პარასკევი, 19.04.2024, 14:44
      ხარაგაული და ხარაგაულელები
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
დრო

Tbilisi

კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორ.სამ.ოთხ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
ამინდი ხარაგაულში
ვიზიტორთა ადგილი
შესვლის ფორმა
საკათედრო ტაძარი
?????????
სტატისტიკა

სულ საიტზე: 1
სტუმრები: 1
მომხმარებლები: 0

free counters

ფოტოგალერეა

საჭირო პროგრამები

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 12 » ძირულა-ხარაგაული-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია
22:16
ძირულა-ხარაგაული-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია

 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით ძირულა-ხარაგაული-ჩუმათელეთის 50კმ-იან საავტომობილო გზის რეაბილიტაციის განსახორციელებლად ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა და წინასწარი პროექტირება მიმდინარეობს. აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით, ძირულა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის განვითარების პროექტის ფარგლებში, ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას და წინასწარ პროექტირებას საკონსულტაციო კომპანია „კოქს კონსალთინგი“ ახორციელებს.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვაჟა ფანჩულიძე და მისი პირველი მოადგილე ნუგზარ გასვიანი სოფელ მოლითში იყოფებოდნენ, სადაც ძირულა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევისა და გზის წინასწარი პროექტირების პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრას ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი ნოდარ ებანოიძე, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის პირველი მოადგილე ალეკო იოსებაშვილი, „კოქს კონსალტინგის“ ხელმძღვანელები, აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლები და 10-მდე სოფლის მოსახლე ესწრებოდა. 
ძირულა-ხარაგაული-ჩუმათელეთის საავტომობილო გზა წარმოადგენს საგზაო კავშირს ხარაგაულის მუნიციპალიტეტსა და E-60 ავტომაგისტრალს შორის, ასევე არის მთავარი საერთაშორისო საგზაო არტერია და ერთმანეთთან აკავშირებს საქართველოს მთავარ ქალაქებს. საპროექტო გზა მის ძირითად სიგრძეზე მიუყვება მდინარე ჩხერიმელას და ასევე ხაშური-ხარაგაული-ზესტაფონის რკინიგზის ხაზს. ადგილობრივ მოსახლეობას აღნიშნულ გზაზე გადაადგილების პრობლემა წლებია აწუხებს, არსებულ საავტომობილო გზაზე არასდროს ყოფილა ასფალტის საფარი. 37 000-მდე ადგილობრივი მოსახლე ხრეშოვანი გზის საშუალებით გადაადგილდება, რაც სოფლის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას აფერხებს. 
ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია განხორციელდება ძირითადად უკვე არსებული გზის ფარგლებში და მოიცავს: ასფალტის საფარის დაგების, ხიდების, გზის სადრენაჟე მილების, კიუვეტების რეაბილიტაცია–რეკონსტრუქციას, ასევე ნაპირსამაგრ, გზის მონიშვნისა და უსაფრთხოების ბარიერების მოწყობის სამუშაოებს. 
პროექტის განხორციელების შედეგად გაუმჯობესდება 20-მდე სოფლის მოსახლეობის საცხოვრებელი პირობები, მოსახლეობის მობილურობა, სავაჭრო და ტურისტულ ობიექტებთან კავშირი, გაიზრდება გზაზე მოძრაობის უსაფრთხოების დონე.
ძირულა-ხარაგაული-ჩუმათელეთის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა და გზის წინასწარი პროექტირება 2014 წლის ბოლოს დასრულდება, რის შემდეგაც, პირველ ეტაპზე დეტალური პროექტირება მომზადდება, ხოლო შემდეგ დაიწყება საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

 

წყარო: https://fb.com/georoads
 

 

ნანახია: 1834 | დაამატა: arqiteqtor | ტეგები: ჩუმათელეთი, ხარაგაული, საავტომობილო გზის რეაბილიტაცია, ძირულა | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
სოციალური ქსელი

შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 773

ჩხერიმელა

პარტნიორები
ჩხერიმელა

ქართული ფეხბურთი

InterClubGeorgia

Givifilms Studio გივიფილმს სტუდიო

orthodoxy.ge

ფოტო წარსულიდან
ჩხერიმელა
რეკლამა საიტზე
-->
ავტორი გივი კურტანიძე © / Copyright MyCorp © 2024