ხელოვანთა ოთხი თაობა ხარაგაულიდან - 3 ივნისში 2011 - ხარაგაული და ხარაგაულელები
პარასკევი, 09.12.2016, 16:36
      ხარაგაული და ხარაგაულელები
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
დრო

Tbilisi

კალენდარი
«  ივნისი 2011  »
ორ.სამ.ოთხ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ამინდი ხარაგაულში
ვიზიტორთა ადგილი
შესვლის ფორმა
საკათედრო ტაძარი
?????????
სტატისტიკა

სულ საიტზე: 1
სტუმრები: 1
მომხმარებლები: 0

free counters

ფოტოგალერეა

საჭირო პროგრამები

მთავარი » 2011 » ივნისი » 3 » ხელოვანთა ოთხი თაობა ხარაგაულიდან
21:03
ხელოვანთა ოთხი თაობა ხარაგაულიდან
   საქართველოს სახალხო მხატვარ ივანე ალექსის ძე ვეფხვაძის (1888-1971) ოჯახი ხარაგაულის რაიონის სოფელ ლეღვნიდან თბილისში საუკუნენახევრის წინ  გადავიდა. მან საფუძველი დაუდო უნიჭიერეს ხელოვანთა თაობას, მისი საქმიანობა შემდგომში გააგრძელეს შვილმა საქართველოს დამსახურებულმა მხატვარმა ალექსი ვეფხვაძემ (1921-1982), შვილიშვილმა ჯოვანი ვეფხვაძემ (1949) და შვილთაშვილმა ბრუნო ვეფხვაძემ
  
   ამ სტატიაში სწორედ ბრუნოს შესახებ მინდა მოგითხროთ: 
   ბრუნო დაიბადა 1986 წლის 20 თებერვალს თბილისში, მხატვარ ჯოვანი ვეფხვაძის ოჯახშიმან ბავშვობიდანვე დიდი ინტერესი გამოიჩინა მხატვრობისადმი. 1993 წელს იგი ჩაირიცხა ბავშვთა სამხატვრო სკოლაში, რომელშიც 3 წლის განმავლობაში სწავლობდა. საშუალო სკოლის დამთავრებისთანავე კი ბრუნო შევიდა იაკობ ნიკოლაძის სახელობის თბილისის სამხატვრო სასწავლებელში ცნობილი ქართველი მხატვრის .ჩხუტიშვილის კლასში. ამ პერიოდში იგი აქტიურად მონაწილეობდა გამოფენებში.  2005 წელს მან შექმნა სადიპლომო  ნამუშევარიგათავისუფლებული იერუსალიმი", 2006 წელს კი გახდა საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი. 2009 წელს ბრუნო ვეფხვაძემ დაამთავრა .ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, სპეციალობით ფერწერის რესტავრატორი. მისი ნამუშევრები დაცულია პირად კოლექციებში როგორც საქართველოში, ასევე იტალიაში, თურქეთსა და აშშ-ში.

   პირადად ჩემთვის სასიამოვნო სიურპრიზი იყო ასეთი ნიჭიერი ხელოვნის აღმოჩენა და გაცნობა, მითუმეტეს რომ ის ხარაგაულის შვილია.
   გთავაზობთ მის რამოდენიმე რეპროდუქციას. 
   
    სხვა ნამუშევრები შეგიძლიათ იხილოთ მხატვრის ვებ გვერდზე: http://brunovepkhvadze.weebly.com













უფროსი თაობის ვეფხვაძეების ნამუშევრების სანახავად ეწვიეთ ბმულებს:

ივანე ვეფხვაძე

ალექსი ვეფხვაძე

ჯოვანი ვეფხვაძე


ბრუნოს სხვა ნამუშევრები იხილეთ ბმულზე: ბრუნო ვეფხვაძის შემოქმედება 


ავტორი – გივი კურტანიძე
მასალების მოწოდებისთვის მადლობა ბრუნო ვეფხვაძეს

ნანახია: 1221 | დაამატა: arqiteqtor | ტეგები: ხელოვნება, მხატვარი, ვეფხვაძე, ბრუნო | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
სოციალური ქსელი

შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 742

ჩხერიმელა

პარტნიორები
ჩხერიმელა

ქართული ფეხბურთი

InterClubGeorgia

Givifilms Studio გივიფილმს სტუდიო

orthodoxy.ge

ფოტო წარსულიდან
ჩხერიმელა
რეკლამა საიტზე
-->
ავტორი გივი კურტანიძე © / Copyright MyCorp © 2016