ოთხშაბათი, 17.04.2024, 01:17
      ხარაგაული და ხარაგაულელები
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
დრო

Tbilisi

კალენდარი
«  აგვისტო 2013  »
ორ.სამ.ოთხ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ამინდი ხარაგაულში
ვიზიტორთა ადგილი
შესვლის ფორმა
საკათედრო ტაძარი
?????????
სტატისტიკა

სულ საიტზე: 1
სტუმრები: 1
მომხმარებლები: 0

free counters

ფოტოგალერეა

საჭირო პროგრამები

მთავარი » 2013 » აგვისტო » 14 » მალე ხარაგაული საავადმყოფოს გარეშე დარჩება
23:47
მალე ხარაგაული საავადმყოფოს გარეშე დარჩება

    ხარაგაულში, დაახლოებით 22 ათასი ადამიანი ერთ დანგრეულ, მოუვლელ საავადმყოფოზეა  დამოკიდებული, სადაც მედპერსონალსაც აღარ სურს დარჩენა. რამდენიმე თვიან აუღებელ ხელფასებს,  ისიც ემატება რომ საავადმყოფოს, რომელიც მხოლოდ 22 საწოლზეა გათვლილი, უამრავი პრობლემები  აქვს. გარდა იმისა, რომ შენობის ნახევარზე მეტი გაპარტახებულია და საქონლის სათარეშოდაა  გამხდარი. გადარჩენილ ნაწილში კი იქ შექმნილი მდგომარეობა, არანაირად არ შეესაბამება  საავადმყოფოს სტანდარტებს.
 საავადმყოფოში, რომელიც 2011 წელს შეისყიდა შპს "ადითმა”, ადგილობრივების თქმით, სამედიცინო მომსახურეობა ნულზე დაეცა, ელემენტარული ოპერაციისთვის სხვა ქალაქების საავადმყოფოებში გადაყავთ პაციენტები.

"წლების წინ ხარაგაულუს საავადმყოფო და მედპერსონალი, იყო ძალიან წარჩინებული, სხვა რაიონებიდან ჩამოდიოდნენ სამედიცინო მომსახურეობისთვის, ახლა ჩავთვალოთ რომ საავადმყოფო არ არსებობს. ხალხს აქვს სამი-ოთხი თვის ხელფასი აუღებელი. კომპანია "ადითი” საქართველოში რვა საავადმყოფოს მფლობელია და რვავე რაიონში ერთი და იგივე მდგომარეობაა. არ არის ხელფასები, აღჭურვილობა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებიდან 5 პროცენტი არ აქვთ შესრულებული.
საავადმყოფოსთან პრობლემების გადაჭრას გვპიდებიან სამართლებრივი გზით მოგვარებას. სახელწმიფო შეგვპირდა, რომ ორ თანამედროვე ტიპის ამბულატორიას აგვიშენებენ, ერთი დაბაში, რომ გაკეთდეს, რომ ადამიანს შეეძლოს ექიმთან მისვლა და მეორეს ალბათ ციფის მხარეზე ააშენებენ”, – ამბობს აკაკი მაჭავარიანი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.

დაშლილი საავადმყოფოს კედლებში, სადაც ამჟამად 40 მედპერსონალი მუშაობს უხელფასოდ, ისედაც მიზერულ ხელფასზე (სანიტრის ხელფასი 60 ლარს შეადგენს), ნესტისა და შმორის სუნია. 

ქეთინო აბრამიშვილი - ხარაგაულის სავადმყოფოს მთავარი ექიმის ოთახში მისი თანამშრომლებიც იკრიბებიან.

 "ხელფასი აპრილიდან არ მიგვიღია, ამბობენ რომ სადაზღვევო კომპანიებისგან არაა დაფარული თანხა. როგორ გვიხსნიან ესაა სადაზღვევო კომპანიების დავალიანება. ძირითადად "ირაოს” კომპანია, "არქიმედე”, "აისი ჯგუფი”, "ჯიპიაი ჰოლდინგი”…
კომპანია შ.პ.ს. "ადითს” ვალდებულება ქონოდა ინფრასტრუქტურა მოეწესრიგებინა, შემოეტანა გამოსაკვლევი აპარატურა, ელემენტარულად ავადმყოფს მოვემსახუროთ ხარისხიანად, დღეს ჩვენ შეგვიძლია გავუწიოთ ავადმყოფს გეგმიური ამბულატორია, გადაუდებელი ამბულატორია, გადუდებელი სტაციონარი, ყველა ნოზოლოგიას ვერ მოვემსახურებით. სპეციალისტების ნაკლებობა გვაქვს, არ გვყავს ექოსკოპისტი, კარდიოლოგი, ენდოკრინოლოგი, კან-ვენის დაავადები, რევმატოკარდიოლოგი, ანესთეზიოლოგი…” – ამბობს საავადმყოფოს მთავარი ექიმი.

"ჯერ რა არის ჩვენი ხელფასი და სულ არ გვაძლევენ, ისტორიები დაგვიბრუნეს, დააკორექტურეს ძირითადად ირაომ, ეს იმას მიშნავს, რომ ხელფასები არ მოგვცენ.” – ამბობენ საავადმყოფოს თანაშრომლები.

საავადმყოფოს არც რეანიმაციული განყოფილება აქვს, მძიმე ავადმყოფებს სხვა კლინიკებში აგზავნიან. საავადმყოფოს თანამშრომლები თვლიან, რომ გამოსავალი ისაა, რომ კომპანიას ჩამოერთვას მართვის უფლება და გადაეცეს სახელმწიფოს, რომელიც აიღებს თავისი პასუხისმგებლობის ქვეშ ამ საავადმყოფოს მართვას.

"ოჯახებს რა უნდა ვუქნათ?” – კითხულობენ საავადმყოფოს თანამშრომლები, რომელთა სახელფასო დავალიანება სულ უკვე შეადგენს 16-17 ათასს.

 

"განყოფილებებში უარესი მდგომარეობაა. ყველა ანალიზის აღებაც არ შეგვიძლია. არ გვაქვს ლიცენზია გარკვეულ დაავადებებში. თანამშრომლებმა დაწერეეს განცხადება წასვლაზე, როგორ დავუშლი წასვლას, ადამიანს, როცა უკეთეს სამსახურს იშოვის. 60 და 80 ლარზე ვერ გაჩერდება ვერავინ, ძალიან ცუდი მდგომარეობაა. ამ წუთში ავადმყოფიც არ გვყავს. ყველაფრის პრობლემა გვაქვს, ბენზინისაც კი, რომ გამოიძახო ექიმი, ადგილამდე რომ მოვიდეს იმის საშუალებაც არაა. აქ მაცხოვრებლები ყველანი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობენ. ყველა ფეხით დადის, რამდენჯერ დავაყენეთ საკითხი საწვავი მოგვეცითო, მაგრამ უშედეგოდ.
გუშინ, ოთხი ავადმყოფი გავუშვი კატასტროფის ბრიგადით სხვა რაიონში, იმიტომ რომ პალატაში ვერ ჩერდებიან. შევიყვანთ და იქ ყოფნა აღარ უნდათ, ამ ატმოსფეროში შეუძლებელია ავადმყოფის გაჩერება, – ამბობს ქეთინო აბრამიშვილი, რომელიც 25 წელია ხარაგაულში ექიმია და იხსენებს რომ კომუნისტების დროსაც კი ხარაგაუშლი, საავადმყოფო გამართულად მუშაობდა და 300 ავადმყოფის მიღება თავისუფლად შეეძლო.


ავტორი - ოლიკო ცისკარიშვილი

წყარო: 
http://networkedblogs.com/




 

 

 

 

 

ნანახია: 1898 | დაამატა: arqiteqtor | ტეგები: საავადმყოფო | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
სოციალური ქსელი

შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 773

ჩხერიმელა

პარტნიორები
ჩხერიმელა

ქართული ფეხბურთი

InterClubGeorgia

Givifilms Studio გივიფილმს სტუდიო

orthodoxy.ge

ფოტო წარსულიდან
ჩხერიმელა
რეკლამა საიტზე
-->
ავტორი გივი კურტანიძე © / Copyright MyCorp © 2024