შაბათი, 20.04.2024, 03:20
      ხარაგაული და ხარაგაულელები
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
დრო

Tbilisi

კალენდარი
«  ნოემბერი 2010  »
ორ.სამ.ოთხ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
ამინდი ხარაგაულში
ვიზიტორთა ადგილი
შესვლის ფორმა
საკათედრო ტაძარი
?????????
სტატისტიკა

სულ საიტზე: 1
სტუმრები: 1
მომხმარებლები: 0

free counters

ფოტოგალერეა

საჭირო პროგრამები

მთავარი » 2010 » ნოემბერი » 16 » მამა ზაქარია: "საქართველო ქრისტეს დედულ–მამულია"
23:33
მამა ზაქარია: "საქართველო ქრისტეს დედულ–მამულია"

    ხარაგაულშელები კარგად იცნობენ დეკანოზ მამა ზაქარია (ფერაძე)–ს.რომელიც 90-იან წლებში ხარაგაულში მსახურობდა და დღემდე ბევრი სულიერი შვილი ჰყავს ჩვენს მხარეში. ამჟამად იგი კვიპროსში მოღვაწეობს და იქაურ ქართულ სათვისტომოს უდგას სათავეში. საქართველოშიც ხშირად ჩამოდის და რათქმაუნდა მის მარშრუტში ხარაგაული ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ადგილია. 

   ქვემოთ მოცემულ ინტერვიუში მამა ზაქარია,კვიპროსზე, ერთ ერთ სოფელ ღალიაში, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ქართული სამონასტრო კომპლექსის მშნებლობის დაიწყებაზე ჟურნალ "გუმბათ"–ს ესაუბრება. ვფიქრობ ხარაგაულელებისთვის საინტერესო იქნება აღნიშნულის წაკითხვა: 
 
 დეკანოზი ზაქარია (ფერაზე)  ესაუბრება – ეფემია წიკლაური 
 
  – კვიპროსზე, ღალიის მონასტრის საკითხზე მუშაობა, პატრიარქისგან უპირველესი დავალება იყო. ამ საქმის განხორციელებისთვის ჩვენ ლოცვა დავიწყეთ. მრავალი მცდელობის მიუხედავად, ადგილობრივ ხელისუფლებასთან საერთო ენის გამონახვა გაჭირდა. როდესაც საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა და პრეზიდენტად ქართველმა ხალხმა ბატონი მიხეილ სააკაშვილი აირჩია, ამის შემდეგ მოხდა ისე, რომ მას სრულიად მოულოდნელად შევხვდი. სწორედ მისი დამსახურებაა, შემდეგ მონასტრის არქეოლოგიური გამოკვლევის საკითხზე მუშაობის დაწყება. რადგან ეს საკითხი ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ინტერესში შედიოდა, პრეზიდენტმა კვიპროსზე ჩვენი საელჩოც კი გახსნა და ძალიან მალე, პირველად, საქართველოს ისტორიაში, უცხოეთში ქართულ სიწმიდეთა სრულმასშტაბიანი მოკვლევა დაიწყო, კულტურისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების ზედამხედველობით, საელჩოს ძალიან დიდი დახმარებით, შესანიშნავი არქეოლოგების თანხლებით, რომელსაც ხელმძღვანელობდა ბატონ იულონ გაგოშიძე, ისტორის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი საყოველთაოდ ცნობილი მეცნიერი. (ბატონი იულონის მინისტრად არჩევის შემდეგ იგი შეცვალა დავით მინდორაშვილმა, შესანიშნავმა პიროვნებამ და ამ საქმის საუკეთესო მცოდნემ). დიდად მადლიერნი ვართ ბატონი პრეზიდენტის. ამ მამულიშვილურ საქმეში ასევე, დიდი წვლილი შეიტანეს კვიპროსში მცხოვრებმა ქართველებმა. რასაკვირველია, ადგილობრივმა ხელისუფლებამაც დიდად შეგვიწყო ხელი. არქეოლოგიური გათხრები 2006 წელს დაიწყო და 2010–ში დამთავრდა. სამონასტრო კომპლექსი სრულფასოვნად იქნა შესწავლილი და ჩვენთვის საინტერესო ძალიან ბევრი მასალა აღმოჩნდა, რამაც კიდევ ერთხელ ცხადჰყო იმ ეპოქის მართლმადიდებლური სამყაროსათვის ღალიის მონასტრის განსაკუთრებული მნიშვნელობა, რომ იგი იყო იმ დროისათვის ერთ–ერთი ყველაზე გამორჩეული საგანმანათლებლო ცენტრი, რაც დღევანდელი ქართველებისთვის ძალზედ საამაყოა. მისი უწმიდესობის ლოცვა–კურთხევით გადაწყდა, რომ ღალიაში აღდგეს სამონასტრო ცხოვრება და ამ საქმის ზედამხედველობა ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტ საბას (გიგიბერია) დაავალა, რომლის ძალისხმევითაც იქმნება ღალიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის უნიკალური ხატი. მეუფე საბა ჩამობრძანდა კვიპროსში და კვიპროსის მთავარეპისკოპოსს გააცნო ჩვენი პატრიარქის თხოვნა, რომელიც მის სურვილს გაგებით შეხვდა და გვითხრა, რომ ამ კეთილ საქმეში ყოველმხრივ ხელს შეგვიწყობდა. საქართველოს საელჩომ სახელმწიფო დონეზე დააყენა ეს საქმე და ყველა ინსტანციაში თანხმობა მიიღო. 
 
– მამაო, ამჟამად რა უშლის ხელს მშენებლობის დაწყებას? 
 
– როგორც კი ფორმალური პროცესები დასრულდება, რაშიც ჩვენი ხელისუფლება, საელჩო, საპატრიარქოს წარმომადგენლები, მეუფე საბა და ჩვენი სამღვდელოება ერთობლივად მონაწილეობენ, უკვე მოხდება არქიტექტორის ჩამობრძანება და პროექტის დასრულების შემდეგ მშენებლობაც დაიწყება. მშნებლობაში ჩართული იქნება როგორც საქართველოს, ისე კვიპროსის მხარე. 
 
– მამა ზაქარია, სულიერი მისიის გარდა, მომავალში, ჩვენი ქვეყნისთვის, კიდევ რა დატვირთვა ექნება ღალიის მონასტერს? 
 
– უცხო ქვეყანაში არსებული ჩვენი სულიერების კერა, საქართველოს უძველეს ქრისტიანობას, ცივილიზაციასა და კულტურას წარმოაჩენს. ზოგიერთ მართლმადიდებლურ ქვეყანაში, რომელიც ეკლესიის დიპტიხში ჩვენზე წინ დგას, იმ დროს, როდესაც ღალიის ქართულ მონასტერში უკვე ფსალმუნები, სახარება და წმიდა მამათა ცხოვრება ბერძნულიდან ქართულ ენაზე ითარგმნებოდა და სხვადასხვა მონასტრებში იგზავნებოდა, იქ ჯერ კიდევ გაქრისტიანების პროცესი მიმდინარეობდა და ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიადაც არ ჰქონდათ გამოცხადებული. ამდენად, აღნიშნული მონასტრის აღდგენა ძალიან დიდი მიღწევა იქნება ჩვენი ქვეყნისთვის. მოგეხსენებათ, ქართულ ეკლესიას განსაკუთრებული არქიტექტურა აქვს. მსოფლიოში ახალი უცხოური არქიტექტურა, გარეგნულ მხარეს ძალიან უბრალოდ და სადად აგეგმარებს. ჩვენი ჩუქურთმიანი არქიტექტურა კი, რაც ბოლო დროს, კიდევ უფრო გაძლიერდა, დიდ ინტერესს იწვევს უცხოელებში. ასე, რომ ღალიის მონასტერს სულიერის გარდა, სხვა მეტად მნიშვნელოვანი მისიაც ექნება. კერძოდ, იგი მრავალ ტურისტს მოიზიდავს საქართველოში. ახლა იქ მხოლოდ ნანგრევებია, არაფერი ჩანს, მიუხედავად ამისა, როდესაც უცხოელები მოდიან და ათვალიერებენ იქაურობას, გაოგნებულები მიდიან იმ ადგილიდან. ჩვენ, შეგნებულად, მასპინძლობის გარეშე არცერთ ტურისტს არ ვუშვებთ და ვესაუბრებით საქართველოს შესახებ, ვუჩვენებთ ჩვენს კულტურას. ქართული გალობით, მასპინძლობით, ისინი გაოცებულნი რჩებიან. ამ ყველაფრის შემდეგ ერთი უცხოელიც რომ შემობრუნდეს საქართველოში, უკვე კარგია. გვქონდა კიდეც ასეთი არაერთი შემთხვევა. ერთს გავიხსენებ: კვიპროსზე ჩამოსული იყო აგრესიული შოვინისტი რუსი გოგონა, მაგრამ იმ ადამიანს, გარკვეული პერიოდის შემდეგ, ქართულ კულტურასა და წესებს რომ გაეცნო, სრულიად შეეცვალა ჩვენზე წარმოდგენა და რუსეთში დაბრუნებული საქართველოს პროპაგანდისტი გახდა. საქართველოს შესახებ ამზადებდა რადიოგადაცემებს, ქართული გაზეთიც კი გამოუშვა. შემდეგ, როცა რუსეთში ქართველების დევნა დაიწყო, ისაც მოხსნეს სამსახურიდან. მას ჯგუფები ჩამოჰყავდა საქართველოში და აჩვენებდა ჩვენს საუნჯეს. ასე რომ უცხოეთში არსებულ ქართულ ეკლესიას შეუძლია ქართული კულტურის პოპულარიზაცია და ამას ვაკეთებთ კიდეც. ღალიის მონასტერმა უკვე მრავალი უცხოელი დააინტერესა საქართველოთი. 
 
– მამა ზაქარია, თითქმის ერთი თვე დაჰყავით საქართველოში, როგორი განწყობით ბრუნდებით კვიპროსზე და რას უსურვებთ ჩვენს სამშობლოს? 
 
– ყოველთვის ისეთი განწყობით ვბრუნდები, რომ უკან მრჩება ფეხები, გული... იქ მხოლოდ მოვალეობის გამო მივდივარ, რომ ჩემი ვალი, პატრიარქის კურთხევა შევასრულო. მისი ლოცვით, ალბათ, უფალი შემაძლებინებს უცხოობის ჯვრის ტვირთვას. ჩემს ქვეყანას კი, უპირველესად, დედაღვთისმშობლის წილხვედრ საზღვრებში გამთლიანებას ვუსურვებ. საქართველო მთელს დედამიწაზე ერთადერთი სახელმწიფოა, რომელიც დედაღვთისმშობლის კუთვნილებაა. ღვთისმშობელმა მოგვცა ანდრია პირველწოდებული, წმიდა ნინო, ცამეტი ასურელი მამა, ბაგრატიონები თავიანთი ხორციელი სამეფო შტოთი, თავად კი ზემოდან ყველა განსაცდელში გვიფარავს. ამიტომ, იმედი მაქვს, რომ ჩვენი ქვეყანა მეტად განმტკიცდება ღვთის რწმენასა და ქრისტეს სიყვარულში. უძველეს სამოციქულო ეკლესიის შვილებს შეუძლიათ უფლის რაინდებად იქცნენ, ჩვენ წინაპრებისგან უდიდესი მემკვიდრეობა გვებოძა, რაც ჩვენი ხალხის მრავალმხრივ ნიჭიერებაში, სტუმართმოყვარეობაში, სითბოსა და სიყვარულში აისახება. უზარმაზარი პოტენცია აქვს ჩვენს ქვეყანას, რომ დიდ სახელმწიფოდ იქცეს, მაგრამ არის საკითხები, რომელიც ურწმუნოების ანუ ათეიზმის ჟამს ჩათესა ბოროტმა: ამპარტავნება, ერთმანეთის გაუტანლობა, მიუტევებლობა, შუღლი, შური, ქიშპობა, საკუთარი მშობლის აუგად ხსენება უნდა მოვიკვეთოთ და უფლის მადლს დავუთმოთ გზა. თუ ყველა თავს დაიმდაბლებს და უფალს დაუთმობს ადგილს, ანუ უფალს ამეფებს, როგორც პატრიარქი ხშირად ბრძანებს, საქართველო გაძლიერდება, გამთლიანდება და ჩვენ შევასრულებთ იმ მისიას, რასაც უფალი გვაკისრებს. საქართველო მთელს მსოფლიოში მისიონერი ქვეყანა გახდება. ჩვენთან დავანებულია ღვთისმშობლის პერანგი, უფლის კვართი. ამიტომ შეიძლება ითქვას, საქართველო ქრისტეს დედულ–მამულია. ამის გამოა ჩვენი ქვეყანა განსაკუთრებული, ამ გზას თუ მივყვებით, ყველაზე ძლიერები ვიქნებით და ყველაფერში გავიმარჯვებთ. როდესაც სხვა ქვეყნები მოგვიაზრებენ ახალ იერუსალიმად. სწორედ ეს ნიშნავს ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებულობას, ოღონდ განსაკუთრებულობას არა ამპარტავნებაში და ვინმეს დაჩაგვრაში, არამედ თავმდაბლობასა და დიდ სიყვარულში, ღვთისა და მოყვასისა.
 
                                                                                                                            
 
                                                                                                            წყარო – sana.ge
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ავტორი – გივი კურტანიძე
 
                                    
 

 

ნანახია: 1675 | დაამატა: arqiteqtor | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
სოციალური ქსელი

შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 773

ჩხერიმელა

პარტნიორები
ჩხერიმელა

ქართული ფეხბურთი

InterClubGeorgia

Givifilms Studio გივიფილმს სტუდიო

orthodoxy.ge

ფოტო წარსულიდან
ჩხერიმელა
რეკლამა საიტზე
-->
ავტორი გივი კურტანიძე © / Copyright MyCorp © 2024