ქრისტეს შობა - 6 იანვარს 2011 - ხარაგაული და ხარაგაულელები
კვირა, 04.12.2016, 17:10
      ხარაგაული და ხარაგაულელები
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
დრო

Tbilisi

კალენდარი
«  იანვარი 2011  »
ორ.სამ.ოთხ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ამინდი ხარაგაულში
ვიზიტორთა ადგილი
შესვლის ფორმა
საკათედრო ტაძარი
?????????
სტატისტიკა

სულ საიტზე: 1
სტუმრები: 1
მომხმარებლები: 0

free counters

ფოტოგალერეა

საჭირო პროგრამები

მთავარი » 2011 » იანვარი » 6 » ქრისტეს შობა
18:25
ქრისტეს შობა
მართლმადიდებლური სამყარო 7 იანვარს მაცხოვრის შობის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს. 

   იესოს მშობლები იოსები და მარიამი მეფე დავითის შთამომავალნი იყვნენ. ხოლო ამ მეფის სამშობლო ქალაქი იყო ბეთლემი. ამიტომ იოსები და მარიამინაზარეთიდან ბეთლემს უნდა წასულიყვნენ და იქ ჩაწერილიყვნენ. 

   გზაზე დაუგვიანდათ და მხოლოდ ბინდისას მივიდნენ ბეთლემში. ქალაქი მთლად გავსებული დახვდათ მოსული ხალხით და ბინა ვეღარიშოვეს. ადგნენ, ქალაქის განაპირას გავიდნენ და შეეფარნენ გამოქვაბულს, სადაც მწყემსებს საქონელი შეუდიოდათ ავდრის დროს. 

   სწორედ ამ ღამეს იშვა ძე ღვთისა,წმინდა მარიამმა შეახვია იგი და ჩააწვინა ბაგაში. ამგვარი სახით აღსრულდა წინასწარმეტყველის სიტყვა, რომელიც ამბობდა, ქრისტე ბეთლემში დაიბადებაო. 

   ყველაზე ადრე ქრისტეს შობა შეიტყვეს იქაურმა მწყემსებმა. ეს მწყემსები საქონელს უდგნენ ღამით და აძოვებდნენ ქალაქის ახლოს. უცებცაში რაღაცამ გაანათა და მათ ჰაერში დაინახეს ადამიანის მსგავსი ფრთიანი სულიერი – ბრწყინვალე ანგელოზი. მწყემსები ძლიერშეშინდნენ. ანგელოზმა მაღლიდან ჩამოსძახა: „ნუ გეშინიათ, მე გახარებთ თქვენ დიდ სიხარულს, - ეს არის ახლა დავითის ქალაქში დაიბადა მაცხოვარი, ქრისტე ღმერთი. და, აი, ამის ნიშანიც: თქვენ იპოვით ახალშობილს ჩვრებში გახვეულს და ბაგაში მწოლიარეს". რაწამს ეს სიტყვები თქვა ანგელოზმა, მის გვერდით გაჩნდა მთელი გუნდი სხვა ანგელოზებისა და მათ ერთად იწყეს გალობა: „დიდებამაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება". ამ გალობით ანგელოზები წავიდნენ მაღლა-მაღლა და გაქრნენ ცაში. როცა მწყემსები გონზე მოვიდნენ, საჩქაროდ გასწიეს ბეთლემში, იპოვეს გამოქვაბული, შევიდნენ შიგ, ნახეს ბაგაში მწოლარე პატარა იესოდა თაყვანის სცეს მას, ვითარცა ღმერთს.     

   მაცხოვრის შობა წარმართ მოგვებზეც გაცხადდა. სწორედ მათ შეამჩნიეს ცაზე აღმოსავლეთის ვარსკვლავი, რომელიც განსაკუთრებულად კაშკაშებდა. მათ გადაწყვიტეს ვარსკვლავს გაყოლოდნენ, შედეგად საკმაოდ დიდი მოგზაურობის შემდეგ ვარსკვლავი სწორედ იმ ადგილას გაჩერდა,სადაც მაცხოვარი იშვა. მოგვები მივიდნენ ახალშობილ იესოსთან და თაყვანი სცეს. ძღვნად მიართვეს სამი საჩუქარი: ოქრო, გუნდრუკი და მური.


ავტორი – გივი კურტანიძე

 
ნანახია: 1463 | დაამატა: arqiteqtor | ტეგები: ქრისტეს შობა | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
სოციალური ქსელი

შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 742

ჩხერიმელა

პარტნიორები
ჩხერიმელა

ქართული ფეხბურთი

InterClubGeorgia

Givifilms Studio გივიფილმს სტუდიო

orthodoxy.ge

ფოტო წარსულიდან
ჩხერიმელა
რეკლამა საიტზე
-->
ავტორი გივი კურტანიძე © / Copyright MyCorp © 2016