ხუთშაბათი, 28.03.2024, 19:14
      ხარაგაული და ხარაგაულელები
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
დრო

Tbilisi

კალენდარი
«  მარტი 2017  »
ორ.სამ.ოთხ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ამინდი ხარაგაულში
ვიზიტორთა ადგილი
შესვლის ფორმა
საკათედრო ტაძარი
?????????
სტატისტიკა

სულ საიტზე: 1
სტუმრები: 1
მომხმარებლები: 0

free counters

ფოტოგალერეა

საჭირო პროგრამები

მთავარი » 2017 » მარტი » 25 » რომანოზ დეკანოსიძის ღვაწლი
11:45
რომანოზ დეკანოსიძის ღვაწლი

1900 წელი, გაზეთი "ივერია"

"მღვდელმა რომანოზ დეკანოსიძემ განიზრახა მიეშენებინა თავის სახლისათვის სამსართულიანი ქვიტკირის შენობა იმ გეგმით, რომ ქვედა ორ სართულში მოთავსებულიყო ორკლასიანი საეკლესიო-სამრევლო სასწავლებელი, ხოლო მესამე სართულზე გაემართა ეკლესია სკოლისათვის..."

გასული საუკუნის დასაწყისში, სკოლა-სამლოცველო რომანოზ დეკანოსიძემ ხარაგაულში საკუთარი სახსრებით, უანგაროდ ააშენა. ირკვევა, რომ ფულის მოსაგროვებლად თავისი კუთვნილი მამულებიც კი გაუყიდია, სულ 10 000 მანეთი დაუხარჯია და დიდად არც არავინ მიხმარებია, მაგრამ მაინც დაუსრულებია ეს დიდებული საქმე.

შენობის მშენებლობა დაახლოებით 1900-1901 წლებში დასრულებულა, რომანოზ დეკანოსიძეს პედაგოგებიც თავისი სახსრებით მოუწვევია, ხოლო ტაძრისათვის მიწები შეუწირია.

ხარაგაულის ხედი, 1910 წელი. სიმონ კაკულიას ფოტო   საგულისხმოა, რომ აღნიშნული სკოლა თავად რომანოზ დეკანოსიძემ დააარსა 1897 წელს და შენობის უქონლობის გამო დახურვა ემუქრებოდა.

მოგვიანებით, საქართველოს ოკუპაციისა და ქართული, მართლმადიდებლური ეკლესიის შევიწყოვების შემდეგ, კომუნისტებმა შენობას გუმბათი მოხსნეს და მასში მილიცია განათავსეს თავისივე სატუსაღოებით, შენობის ერთ ნაწილში სასამართლოც შეუშვეს.

1990-იანი წლების დასაწყისში შენობას ისევ ძველი ფუნქცია დაუბრუნდა და მასში სამლოცველო სახლი გაიხსნა, მალევე მესამე სართული ეკლესიად ეკურთხა წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელზე. პირველი მოძღვარი იყო მამა ზაქარია ფერაძე.

 

 

 

 

 

 

ხარაგაულის ხედი, 1910 წელი. სიმონ კაკულიას ფოტო

უკვე თითქმის 27 წელია ხარაგაულელი მორწმუნეები აქ დადიან. 11 წლის წინ, 2006 წელს კი ხარაგაულის საკათედრო ტაძარს ჩაეყარა საფუძველი.

 

                                                              

ძველი და ახალი ეკლესია 1910 და 2017 წ.წ.

სიმბოლურია, რომ ახალი ტაძარი რომანოზ დეკანოსიძის მიერ მოწყობილი ეკლესიის მახლობლად შენდება. ცოტაც და მშენებარე ტაძარს გუმბათი დაამშვენებს იმ ძველი გუმბათის საწყაოდ, რომელიც თავის დროზე ბოლშევიკებმა მოშალეს.

 

სტატიის ავტორი გივი კურტანიძე

                   

ხარაგაულის მაცხოვრის შობის საკათედრო ტაძარი. გივი კურტანიძის ფოტო. თებერვალი 2017

ისტორიული ფოტოს მოწოდებისათვის მადლობა ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმს გამოყენებული

ლიტერატურა: ხარაგაული, იზა ვეფხვაძე, (საგამომცემლო ცენტრი ქუთაისი 2014 წ.)

 

 

 

ნანახია: 2058 | დაამატა: arqiteqtor | ტეგები: ხარაგაული, დეკანოსიძე, kharagauli, ეკლესია | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
სოციალური ქსელი

შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 773

ჩხერიმელა

პარტნიორები
ჩხერიმელა

ქართული ფეხბურთი

InterClubGeorgia

Givifilms Studio გივიფილმს სტუდიო

orthodoxy.ge

ფოტო წარსულიდან
ჩხერიმელა
რეკლამა საიტზე
-->
ავტორი გივი კურტანიძე © / Copyright MyCorp © 2024