პარასკევი, 29.03.2024, 09:03
      ხარაგაული და ხარაგაულელები
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
დრო

Tbilisi

კალენდარი
«  იანვარი 2017  »
ორ.სამ.ოთხ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ამინდი ხარაგაულში
ვიზიტორთა ადგილი
შესვლის ფორმა
საკათედრო ტაძარი
?????????
სტატისტიკა

სულ საიტზე: 1
სტუმრები: 1
მომხმარებლები: 0

free counters

ფოტოგალერეა

საჭირო პროგრამები

მთავარი » 2017 » იანვარი » 28 » რა საერთო აქვს არსუკისძის მარჯვენას და ნუნისის ბერების კლდეს.
17:14
რა საერთო აქვს არსუკისძის მარჯვენას და ნუნისის ბერების კლდეს.

 სვეტიცხოვლის ტაძრის ჩრდილოეთ ფასადის მთავარი სარკმლის ზემოთ, ორ ქვაზე, რომელთა შორის ჩასმულია მესამე ქვა ხელისა და გონიოს რელიეფური გამოსახულებით, დასმულია წარწერა: „ჴელი მონისა არსუკისძისაჲ. შეუნდვეთ“

ამ წარწერამ წარმოშვა თქმულება იმის შესახებ, თუ როგორ სძლია სვეტიცხოვლის ამგებმა მასწავლებელს, რის გამოც მას მარჯვენა მოჰკვეთეს.
ასევე ამ გამოსახულების შთაგონებითაა შექმნილი კონსტანტინე გამსახურდიას ისტორიული რომანი “დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა”
თუმცა ეს ერთადერთი ლეგენდა არაა, რომელიც სვეტიცხოველზე გამოსახულ მარჯვენა ხელს უკავშრდება.
არსებობს ლეგენდა ნუნისის ბერების კლდის შესახებ, რომელსაც საფუძველი ჩაუყარა ე.წ. "იბერიონთა საძმო"-მ.
მას შემდეგ, რაც საძმომ 1989 წელს ბერების კლდეში ფართომაშტაბიანი ექსპედიცია და გათხრები ჩაატარა, იქაურობას "ნოეს საკურთხეველი" უწოდეს, კერძოდ კი “საკურთხეველი, რომელიც ნოემ ააგო კიდობნიდან გამოსვლისას ღმერთისთვის მსხვერპლის შესაწირად.”
ამ ლეგენდის თანახმად, ნოეს კიდობანი წყალზე არ ტივტივებდა, არამედ წარღვნის დროს “კიდობანი” (მთა, გამოქვაბული) ჰერმეტიულად დაიკეტა სწორედ ნუნისის მთაში და ხალხი მხოლოდ იმის წყალობით გადარჩა.
საინტერესოა, რომ ექსპედიცია თავდაპირველად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II ლოცვა კურთხევით დაიწყო, თუმცა ბოლოს საპატრიარქოს მხრიდან ეს დაგმობილ იქნა, და საქმიანობა ჩაითვალა ერეტიკოსობად...
მოგვიანებით საძმოს წევრმა, ვინმე გივი ალაზნისპირელმა (ფსევდონიმია) გამოაქვეყნა ოთხ ტომეული სახელწოდებით "მსოფლიოს დასაბამისეული აღმოჩენა", ხოლო 2000 წელს გაზეთ “ასავალ-დასავალისთვის” მიცემულ ინტერვიუში ალაზნისპირელი ააღნიშნავს, რომ:
არის დასკვნა, რომ სვეტიცხოველზე გამოსახულ ხელი, რომელსაც "კუთხე” ხესაწყო უჭირავს სინამდვილეში პროპორციულად მისანიშნი ნიშანი ყოფილა ნოეს კიდობნისკენ. "კუთხის" სიგრძის პროპორციული გაზრდის შემდეგ ზუსტად ისაზღვრება კიდობნის ადგილმდებარეობა, რომელიც ისევ და ისევ ნუნისს მიუთითებს.
ლეგენდას, ნუნისის ბერების კლდის შესახებ კიდევ მრავალი განშტოება აქვს, თუმცა ამ სტატიაში მათზე საუბარი შორს წაგვიყვანს.
ლეგენდა ლეგენდაა, ფაქტი კი ერთია, რომ ხარაგაულის სოფელ ნუნისის მართლაც ულამაზეს ბუნებაში მდებარე ეს გამოქვაბულები, აქვე მდებარე ულამაზესი მონასტერი და კურორტის კიდევ ერთი ღირსება - სამკურნალო წყლები ბევრ მნახველს იზიდავს. თუ ვინმე არ ხართ ნამყოფი ამ ულამაზეს კუთხეში, გირჩევ აუცილებლად დაგეგმოთ ტური ნუნისში. #იმოგზაურეხარაგაულში
ავტორი - გივი კურტანიძე 27.01.2017
გამოყენებული მასალები:იბერიონი ნუნისი – ამოუხსნელი საიდუმლო თუ ...ესმასბლოგი - ნუნისი „ბუნების კარნახით შექმნილი საიდუმლო“არსუკისძე - ქართული ვიკიპედია"კვირის პალიტრა"-"მცხეთის ქალაქს მირონი დუღს...

ნანახია: 2578 | დაამატა: arqiteqtor | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
სოციალური ქსელი

შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 773

ჩხერიმელა

პარტნიორები
ჩხერიმელა

ქართული ფეხბურთი

InterClubGeorgia

Givifilms Studio გივიფილმს სტუდიო

orthodoxy.ge

ფოტო წარსულიდან
ჩხერიმელა
რეკლამა საიტზე
-->
ავტორი გივი კურტანიძე © / Copyright MyCorp © 2024