პარასკევი, 19.04.2024, 07:32
      ხარაგაული და ხარაგაულელები
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
დრო

Tbilisi

კალენდარი
«  მარტი 2011  »
ორ.სამ.ოთხ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ამინდი ხარაგაულში
ვიზიტორთა ადგილი
შესვლის ფორმა
საკათედრო ტაძარი
?????????
სტატისტიკა

სულ საიტზე: 1
სტუმრები: 1
მომხმარებლები: 0

free counters

ფოტოგალერეა

საჭირო პროგრამები

მთავარი » 2011 » მარტი » 22 » ფალავანმა კიდევ ერთხელ გვასახელა
19:19
ფალავანმა კიდევ ერთხელ გვასახელა
    როგორც ჩვენი საიტის მეშვეობით გაცნობებდით, რიგაში 19-20 მარტს ფრეინდელფელდსის სახელობის ახალგაზრდების საერთაშორისო ტურნირში საქართველოს თავისუფალ და ბერძნულ–რომაული  სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრები  იღებდა მონაწილეობას, ნაკრების შემადგენლობაში იყო ჩვენებური თედო ებანოიძე. ქართველმა მოჭიდავეებმა ამ ტურნირზე დიდი წარმატებით იასპარეზეს და გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი მოიპოვეს. 
    ჩვენმა თავისუფალი სტილით მოჭიდავემ 96 წონით კატეგორიაში პირველობა არავის დაუთმო და ჩემპიონობა იზეიმა. თედოს პირველ შეხვედრაში რუს მეტოქესთან პირველი პერიოდი დიდი უპირატესობით დაუთმია, თუმცა მეორე პერიოდში ძალების მობილიზება მოუხერხებია და მომდევნო ორ პერიოდში უკვე თვითონ უმარჯვია დიდი სხვაობით.      
   ფინალში ისევ რუსეთის წარმომადგენელს შეხვედრია, ორმაგად გასახარია რომ სწორედ რუსი მეტოქის დამარცხებით შეძლო თედომ გამარჯვებულის კვარცხლბეკზე ასვლა. 

ფოტო აღებულია თედოს პროფილის სურათებიდან facebook-ზე

     2011 წლის სეზონის ორ უმთავრეს ტურნირზე – ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე წასაყვან შემადგენლობებს მწვრთნელები სავარაუდოდ გაზაფხულის ბოლოს დაასახელებენ, იქამდე კი, ახალგაზრდული ნაკრებები კიდევ თითო საერთაშორისო ტურნირზე გამოვლენ და რამდენიმე მოსამზადებელ შეკრებასაც გაივლიან.
ევროპირველობას 21-26 ივნისს, სერბული ზრენიანინი უმასპინძლებს. მსოფლიოს ჩემპიონატი კი 26-31 ივლისს, რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გაიმართება.


ავტორი – გივი კურტანიძე

ნანახია: 1433 | დაამატა: arqiteqtor | ტეგები: თედო, ჩემპიონი, ჭიდაობა, ებანოიძე | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 2
0  
1 DekAnoSIdZe   (23.03.2011 13:27) [Материал]
kargia...vulocav!!! applause applause

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
სოციალური ქსელი

შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 773

ჩხერიმელა

პარტნიორები
ჩხერიმელა

ქართული ფეხბურთი

InterClubGeorgia

Givifilms Studio გივიფილმს სტუდიო

orthodoxy.ge

ფოტო წარსულიდან
ჩხერიმელა
რეკლამა საიტზე
-->
ავტორი გივი კურტანიძე © / Copyright MyCorp © 2024