ხუთშაბათი, 25.04.2024, 12:05
      ხარაგაული და ხარაგაულელები
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
დრო

Tbilisi

კალენდარი
«  აპრილი 2017  »
ორ.სამ.ოთხ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
ამინდი ხარაგაულში
ვიზიტორთა ადგილი
შესვლის ფორმა
საკათედრო ტაძარი
?????????
სტატისტიკა

სულ საიტზე: 1
სტუმრები: 1
მომხმარებლები: 0

free counters

ფოტოგალერეა

საჭირო პროგრამები

მთავარი » 2017 » აპრილი » 3 » “იდუმალი სახლი” - ახმედ გოგოლაძე
19:18
“იდუმალი სახლი” - ახმედ გოგოლაძე

 ხარაგაულში ნიჭიერ ხალხს რა გამოლევს, წარსულშიც იყვნენ, ახლაც არან და მომავალშიც იქნებიან. სიკეთის და კარგი საქმის მქმნელი კი თაობებს არასოდეს დაავიწყდებათ.

სწორედ ასეთი ადამიანის შესახებ მინდა მოგითხროთ ამ სტატიაში:

ბავშვობა დაბა ხარაგაულის ძირძველ უბანში გავატარე, თანატოლებს აკლებული გვქონდა იქაურობა, ყველა ადგილი ჩვენს სათამაშო მოედნად იყო ქცეული, მაგრამ არსებობდა ერთი იდუმალებით მოცული სახლი, რომელსაც მხოლოდ შორიდან ვუყურებდით. მას უზარმაზარი არწივი “იცავდა”.

ვინ იცის, რამდენი ბავშვური ისტორია მოგვიყოლია ამ სახლის შესახებ, რომელშიც უკვე კარგა ხანია აღარავინ ცხოვრობდა.

სახლს, ძირითადი შესასვლელი ახლანდელი 9 აპრილის ქუჩიდან ჰქონდა, საიდანაც მხოლოდ ერთი სართული ჩანდა, თუმცა სახლი სამ სართულად, კლდის პირას იყო აშენებული და ჩვენი, “ქვედა ქუჩიდან” შთამბეჭდავად მოსჩანდა.

 პირველი და მეორე სართული ქვით იყო ნაშენი, მეორე სართულს წინ ხის აივანი ჰქონდა, რომლიდანაც ერთი განიერი კარით დარბაზულ ოთახში შეხვიდოდით. სწორედ ამ კარის თავზე ეკიდა უკვე მოძველებული და გამომხმარი არწივის ფიტული.

ოთახი მოუწყობელი იყო, მთელს პერიმეტრზე მაგიდებით და ხის თაროებით შემოფარგლული, რომლებზეც ხის ფესვები ეყარა, თუმცა კარგად თუ დააკვირდებოდით, ამ ფესვების აქ მოტანის მიზეზსაც გაიგებდით..

მეორედან მესამე სართულზე აივანზე მდებარე ხისავე კიბე და მის თავზე მოწყობილი ასახდელი “კარი” ადიოდა, თუმცა კარი დაკეტილი იყო.

რას ვიზამდით, მესამე სართულში ვერ მოვხვდით, თუმცა მისი დათვალიერება “ზედა ქუჩიდან” შეიძლებოდა.ზედა ქუჩაზე ასულები ფანჯრებს ავეკარით და მისაღები ოთახი მოვათვალიერეთ, დასამახსოვრებელი კი ჩემთვის კედლის ერთ კუთხეში ჩამოკიდებული მინიატურული ხელნაკეთი ჩონგურების პატარა კოლექცია აღმოჩნდა. ნეტავ შეიძლებოდეს მეხსიერებაში შემორჩენილი კადრის ფოტოდ ასახვა, დღემდე თვალწინ მიდგას ეს უნიკალური ნაკეთობები.

დღეისათვის სახლი აღარ არსებობს, ის გაიყიდა და მის ადგილას ახალმა მეპატრონემ ახალი სახლი ააგო.

როგორც ალბათ მიხვდით, სახლი ახმედ გოგოლაძეს ეკუთვნოდა.

 ახმედ გოგოლაძე 1924 წელს სოფელ ღორეშაში დაბადებულა, სკოლაც იქვე დაუმთავრებია. სტუდენტობას მეორე სამამულო ომის პერიოდი დამთხვევია, ახმედი თბილისის სატრანსპორტო ინსტიტუტის პირველ კურსზე ყოფილა, როცა სამშობლოს დასაცავად, სამამულო ომში მოხალისედ წასვლა გადაუწყვეტია...

შემდეგ რა მოხდა ჩემთვის უცნობია, უკვე 1970-1980-იან წლებში კი ახმედ გოგოლაძე ხარაგაულის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში მუშაობდა. თავმდაბალი კაცი თავის თავს თურმე “მუზეუმის მსახურს” უწოდებდა.

ახმედ გოგოლაძის შესახებ ცნობებს თავი კინორეჟისორმა გივი ვეფხვაძემ მოუყარა და მის შემოქმედებას ძეგლი პატარა წიგნის სახით დაუდგა. წიგნის სახელწოდებაა „მახსოვს ხარაგაული“, გამოცემულია თბილისიში 2000 წელს.

 

ახმედ გოგოლაძე (ფოტო გივი ფეფხვაძის წიგნიდან "მახსოვს ხარაგაული...")

წიგნის ავტორს, ბატონ გივი ვეფხვაძეს პირადი ნაცნობობა და მეგობრობა აკავშირებდა ახმედთან.

ახმედ გოგოლაძე იყო შესანიშნავი პოეტი, მისი ენაკვიმატი და სულში ჩამწვდომი ლექსები სამუდამოდ დასამახსოვრებელია მკითხველისთვის.

ახმედ გოგოლაძეს უყარდა მოგზაურობა, დადიოდა ხარაგაულის სოფლებში, სადაც აგროვებდა და იწერდა ძველ ლეგენდებს და ისტორიებს. მისი წყალობით უამრავი საინტერესო ამბავია შემორჩენილი და დაკარგვას გადარჩენილი.

ახმედ გოგოლაძეს დაწვრილებით აქვს აღწერილი ხარაგაულის რაიონის სოფლები, თუმცა ყველას აღწერა ვერ მოასწრო.

ახმედ გოგოლაძე დაინტერესებული იყო ფოტოგრაფიით, ხარაგაულის ძველ ფოტომასალაში, მის გადაღებული არაერთი ისტორიულ კადრს წააწყდებით.

გარდა ამისა, ახმედ გოგოლაძეს ხელმარჯვეობაც იტაცებდა. მისი სახლის ქვედა ოთახის აღწერისას, უცნაური ფორმის ფესვები ვახსენე, ამ ფესვებს თურმე ახმედი ტყეში აგროვებდა, სახლში მხოლოდ ისეთები მოჰქონდა, რაშიც მისი საოცარი ხედვა სხვადასხვა ცოცხალი არსებისა თუ საგნის ამსახველ ფიგურას დაინახავდა, შემდეგ ზედმეტ ნაწილებს მოაჭრიდა და ფიგურაც მზად იყო. გარდა ამისა ის ამზადებდა სასმისებს, შანდლებს, ჭაღებს და სხვადასხვა ნივთებს. ხელნაკეთი ფიგურების მცირე რაოდენობა დღეს ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში ინახება. ძირითადი ნაწილი კი დაკარგულია.

აი ზემოთ ნახსენები ხის ჩონგურებიც უდაოდ ბატონი ახმედ გოგოლაძის ხელნაკეთი იყო, სამწუხაროდ იმ ჩონგურების კვალი აღარსად არის. ახმედ გოგოლაძე გატაცებული ყოფილა მხატვრობითაც, ხატავდა ადამიანებსა და ცხოველებს.

როგორც კინორეჟისორი გივი ვეფხვაძე  მისსავე წიგნში იხსენებს, როდესაც ის 1986 წელს დაბა ხარაგაულში მისი მხატვრული ფილმის “ხსოვნის” გადასაღებად ჩამოვიდა, ფილმში მოწვეულ მსახიობებთან ერთად, ადგილობრივი სცენისმოყვარულების და კოლორიტების გადაღებაც გადაწყვიტა, მათგან ერთ-ერთი იყო ახმედ გოგოლაძე, რომელიც მუდამ გვერდით ედგა კინორეჟისორს.

"სამწუხაროდ, მე ვერ მოვასწარი მისი როლის ბოლომდე მიყვანა და ფილმს იგი ორიოდე წამით შემორჩა. რას ვიფიქრებდი, რომ სულ რამოდენიმე თვის შეგდეგ ახმედი ჩვენს გვერდით აღარ იქნებოდა..."

ახმედ გოგოლაძე 1987 წლის 22 აპრილს, თავის მშობლიურ სოფელში, ღორეშაში გარდაცვლილა. როგორც გივი ვეფხვაძე იხსენებს, მიწისთვისაც ჩუმად მიუბარებიათ და დაბა ხარაგაულშიც გვიან გაუგიათ მისი ამბავი. ამბავი კაცისა, რომელიც მთელი ცხოვრება ხარაგაულს ემსახურებოდა.

ახმედ გოგოლაძის ღვაწლი ხარაგაულის წინაშე ბევრისთვის კარგადაა ნაცნობი, ბევრისთვის კი უცნობია. ძველი თაობის წარმომადგენლები მას პირადად იცნობდნენ, მაგრამ დროის მსვლელობასთან ერთად ხალხში ნელ-ნელა იკარგება ასეთი ამბები.

ამ სტატიის მიზანი მისი მოღვაწეობის კიდევ ერთხელ გახსენებაა, იმედია უფრო მეტ ხარაგაულელს დაამახსოვრდება მისი სიტყვები:

“ბედმა თუმც იცის მოგვერდი, ყირა,

მასთან თამაშით ვერაფერს გახვალ;

გაივლის კიდევ მრავალი წელი,

თუ დამივიწყებ იმასაც ვნახავ!”

პირადად ჩემთვის დაუვიწყარი მოგონება იქნება ის “იდუმალი სახლი” და შემდგომში შეცნობილი მისი პატრონის საინტერესო ამბავი.

სტატიის ავტორი გივი კურტანიძე

გამოყენებული ლიტერატურა: “მახსოვს ხარაგაული” ავტ. გივი ვეფხვაძე, თბილისი 2000 წ.

 

 

 
 
ნანახია: 2463 | დაამატა: arqiteqtor | ტეგები: kharagauli, ახმედ გოგოლაძე | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
სოციალური ქსელი

შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 773

ჩხერიმელა

პარტნიორები
ჩხერიმელა

ქართული ფეხბურთი

InterClubGeorgia

Givifilms Studio გივიფილმს სტუდიო

orthodoxy.ge

ფოტო წარსულიდან
ჩხერიმელა
რეკლამა საიტზე
-->
ავტორი გივი კურტანიძე © / Copyright MyCorp © 2024