პარასკევი, 19.04.2024, 08:03
      ხარაგაული და ხარაგაულელები
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
დრო

Tbilisi

კალენდარი
«  სექტემბერი 2011  »
ორ.სამ.ოთხ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ამინდი ხარაგაულში
ვიზიტორთა ადგილი
შესვლის ფორმა
საკათედრო ტაძარი
?????????
სტატისტიკა

სულ საიტზე: 1
სტუმრები: 1
მომხმარებლები: 0

free counters

ფოტოგალერეა

საჭირო პროგრამები

მთავარი » 2011 » სექტემბერი » 26 » ნუნისის ღვთისმშობლის შობის მამათა მონასტერი
23:25
ნუნისის ღვთისმშობლის შობის მამათა მონასტერი

ნუნისის ტაძარი IX-X საუკუნით თარიღდება, მაგრამ ადგილობრივი მოსახლეობა მას უფრო ადრეული პერიოდის ძეგლადაც მიიჩნევს. არსებობს გადმოცემა რომელიც წმინდა მეფე დავით აღმაშენებელს უკავშირდება. ერთ-ერთი ბრძოლის შემდეგ წმინდა მეფე ჯართან ერთად ამ ადგილის გავლით მიდიოდა. საპალნით დატვირთულ სახედრებს ზურგი ჰქონიათ დაზიანბული. როდესაც ხევს მიდგომიან, სახედრები წყალში ჩაწოლილან და ჩქარა მოცოცხლებულან. სამკურნალო წყლის სასიკეთო შედეგს მიუქცევია მეფე დავითის ყურადღება და სოფელ ნუნისის ტაძრისთვის შესაწირი გაუღია. ნუნისის ტაძარი სამნავიანი ბაზილიკაა და არსებობის მანძილზე არაერთხელ დანგრეულა და აღდგენილა. უკანასკნელად ნუნისის ტაძარი დაწვა ომარ-ხანმა, 1785 წელს,  ვახანის ციხის აღების შემდგომ. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, ნუნისში იყო მონასტერი, რომელსაც არქიმანდრიტი განაგებდა. ეს ტაძარი თავად აბაშიძეების საძვალედ ითვლებოდა. XIX საუკუნის მიწურულს განახლებული ტაძარი აკუთხა წმინდა გაბრიელმა (ქიქოძე) იმერეთის ეპისკოპოსმა.


ტაძრის არქიტექტურა

ნუნისის ღვთისმშობლის ეკლესია სამნავიანი უგუმბათო ბაზილიკაა, ზომით 24 მეტრი (საკურთხევლის კედლამდე) 17X10 მეტრი (დაახლ.); მას სამხრეთით ჰქონია კარიბჭე და დასავლეთით საქალებო, მათგან მხოლოდ საძირკველიღა მოჩანს. ნაშენია კლდისა, შირიმის ქვისა და კირისაგან. კარი აქვს სამხრეთით და დასავლეთით; სარკმელი – აღმოსავლეთით - 1, სამხრეთით - 3, დასავლეთით - 2, ჩრდილოეთით - 3; თაღი დაბჯენილია ექვს მსხვილ, ჯვარედინ სვეტზე; საკურთხევლს გარშემო შემორიგებული აქვს საჯდომები (კედლის ძირზე), კათალიკონს კი, გადაკეთების გამო, აღარ ეტყობა.

ეკლესია ძველად გუმბათიანი შენობა უნდა ყოფილიყო, რასაც მოწმობს გვერდის ნავების აღმოსავლეთის ნაწილები, რომლებიც 1.7 მეტრით მაღლა არიან აწეული: გუმბათის ნაწილი მე-12 მეტრის შემდეგ იწყება და მოიცავს 7.8 მეტრს, შემდეგ 4.3 მეტრი საკურთხევლის ნაწილისა არის.

ეკლესია დანგრეული ყოფილა და განუახლებიათ 1900-იან წლებში; საკურთხევლის ნაწილი მეტად ყოფილა დანგრეული და განახლების დროს მისი აგებულება თვალსაჩინოდ შეცვლილა, განსაკუთრებით კანკელთან; გუმბათის ადგილი სულ ჩამოქცეული ყოფილა, აქ თაღი ხელახლა გადაუყვანიათ (ძველი აგებულების, ვარსკვლავის სახელი თაღი ხელუხლებლად შენახულია სამხრეთ ნავში).

ეკლესიაში, სამხრეთ აღმოსავლეთი სვეტის წინ (აღმოსავლეთით) ყოფილა საფლავი უცნობი პირისა, რომელსაც სდებია მარმარილოს დაფა წარწერით; დღეს ამ დაფიდან მცირედი ნატეხებიღა არის შენახული (წარწერიანი და სახიანი 10ც., სადა 5ც., სულ 15 ცალი). მხედრული წარწერიდან ნატეხთა შეერთების შემდეგ შესაძლებელი გახდა ამოკითხვა მხოლოდ შემდეგის:

ქ.მოიწი[ა]

ეკლესიაშივე არის ქვის ნატეხი მაქსიმალური ზომით 15X21 სმ, ასომთავრული წარწერის ნაშთით. იკითხება:

[წა]რსამართ(ე)ბლ(ა)[დ]
[ძეთა]ჩ(ვ)ენთა, აღსაზრდ(ე)ლ(ა)დ
ჩ(ვ)ენი შ(ე)ნდ(ო)ბ(ა)სყ(ო)ფდე[თ].

ეკლესიის გარშემო არის ოთხკუთხა გალავნის ნანგრევი, ნაშენი ყოფილა კლდე-რიყის ქვისა და კირისაგან; უკეთ შენახულია სამხრეთი და აღმოსავლეთი ნაწილები.

ეკლესიის დასავლეთი-სამხრეთი კუთხის გასწვრივ, გალავნის გარეთ, არის ნანგრევი შენობისა; მის მახლობლად (სამხრეთ-აღმოსავლეთით) არის ორი აკლდამა, რომელსაც ადგილობრივ „ეკბტერს" უწოდებენ; ამ აკლდამებს ჩაქცეული აქვთ დასავლეთი ნაწილი (დანარჩენი კარგად არის შენახული); იგინი თითქმის თაღამდე მიწაში სხედან.

 

ტაძრის დღევანდელი მდგომარეობა

კომუნისტების პერიოდში ტაძარი უმოქმედო იყო, რამაც შენობის დაზიანება გამოიწვია.

1970-იან წლებში ძეგლთა დაცვის საზოგადოების მიერ ტაძარს ჩაუტარდა რესტავრაცია და მთლიანად გადაიხურა. მიუხედავად ამისა, მთლიანად შენობა არასახარბიელო მდგომარეობაშია და საჭიროებს პატრონობას. მეუფე ვახტანგის კურთხევით მამა პავლე დაუყოვნებლივ შეუდგა მონასტრისა და მისი შემოგარენის მოწესრიგებას. მისი ძალისხმევით დასუფთავდა ეზო, გაიწმინდა ტაძარი. ნუნისის ღვთისმშობლის შობის მონასტრის ამოქმედების სასიხარულო ცნობა მოვიდა ეპარქიიდან. მარგვეთისა და უბისის მთავარეპისკოპოს ვახტანგის (ახვლედიანი) კურთხევით, ტაბაკინის მონასტის ბერი პავლე (ალექსანდრე მაჩიტაძე) ნუნისის მონასტერში დამკიდრდა. მისი ძალისხმევით მოხერხდა ტაძრის ხელახლა გადახურვა, საკურთხევლისკენ მდებარე  კედლებისა და იატაკის რეკონსტრუქცია 

თუმცა ტაძარი ამჯერად მაინც საჭიროებს სარემონტო და სარესტავრაციო ღონისძიებების გატარებას. 

მონასტრის შესახებ ინფორმაცია 
ამოღებულია გ. ბოჭორიშვლის ნაშრომებიდან




 წყარო–orthodoxy.ge

ავტორი–გივი კურტანიძე

ნანახია: 1849 | დაამატა: arqiteqtor | ტეგები: მამათა მონასტერი, მონასტერი, ნუნისი | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
0  
1 Nisha   (14.04.2012 21:43) [Материал]
I was struck by the heontsy of your posting

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
სოციალური ქსელი

შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 773

ჩხერიმელა

პარტნიორები
ჩხერიმელა

ქართული ფეხბურთი

InterClubGeorgia

Givifilms Studio გივიფილმს სტუდიო

orthodoxy.ge

ფოტო წარსულიდან
ჩხერიმელა
რეკლამა საიტზე
-->
ავტორი გივი კურტანიძე © / Copyright MyCorp © 2024