ხუთშაბათი, 18.04.2024, 22:28
      ხარაგაული და ხარაგაულელები
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
დრო

Tbilisi

კალენდარი
«  ნოემბერი 2012  »
ორ.სამ.ოთხ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ამინდი ხარაგაულში
ვიზიტორთა ადგილი
შესვლის ფორმა
საკათედრო ტაძარი
?????????
სტატისტიკა

სულ საიტზე: 1
სტუმრები: 1
მომხმარებლები: 0

free counters

ფოტოგალერეა

საჭირო პროგრამები

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 23 » სამამულო ომის გმირი დავით ილიას ძე ბაქრაძე
20:43
სამამულო ომის გმირი დავით ილიას ძე ბაქრაძე
     მეორე მსოფლიო ომში, საქართველოდან გაწვეულ 700 000 ჯარისკაცს შორის რათქმაუნდა ხარაგაულის რაიონის შვილებიც იყვნენ. საამაყოა, რომ ექვსი მათგანი საბჭოთა კავშირის გმირი გახდა. ამ სტატიაში ერთ–ერთი გმირის, დავით ილიას ძე ბაქრაძის შესახებ მოგითხრობთ: 
    დავითი 1912 წლის 10 იანვარის ხარაგაულში დაიბადა. 1938 წელს დაამთავრა თბილისის სატყეო-ტექნიკური ინსტიტუტი. ამავე წლიდან იყო სკკპ წევრი. 1940 წლიდან წითელ არმიაში იყო, ბელორუსიაში.  აქ 1941 წლის დეკემბერში ტყვედ ჩაუვარდა გერმანელებს. 1942 წლის აგვისტოს საბჭოთა მეომრების ჯგუფთან ერთად ტყვეობიდან გაიქცა და ს. კოვპაკის პარტიზანულ რაზმს შეუერთდა. განვლო საბრძოლო გზა ათეულის მეთაურიდან პარტიზანული პოლკის მეთაურამდე. მონაწილეობა მიიღო 168 ბრძოლაში 1944 წლის 7 აგვისტოს მიანიჭეს საბჭოთა კავშირის გმირის წოდება.
    ომის შემდეგ მუშაობდა სხვადასხვა საპასუხისმგებლო საბჭოთა და სამეურნეო თანამდებობაზე. 1965 წლიდან საქართველოს საშენ მასალათა მრეწველობის სამინისტროს ტრესტ "საქმარმარილოს" მმართველია. სსრკ II-III მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.        
    ავტორია წიგნებისა: "გმირთა სისხლით" (1950), "ძველ გზებსა და ბილიკებზე" (1965), "ლეგენდარული რეიდი" (1968). დაჯილდოებულია 3 ლენინის ორდენით, სამამულო ომის I ხარისხის, წითელი ვარსკვლავის, აგრეთვე პოლონეთის სახალხო რესპუბლიკის "ვირტუტი მილიტარის" I ხარისხის ორდენებით და მედლებით. 
    სსრკ გმირი 
დავით ილიას ძე ბაქრაძე გარდაიცვალა 1977 წლის 8 დეკემბერს.

    
dspace.nplg.gov.ge–ს მიხედვით

                                          


ავტორი – გივი კურტანიძე


ნანახია: 2991 | დაამატა: arqiteqtor | ტეგები: გმირი, დავით ილიას ძე ბაქრაძე | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
სოციალური ქსელი

შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 773

ჩხერიმელა

პარტნიორები
ჩხერიმელა

ქართული ფეხბურთი

InterClubGeorgia

Givifilms Studio გივიფილმს სტუდიო

orthodoxy.ge

ფოტო წარსულიდან
ჩხერიმელა
რეკლამა საიტზე
-->
ავტორი გივი კურტანიძე © / Copyright MyCorp © 2024