პარასკევი, 29.03.2024, 01:29
      ხარაგაული და ხარაგაულელები
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
დრო

Tbilisi

კალენდარი
«  ოქტომბერი 2010  »
ორ.სამ.ოთხ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ამინდი ხარაგაულში
ვიზიტორთა ადგილი
შესვლის ფორმა
საკათედრო ტაძარი
?????????
სტატისტიკა

სულ საიტზე: 1
სტუმრები: 1
მომხმარებლები: 0

free counters

ფოტოგალერეა

საჭირო პროგრამები

მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 23 » მამუკა ლომიძე - კიდევ ერთი ცნობილი ხარაგაულელი
00:17
მამუკა ლომიძე - კიდევ ერთი ცნობილი ხარაგაულელი
 ცნობილი ქართველი ბარიტონი მამუკა ლომიძე წარმოშობით ხარაგაულიდან, სოფელ ხუნევიდანაა. სიმღერასა და მუსიკაზე შეყვარებული რამდენიმე კილომეტრს ფეხით დადიოდა, რომ მუსიკაში მომზადებულიყო. ამას მუსიკალური ათწლედი მოჰყვა, მერე – კონსერვატორია. გაუმართლა და თენგიზ მუშკუდიანის კლასში მოხვდა. კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ კი რომში გაემგზავრა.
 „ძალიან პატარა ავმღერდი. სოფელში სცენას მოვაწყობდით და მე ვიყავი ამ კონცერტის მთავარი გმირი. ერთ სიმღერას ორჯერ-სამჯერ გადავაბამდი და მანამ ვმღეროდი, სანამ არ მეტყოდნენ, გაჩერდიო. თუმცა, ფიქრადაც არ გამივლია, რომ ჩემგან საოპერო მომღერალი დადგებოდა. მინდოდა, ესტრადაზე მემღერა, ამავდროულად პიანისტი ვყოფილიყავი, მერე დირიჟორობა გადავწყვიტე. ავთანდილ რევიშვილთან მიმიყვანეს, მან მომისმინა, მერე მამღერა. ბატონმა ავთომ მითხრა, ვოკალში უნდა მოვემზადოთ, შენგან საოპერო მომღერალი დადგებაო. 5 თვე ვიმეცადინეთ, რის შემდეგაც გამოცდებზე უმაღლესი ქულა მივიღე. ეს იყო ჩემთვის უდიდესი ბედნიერება".
   მამუკა ახლა რომში ცხოვრობს და მსოფლიოში ცნობილ სცენებზე მღერის. –„საქართველო ხშირად მენატრება, მენატრება ჩემი სახლი, მეგობრები, ქართული სითბო და სიყვარული. ყოველთვის მენატრება დედაჩემი და ჩემი მაესტრო – თენგიზ მუშკუდიანი".
 
    
  

   
 


                                     
                                    
 
ავტორი – გივი კურტანიძე

ტექსტის წყარო – ptpress.ge

 
ნანახია: 2950 | დაამატა: arqiteqtor | ტეგები: mamuka lomidze | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 2
0  
2 keit3010   (11.04.2011 16:43) [Материал]
მამუკელა ვამაყობ შენით heart

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
სოციალური ქსელი

შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 773

ჩხერიმელა

პარტნიორები
ჩხერიმელა

ქართული ფეხბურთი

InterClubGeorgia

Givifilms Studio გივიფილმს სტუდიო

orthodoxy.ge

ფოტო წარსულიდან
ჩხერიმელა
რეკლამა საიტზე
-->
ავტორი გივი კურტანიძე © / Copyright MyCorp © 2024