიგნით დაინახა და ერთობ საეჭვო პენალტი დანიშნა ჩხერილელას კარში
90′: მეოთხე სათადარიგო მსაჯმა დამსწრე მაყურებელს აჩვენა,რომ ძირითად დროს დამატებული იყო 3 წუთი
97′ (!) უკვე ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა,რომ სანამ გაგრა ანგარიშს არ გაათანაბრებდა,მსაჯი მატჩის დამთავრებას არ აპირებდა.ყველა საათს უყურებდა და ყველა აღნიშნავდა,რომ მატჩის დამატებულ 3 წუთს მინინუნ ერთი იმდენი გადაამეტა.
"გაგრა” მასირებულ შეტევებს ახორციელებდა,თუმცა "ჩხერიმელას” მცველები კარგად იცავდნენ თავს.
…მარცხენა ფლანგზე გვერდითმა არბიტრმა აუტი აჩვენა გაგრელთა სასარგებლოდ,თუმცა საბოლოოდ ეს აუტი მთავარმა არბიტრმა ჯარიმად გადააკეთა და ბურთის საჯარიმოში ჩაწოდების საშუალება მისცა,რაც საბოლოოდ საბედისწერო აღმოჩნდა,და გაგრამ 97–ე წუთზე გაათანაბრა.
 
 
 
P.S. მინდა ვთხოვო ყველა ხარაგაულელს,ვისაც შეუძლია,გაავრცელონ ეს მიმართვა სხვადასხვა სპორტულ საიტებზე.
      ასევე სასურველია ეს ყველაფერი დაიბეჭდპს პრესის ფურცლებზეც.თუ ვინმეს ხმა მიუწვდება რომელიმე გაზეთის კორესპონდენტთან,გულშემატკივრები ვთხოვთ მიაწოდოს ეს მიმართვა გაზეთში გამოსაქვეყნებლად.
ნანახია: 1269 | დაამატა: arqiteqtor | ტეგები: გულშემატკივრები, ჩხერიმელა, ხარაგაული | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
სოციალური ქსელი

შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 773

ჩხერიმელა

პარტნიორები
ჩხერიმელა

ქართული ფეხბურთი

InterClubGeorgia

Givifilms Studio გივიფილმს სტუდიო

orthodoxy.ge

ფოტო წარსულიდან
ჩხერიმელა
რეკლამა საიტზე
-->
ავტორი გივი კურტანიძე © / Copyright MyCorp © 2024