პარასკევი, 19.04.2024, 14:19
      ხარაგაული და ხარაგაულელები
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
დრო

Tbilisi

კალენდარი
«  ივნისი 2010  »
ორ.სამ.ოთხ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ამინდი ხარაგაულში
ვიზიტორთა ადგილი
შესვლის ფორმა
საკათედრო ტაძარი
?????????
სტატისტიკა

სულ საიტზე: 1
სტუმრები: 1
მომხმარებლები: 0

free counters

ფოტოგალერეა

საჭირო პროგრამები

მთავარი » 2010 » ივნისი » 6 » პირველი ქართველი კინოდოკუმენტალისტი ხარაგაულის შვილია
11:16
პირველი ქართველი კინოდოკუმენტალისტი ხარაგაულის შვილია
     პირველი ქართული დოკუმენტური ფილმის ავტორი ,კინოოპერატორი,ქართული დოკუმენტური  კინოს ფუძემდებელი,საქართველოს სახალხო არტისტი ვასილ ამაშუკელი მოგეხსენებათ  წარმოშობით ხარაგაულის რაიონის სოფ. ამაშუკეთიდან იყო.
    სწავლობდა ქუთაისის ქართულ გიმნაზიაში, ვასილ ბალანჩივაძის სამხატვრო სკოლაში. მოსკოვში  სამხატვრო სასწავლებელში სწავლისას დაინტერესდა "ცოცხალი სურათების" გაშვებით და  კინომექანიკოსობა შეისწავლა, ფრანგული კინოფირმის "გომონის" მოსკოვის განყოფილებაში  კინოოპერატორ დ. ვოლკოვისაგან კი კინოს გადაღებასა და ფირის გამჟღავნებასაც დაეუფლა. 
    შემდეგ ბაქოში გადავიდა მესხისა და გეპრენის თეატრში, სადაც სპექტაკლებიც იდგმებოდა და  ფილმსაც აჩვენებდნენ. იქ "გომონის" აპარატით გადაიღო სიუჟეტები: "ქართული სცენის  მოღვაწენი",   "ნავთობის ჭაბურღილებზე მუშაობა", "ქვანახშირის გადაზიდვა აქლემებით", "ი. რამიშვილის სტამბა" და სხვა, რომელთაც კინოთეატრში აჩვენებდნენ. 
     ვასილ ამაშუკელი 1910 წელს ქუთაისში დაბრუნდა და მონაწილეობა მიიღო კინოთეატრ "რადიუმის" აპარატურის გამართვაში, თვითონვე იღებდა სიუჟეტებს და კინოთეატრში აჩვენენდა: "გვირილობა", "ქუთაისის ხედები", "საზოგადოება ბაგრატის ტაძრის ნანგრევებთან", "ფერმა სოფელ ჭომაში", "ლადო ალექსი-მესხიშვილის იუბილე" და სხვა. ბაქოსა და ქუთაისში გადაღებული სიუჟეტები არ შემორჩენილა.     
     მისი ფილმები გამოირჩევა თემატური მრავალფეროვნებით, სოციალური სიმახვილითა და მხატვრული სიმართლით.
     განსაკუთრებით აღსანიშნავია დოკუმენტური ფილმი "ქართველი მგოსნის აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში 21 ივლისიდან 2 აგვისტომდე 1912 წელს". ამაშუკელი ახლდა აკაკი წერეთელს რაჭაში თორმეტდღიან მოგზაურობაში და ფირზე აღბეჭდა ყველა მნიშვნელოვანი ეპიზოდი. ფილმის პრემიერა გაიმართა იმავე წლის 20 სექტემბერს ქუთაისის "რადიუმის" კინოთეატრში. სეანსს აკაკიც დაესწრო. ფილმი ერთი კვირა არ ჩამოსულა ეკრანიდან, შემდეგ აჩვენეს თბილისში, მოსკოვში, ხარბინსა და სტამბოლში.      ფილმი ქართული დოკუმენტური კინოხელოვნების უნიკალური ძეგლია. ამ ფილმმა საფუძველი ჩაუყარა ქართულ დოკუმენტურ კინემატორგაფიას.
     ამ ფილმით იხსნება უცხოეთში მოწყობილი ქართული კინოს ყველა რეტროსპექტიული ჩვენება.
 
     წელს მოხდა ისტორიული ფილმის ფირის აღდგენა,  4 ივნისს პარიზში ქართული კულტურის დღეები სწორედ ამ ფილმით გაიხსნა. სხვა დანარჩენს ვიდეოში ნახავთ.
      
     
 
    
 
ფილმის გადაღების დროს,                                                            ვასილ ამაშუკელი (1886-1977)
აკაკი წერეთლი და უკანა პლანზე 
ფილმის რეჟისორი ვასილ ამაშუკელი
(1912წ.)                                                          
 
ავტორი – გივი კურტანიძე
                                          
                                          გამოყენებულია მასალები planeta.ge და wikipedia.org
ნანახია: 1921 | დაამატა: arqiteqtor | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 1
0  
1 DekAnoSIdZe   (20.06.2010 14:01) [Материал]
nu chvenshi darces da vasil amashukeli natesavi iyo chemi

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
სოციალური ქსელი

შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 773

ჩხერიმელა

პარტნიორები
ჩხერიმელა

ქართული ფეხბურთი

InterClubGeorgia

Givifilms Studio გივიფილმს სტუდიო

orthodoxy.ge

ფოტო წარსულიდან
ჩხერიმელა
რეკლამა საიტზე
-->
ავტორი გივი კურტანიძე © / Copyright MyCorp © 2024